ფიზიკა
(ყველა ქვეკატეგორიის კითხვები)

სულ კითხვა: 303
უფასო: 303
ფასიანი: 0
გვერდი 1 / 16
# 2447 სკალიანი ხელსაწყოს დანაყოფის ფასია მანძილი ორ მეზობელ შტრიხს შორის. რისი ტოლია ნახატზე გამოსახული სახაზავის დანაყოფის ფასი?
სკალიანი ხელსაწყოს დანაყოფის ფასია მანძილი ორ მეზობელ შტრიხს შორის. რისი ტოლია ნახატზე გამოსახული სახაზავის დანაყოფის ფასი?, კატეგორია: 2022 წლის ტესტი
1 სმ
4 სმ
5 სმ
20 სმ
100 სმ
# 2448 ორი სხეული უსაწყისო სიჩქარით თავისუფლად ვარდება დედამიწის ზედაპირზე ერთი და იმავე სიმაღლიდან. პირველის მასაა m, ხოლო მეორის 3m. რისი ტოლია პირველი და მეორე სხეულების სიჩქარეების ფარდობა - v1/v2 დედამიწასთან დაჯახებისას?
1/9
1/3
1
3
9
# 2449 სხეულის იმპულსი გაიზარდა 4-ჯერ. რამდენჯერ გაიზარდა მისი სიჩქარე და კინეტიკური ენერგია?
ორივე გაიზარდა 2-ჯერ;
სიჩქარე გაიზარდა 2-ჯერ, კინეტიკური ენერგია გაიზარდა 4-ჯერ;
ორივე გაიზარდა 4-ჯერ;
სიჩქარე გაიზარდა 4-ჯერ, კინეტიკური ენერგია გაიზარდა 8-ჯერ;
სიჩქარე გაიზარდა 4-ჯერ, კინეტიკური ენერგია გაიზარდა 16-ჯერ.
# 2450 როგორ შეიცვლება მათემატიკური ქანქარას მცირე რხევების პერიოდი, თუ ძაფზე დაკიდებული სხეულის მასას 4-ჯერ გავზრდით?
არ შეიცვლება;
4-ჯერ შემცირდება;
2-ჯერ შემცირდება;
2-ჯერ გაიზრდება;
4-ჯერ გაიზრდება.
# 2451 ორი დამუხტული ერთი და იმავე ზომის ლითონის ბურთულას ურთიერთშეხებისას პირველი ბურთულას q მუხტი 2-ჯერ გაიზარდა და გახდა 2q. რისი ტოლი იყო მეორე ბურთულას თავდაპირველი მუხტი?
q
3q/2
2q
3q
4q
# 2452 m მასის თანამგზავრი მოძრაობს R რადიუსის წრეწირზე M მასის დედამიწის გარშემო. რა მუშაობას ასრულებს თანამგზავრზე მოქმედი ძალა 1800-ით მობრუნებისას? მსოფლიო მიზიდულობის მუდმივაა G.
0
GMm/4R
GMm/2R
GMm/R
4GMm/R
# 2453 რომელ ნახატზე გამოსახული სქემა გამოგვადგება გამტარის R წინაღობის გასაზომად?
რომელ ნახატზე გამოსახული სქემა გამოგვადგება გამტარის R წინაღობის გასაზომად?, კატეგორია: 2022 წლის ტესტი
1
2
3
4
5
# 2454 რომელი ნათურა (ნათურები) შეიძლება ენთოს ნახატზე გამოსახულ წრედში?
რომელი ნათურა (ნათურები) შეიძლება ენთოს ნახატზე გამოსახულ წრედში?, კატეგორია: 2022 წლის ტესტი
მხოლოდ I;
მხოლოდ I და II;
მხოლოდ I და III;
არც ერთი არ შეიძლება ენთოს;
სამივე.
# 2455 ჩამოთვლილთაგან რომელზეა დამოკიდებული სითხის აორთქლების სიჩქარე? I. სითხის გვარობა; II. სითხის ტემპერატურა; III. სითხის ზედაპირის ფართობი.
სამივეზე;
მხოლოდ II-ზე;
მხოლოდ I და II-ზე;
მხოლოდ I და III-ზე;
მხოლოდ II და III-ზე
# 2456 ნახატზე გამოსახულია ტოლი მასის სამი სხეულის ტემპერატურის მიღებულ სითბოს რაოდენობაზე დამოკიდებულების გრაფიკები. დაალაგეთ სხეულები კუთრი სითბოტევადობების ზრდის მიხედვით უმცირესიდან უდიდესისაკენ.
ნახატზე გამოსახულია ტოლი მასის სამი სხეულის ტემპერატურის მიღებულ სითბოს რაოდენობაზე დამოკიდებულების გრაფიკები. დაალაგეთ სხეულები კუთრი სითბოტევადობების ზრდის მიხედვით უმცირესიდან უდიდესისაკენ., კატეგორია: 2022 წლის ტესტი
1, 2, 3;
1, 3, 2;
2, 1, 3;
2, 3, 1;
3, 1, 2.
# 2457 სამ განსხვავებული ფორმის ზედაპირზე იატაკიდან ერთსა და იმავე სიმაღლიდან ჩამოსრიალდა ძელაკი (იხ. ნახ.). როგორი თანაფარდობაა ძელაკების სიჩქარეებს შორის იატაკთან მიღწევისას? ხახუნი სამივე შემთხვევაში უგულებელყავით.
