ისტორია>ძველი მსოფლიო და საქართველო>ეგვიპტე
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 175
უფასო: 175
ფასიანი: 0
გვერდი 2 / 9
# 162 როგორ იყენებდნენ ხორბალსა და ქერს ვაჭრობაში?
როგორც ფულის ერთგვარ ექვივალენტს და საექსპორტო პროდუქტს
მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის
მხოლოდ გადასახადების გადასახდელად
მხოლოდ საკვებად
# 163 რა როლი ჰქონდა მოსავლის ჭარბ რაოდენობას ეგვიპტის ეკონომიკაში?
ხშირად ხდებოდა მისი გაფუჭება
საზოგადოება დაიყო ფენებად
ხდებოდა სურსათის მარაგების შექმნა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობა
არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა
# 164 რა იყო ეგვიპტეში მიწათმოქმედების განვითარების მთავარი საფუძველი?
ნაყოფიერი ტყეები
სავაჭრო ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან
ხშირი წვიმები
მზე, მშრალი კლიმატი და ნილოსის მდინარე
# 165 რა გავლენას ახდენდა მზე ეგვიპტეში მოსავლის მოყვანისას?
უზრუნველყოფდა მუდმივ სითბოს და ზრდას
ანადგურებდა მოსავალს
იწვევდა ხშირ წვიმებს
ხელს უშლიდა მიწათმოქმედებას
# 166 რა იყო საჭირო მოსავლის მოსაყვანად ეგვიპტეში?
დაქირავებული მუშა ხელის გამოყენება
მონების შრომის გამოყენება
დაბყრობითი ომების წარმოება
სარწყავი არხების და მორწყვის სისტემების მოწყობა
# 167 რომელი პროდუქტი იყო ეგვიპტის ძირითადი საექსპორტო საქონელი?
ხორბალი
ოქრო
ბრინჯი
ცხენი
# 168 ვისთან ვაჭრობდნენ ეგვიპტელები ხორბლით?
ბაბილონთან, სირიასთან, კრეტასთან და სხვა სამდინარო ცივილიზაციებთან
მხოლოდ ასურეთთან
მხოლოდ ბაბილონთან
საერთოდ არ ვაჭრობდნენ
# 169 საიდან იღებდნენ ძირითადად ოქროს ეგვიპტელები?
ნუბიიდან (დღევანდელი სუდანის ტერიტორია)
ბაბილონიდან
ინდოეთიდან
ჩინეთიდან
# 170 რატომ იყო მნიშვნელოვანი ოქრო ეგვიპტელებისთვის?
სამხედრო იარაღის დასამზადებლად
სამკაულებისა და ტაძრების მოსართავად
მონების შესაძენდ
რიტუალების ჩასატარებლად
# 171 რატომ სჭირდებოდათ ეგვიპტელებს ხის იმპორტი?
ეგვიპტეში ხე საერთოდ არ იძრდებოდა
გემების, ტაძრებისა და სარკოფაგების ის დასამზადებლად
უცხოური ხე-ქვა გამოიყენებოდა პირამიდების მოსაპირკეთებლად
ეგვიპტეში ხის მოჭრა აკრძალული იყო,მათი სიმცირის გამო
# 172 საიდან მოიპოვებდნენ ეგვიპტელები სპილოს ძვალს?
ადგილობრივი სპილოებიდან, რომლებიც ნილოსის ხეობაში ბინადრობდნენ.
ინდოეთიდან და ჩინეთიდან
ხმელთაშუა ზღვის კუნძულებიდან.
ნუბიიდან და აფრიკის სამხრეთ რეგიონებიდან.
# 173 რისთვის იყენებდნენ სპილოს ძვალს ეგვიპტელები?
გამოიყენებოდა ფულის ერთეულად
ტაძრების კედლების მოსახატად
სამკაულებისა და ავეჯის მოსართავად
გამოიყენებოდა რიტუალების შესრულებისას
# 174 რომელი მასალა არ იყო იმპორტირებული ეგვიპტეში?
სპილოს ძვალი
კედრის ხე
ოქრო
ხორბალი
# 175 რატომ ადიდებდნენ ეგვიპტელები ნილოსს ჰიმნში?
როგორც ომის ღმერთს
როგორც სიცოცხლის მომნიჭებელ მდინარეს
როგორც მზის სიმბოლოს
როგორც უდაბნოს მცველს
# 176 როგორ წარმოედგინათ ნილოსი ეგვიპტელებს?
როგორც ღვთაება
როგორც ეგვიპტის მცველი ლომი
როგორც ქარის ღმერთი
როგორც მზის შვილიშვილი
# 177 რომელ პერიოდს მიეკუთვნება ზედა და ქვედა ეგვიპტის გაერთიანება?
ბრინჯაოს ხანას
ახალი სამეფოს ხანას
ადრედინასტიურ პერიოდს
პტოლემეების ხანას
# 178 ვინ ითვლება ეგვიპტის გაერთიანების პირველ მეფედ?
სარგონი
ტუტანხამონი
ხეოფსი
მენესი
# 179 რას ნიშნავს „ერთმმართველობის სისტემა“, რომელიც გაერთიანების შემდეგ ჩამოყალიბდა?
ქვეყანა ინაწილებდა ძალაუფლებას სხვადასხვა ქალაქებს შორის
ქვეყანა იყოფოდა ორ დამოუკიდებელ სამეფოდ, რომელთაც თანაბარი ძალაუფლება ჰქონდათ
ხელისუფლება გადადიოდა ქურუმებზე
სახელმწიფოს მართავდა ერთი ფარაონი, რომელსაც ეკუთვნოდა უზენაესი ხელისუფლება
# 180 როგორ გამოიხატა ზედა და ქვედა ეგვიპტის სიმბოლოთა შერწყმა ფარაონის გვირგვინში ?
თეთრი და წითელი გვირგვინის გაერთიანებით
ოქროს გვირგვინის შექმნით
მგლის თავის გამოყენებით
ფარაონის გვირგვინს ამშვენებდა ოქროსფერი მზის დისკო, რომელიც ორივე ეგვიპტის გაერთიანებას სიმბოლურად გამოხატავდა
# 181 რა შედეგი ქონდა ეგვიპტის გაერთიანებას?
გაერთიანებამ ეგვიპტეს დაშლა და სისუსტე მოუტანა, რადგან ორივე მხარე ძალაუფლებისთვის მუდმივად იბრძოდა.
გაერთიანების შემდეგ ფარაონის როლი მთლიანად გაუქმდა და ქვეყანა მღვდელთა საბჭოს მიერ იმართებოდა
გაერთიანების შედეგად ეგვიპტემ დაკარგა კონტროლი მდინარე ნილოსზე
გაერთიანების შედეგად შეიქმნა ძლიერი ცენტრალური სახელმწიფო, რომელსაც ერთიანი ფარაონი მართავდა
გვერდი 2 / 9