ფიზიკა>გასული წლების ტესტები>2022 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 34
უფასო: 34
ფასიანი: 0
გვერდი 2 / 2
# 2467 ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებულ 20 კგ მასის სხეულს მოსდეს ჰორიზონტალურად მიმართული 120 ნ ძალა. სხეულსა და ზედაპირს შორის ხახუნის კოეფიციენტია 0,8. რისი ტოლია სხეულზე მოქმედი ხახუნის ძალა? ჩათვალეთ, რომ თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა 10 მ/წმ2 .
40 ნ
80 ნ
100 ნ
120 ნ
160 ნ
# 2468 m0 მასისა და V0 მოცულობის სითხეში ცალ-ცალკე ჩაძირეს ხუთი სხეული, რომელთა მასები და მოცულობები ნაჩვენებია დიაგრამაზე. რომელი სხეული (სხეულები) ამოტივტივდა მათი გათავისუფლების შემდეგ?
m0 მასისა და V0 მოცულობის სითხეში ცალ-ცალკე ჩაძირეს ხუთი სხეული, რომელთა მასები და მოცულობები ნაჩვენებია დიაგრამაზე. რომელი სხეული (სხეულები) ამოტივტივდა მათი გათავისუფლების შემდეგ?, კატეგორია: 2022 წლის ტესტი
მხოლოდ 1;
მხოლოდ 4;
1 და 4;
4 და 5;
2, 3 და 5.
# 2469 დინამომეტრზე დაკიდებული სხეულის სითხეში სრულად ჩაშვების შემდეგ დინამომეტრის ჩვენება სამჯერ შემცირდა. განსაზღვრეთ სითხის სიმკვრივის შეფარდება სხეულის სიმკვრივესთან.
1/4
1/3
1/2
2/3
2
# 2470 ორი ბურთულა ერთდროულად გაისროლეს გარკვეული სიმაღლიდან, ერთი ვერტიკალურად ქვევით v სიჩქარით, ხოლო მეორე ვერტიკალურად ზევით 3v სიჩქარით. ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით. თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა g. გასროლის მომენტიდან t დროის შემდეგ ბურთულებს შორის s მანძილი, სანამ პირველი მათგანი დედამიწის ზედაპირს დაეცემა, განისაზღვრება ფორმულით:
s =2vt +gt2 ;
s =4vt +gt2 ;
s =2vt +gt2 /2;
s =2vt;
s =4vt.
# 2471 ბიჭმა გადაცურა 24 მ სიგანის მდინარე უმოკლესი გზით. მისი ცურვის სიჩქარე წყლის მიმართ არის 0,5 მ/წმ, ხოლო მდინარის დინების სიჩქარეა 0,3 მ/წმ. რა დრო მოანდომა ბიჭმა მდინარის გადაცურვას?
48 წმ
60 წმ
80 წმ
96 წმ
120 წმ
# 2472 ზღვაში ჰაერის ბუშტუკი ამოდის ფსკერიდან ზედაპირზე. რამდენჯერ გაიზრდება მისი დიამეტრი 150 მ სიღრმიდან 10 მ სიღრმეზე ამოსვლისას? ჩათვალეთ, რომ ატმოსფერული წნევა 10 მ სიმაღლის წყლის სვეტის წნევის ტოლია. ზღვაში სიღრმის მიხედვით წყლის ტემპერატურა უცვლელად მიიჩნიეთ.
2-ჯერ
3-ჯერ
4-ჯერ
5-ჯერ
8-ჯერ
# 2473 იდეალური აირი a მდგომარეობიდან b მდგომარეობაში გადაიყვანეს PV დიაგრამაზე ნაჩვენები ორი გზით. განსაზღვრეთ ამ ორ შემთხვევაში შესრულებულ მუშაობათა ფარდობა AI/AII.
იდეალური აირი a მდგომარეობიდან b მდგომარეობაში გადაიყვანეს PV დიაგრამაზე ნაჩვენები ორი გზით. განსაზღვრეთ ამ ორ შემთხვევაში შესრულებულ მუშაობათა ფარდობა AI/AII., კატეგორია: 2022 წლის ტესტი
2/5
3/5
5/7
5/6
6/7
# 2474 იპოვეთ მოცემული მასის აირის საწყისი ტემპერატურა, თუ მუდმივი მოცულობის პირობებში მისი 300C-ით გაცივებისას წნევა 10%-ით შემცირდა. ჩათვალეთ, რომ 00C=273K.