სამ განსხვავებული ფორმის ზედაპირზე იატაკიდან ერთსა და იმავე სიმაღლიდან ჩამოსრიალდა ძელაკი (იხ. ნახ.). როგორი თანაფარდობაა ძელაკების სიჩქარეებს შორის იატაკთან მიღწევისას? ხახუნი სამივე შემთხვევაში უგულებელყავით., კატეგორია: 2022 წლის ტესტი
v1< v2 < v3
v1< v3 < v2
v2< v3 < v1
v2< v1 < v3
v1=v2= v3
# 2458 თავდაპირველად უძრავმა სხეულმა გარკვეული ძალის მოქმედებით t დროის განმავლობაში შეიძინა გარკვეული იმპულსი. რა დროში შეიძენდა იმავე იმპულსს თავდაპირველად უძრავი 3-ჯერ მეტი მასის სხეული 2-ჯერ ნაკლები ძალის მოქმედებით?
t/2
2t/3
3t/2
2t
6t
# 2459 სახაზავის რა ნაწილის გამოსახულებას ხედავს A წერტილში მყოფი დამკვირვებელი ბრტყელ სარკეში (იხ. ნახ.)?
სახაზავის რა ნაწილის გამოსახულებას ხედავს A წერტილში მყოფი დამკვირვებელი ბრტყელ სარკეში (იხ. ნახ.)?, კატეგორია: 2022 წლის ტესტი
საერთოდ ვერ ხედავს სახაზავის გამოსახულებას;
1/4 ნაწილს;
1/3 ნაწილს;
3/4 ნაწილს;
ხედავს მთელი სახაზავის გამოსახულებას.
# 2460 ზამბარაზე ჩამოკიდებული m მასის სხეული წონასწორობაშია. თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა g. ზამბარის წაგრძელებაა x. რისი ტოლია ზამბარის პოტენციალური ენერგია?
mgx/4
mgx/2
mgx
2mgx
4mgx
# 2461 რხევით კონტურში კონდენსატორი შეცვალეს 4-ჯერ მეტი ტევადობის კონდენსატორით. როგორ შეიცვალა რხევით კონტურში ელექტრომაგნიტური რხევების სიხშირე?
16-ჯერ შემცირდა;
4-ჯერ შემცირდა;
2-ჯერ შემცირდა;
2-ჯერ გაიზარდა;
4-ჯერ გაიზარდა.
# 2462 m მასის ბურთი აისროლეს ვერტიკალურად ზევით. t დროში მან მიაღწია ტრაექტორიის უმაღლეს წერტილს. რისი ტოლია ბურთის იმპულსის მოდული იმ მომენტში, როდესაც ასროლიდან გასულია 1,5t დრო? თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა g. ჰაერის წინააღმდეგობის ძალა უგულებელყავით.
mgt/4
mgt/2
3mgt/4
mgt
1,5mgt
# 2463 მიმდევრობით შეერთებული ორი გამტარიდან მეორეში გამოიყო 2-ჯერ მეტი სიმძლავრე. რომელ გამტარში გამოიყოფა მეტი სიმძლავრე და რამდენჯერ, თუ მათ პარალელურად შევაერთებთ?
პირველში 4-ჯერ მეტი;
მეორეში 4-ჯერ მეტი;
ორივეში ტოლი;
პირველში 2-ჯერ მეტი;
მეორეში 2-ჯერ მეტი.
# 2464 დედამიწის ჰორიზონტალური ზედაპირიდან ჰორიზონტისადმი 450-იანი კუთხით გასროლილი სხეულის ფრენის სიშორეა L. რისი ტოლია ჰორიზონტისადმი 150-იანი კუთხით 2-ჯერ მეტი სიჩქარით გასროლილი სხეულის ფრენის სიშორე? ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით.
L/3
L/2
L
2L
2√3 L
# 2465 ნახატზე გამოსახულია X ღერძზე მოძრავი m და 2m მასების მქონე სხეულების სიჩქარის გეგმილების დროზე დამოკიდებულების გრაფიკები. განსაზღვრეთ მცირე მასის სხეულზე მოქმედი ძალის მოდულის შეფარდება დიდი მასის სხეულზე მოქმედ ძალის მოდულთან Fm/F2m
ნახატზე გამოსახულია X ღერძზე მოძრავი m და 2m მასების მქონე სხეულების სიჩქარის გეგმილების დროზე დამოკიდებულების გრაფიკები. განსაზღვრეთ მცირე მასის სხეულზე მოქმედი ძალის მოდულის შეფარდება დიდი მასის სხეულზე მოქმედ ძალის მოდულთან Fm/F2m, კატეგორია: 2022 წლის ტესტი
1/8
1/4
1/2
1
2
# 2466 ნახატზე გამოსახულია X ღერძზე მოძრავი m და 2m მასების მქონე სხეულების სიჩქარის გეგმილების დროზე დამოკიდებულების გრაფიკები. განსაზღვრეთ სხეულებს შორის მანძილი t=3 წმ მომენტში, თუ t=0 მომენტში მანძილი მათ შორის ნულის ტოლი იყო.
ნახატზე გამოსახულია X ღერძზე მოძრავი m და 2m მასების მქონე სხეულების სიჩქარის გეგმილების დროზე დამოკიდებულების გრაფიკები. განსაზღვრეთ სხეულებს შორის მანძილი t=3 წმ მომენტში, თუ t=0 მომენტში მანძილი მათ შორის ნულის ტოლი იყო., კატეგორია: 2022 წლის ტესტი
9 მ
18 მ
27 მ
45 მ
54 მ
გვერდი 1 / 16