270C
300C
330C
2730C
3000C
# 2475 F ფოკუსური მანძილის მქონე ლინზა ეკრანზე ქმნის საგნის 3-ჯერ გადიდებულ გამოსახულებას. იპოვეთ მანძილი ლინზასა და საგანს შორის.
F/3
4F/3
3F/2
7F/4
3F
# 2476 როდესაც გარე წინაღობა 3-ჯერ მეტია დენის წყაროს შიგა წინაღობაზე, მაშინ წრედში დენის ძალაა I . განსაზღვრეთ დენის ძალა მოკლე ჩართვისას.
3I/2
2I
5I/2
3I
4I
# 2477 განსაზღვრეთ, როგორ შეიცვლება მოცემული მასის იდეალური აირის აბსოლუტური ტემპერატურა მოცულობის 4-ჯერ გაზრდისას, თუ მისი მდგომარეობის ცვლილებისას მუდმივი რჩება წნევისა და მოცულობის კვადრატის ნამრავლი, PV2=const.
შემცირდება 16-ჯერ;
შემცირდება 4-ჯერ;
გაიზრდება 2-ჯერ;
გაიზრდება 4-ჯერ;
გაიზრდება 16-ჯერ.
# 2478 გარკვეული ძალების მოქმედებით ჭოჭონაქისა და სამი ძელაკის სისტემა მოძრაობს ჰორიზონტალურ ზედაპირზე ისე, როგორც გამოსახულია ნახატზე. ძაფები დაჭიმულია. პირველი ძელაკის აჩქარების მოდულია a1, ხოლო მეორე ძელაკის a2 (a2> a1). საითკენაა მიმართული მესამე ძელაკის აჩქარება და რისი ტოლია მისი მოდული?
გარკვეული ძალების მოქმედებით ჭოჭონაქისა და სამი ძელაკის სისტემა მოძრაობს ჰორიზონტალურ ზედაპირზე ისე, როგორც გამოსახულია ნახატზე. ძაფები დაჭიმულია. პირველი ძელაკის აჩქარების მოდულია a1, ხოლო მეორე ძელაკის a2 (a2> a1). საითკენაა მიმართული მესამე ძელაკის აჩქარება და რისი ტოლია მისი მოდული?, კატეგორია: 2022 წლის ტესტი
მარჯვნივ, (a2− a1)/2;
მარჯვნივ, (a1+ a2)/2;
მარჯვნივ, a2− a1;
მარცხნივ, (a2− a1)/2;
მარცხნივ, (a1+ a2)/2.
# 2479 როდესაც ტვირთი ვერტიკალურად ზევით ააქვთ ორი უძრავი ჭოჭონაქის მეშვეობით ისე, რომ თოკის ბოლოებს აქვს მუდმივი v სიჩქარე (იხ. ნახ.), მაშინ ტვირთის მოძრაობის სიჩქარე a კუთხეზეა დამოკიდებული და არის:
როდესაც ტვირთი ვერტიკალურად ზევით ააქვთ ორი უძრავი ჭოჭონაქის მეშვეობით ისე, რომ თოკის ბოლოებს აქვს მუდმივი v სიჩქარე (იხ. ნახ.), მაშინ ტვირთის მოძრაობის სიჩქარე a კუთხეზეა დამოკიდებული და არის:, კატეგორია: 2022 წლის ტესტი
vcosa
vcos2a
v/cosa
v/cos2a
2vcosa
# 2480 კვადრატის წვეროებში მდებარე ბურთულები v სიჩქარით მოძრაობენ კვადრატის ცენტრისკენ და აბსოლუტურად არადრეკადად ეჯახებიან ერთმანეთს. სამი ბურთულას მასაა m, ხოლო ერთის - 2m (იხ. ნახ.). საწყისი კინეტიკური ენერგიის რა ნაწილი გარდაიქმნა შინაგან ენერგიად შეჯახების შედეგად?
კვადრატის წვეროებში მდებარე ბურთულები v სიჩქარით მოძრაობენ კვადრატის ცენტრისკენ და აბსოლუტურად არადრეკადად ეჯახებიან ერთმანეთს. სამი ბურთულას მასაა m, ხოლო ერთის - 2m (იხ. ნახ.). საწყისი კინეტიკური ენერგიის რა ნაწილი გარდაიქმნა შინაგან ენერგიად შეჯახების შედეგად?, კატეგორია: 2022 წლის ტესტი
1/5
12/25
3/5
18/25
24/25
გვერდი 2 / 2