ფიზიკაგასული წლების ტესტები2022 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)
სულ კითხვა: 34
უფასო: 34
ფასიანი: 0
# 2447
სკალიანი ხელსაწყოს დანაყოფის ფასია მანძილი ორ მეზობელ შტრიხს შორის. რისი ტოლია ნახატზე გამოსახული სახაზავის დანაყოფის ფასი?
# 2448
ორი სხეული უსაწყისო სიჩქარით თავისუფლად ვარდება დედამიწის ზედაპირზე ერთი და იმავე სიმაღლიდან. პირველის მასაა m, ხოლო მეორის 3m. რისი ტოლია პირველი და მეორე სხეულების სიჩქარეების ფარდობა - v1/v2 დედამიწასთან დაჯახებისას?
# 2449
სხეულის იმპულსი გაიზარდა 4-ჯერ. რამდენჯერ გაიზარდა მისი სიჩქარე და კინეტიკური ენერგია?
# 2450
როგორ შეიცვლება მათემატიკური ქანქარას მცირე რხევების პერიოდი, თუ ძაფზე დაკიდებული სხეულის მასას 4-ჯერ გავზრდით?
# 2451
ორი დამუხტული ერთი და იმავე ზომის ლითონის ბურთულას ურთიერთშეხებისას პირველი ბურთულას q მუხტი 2-ჯერ გაიზარდა და გახდა 2q. რისი ტოლი იყო მეორე ბურთულას თავდაპირველი მუხტი?
# 2452
m მასის თანამგზავრი მოძრაობს R რადიუსის წრეწირზე M მასის დედამიწის გარშემო. რა მუშაობას ასრულებს თანამგზავრზე მოქმედი ძალა 1800-ით მობრუნებისას? მსოფლიო მიზიდულობის მუდმივაა G.
# 2453
რომელ ნახატზე გამოსახული სქემა გამოგვადგება გამტარის R წინაღობის გასაზომად?
# 2454
რომელი ნათურა (ნათურები) შეიძლება ენთოს ნახატზე გამოსახულ წრედში?
# 2455
ჩამოთვლილთაგან რომელზეა დამოკიდებული სითხის აორთქლების სიჩქარე? I. სითხის გვარობა; II. სითხის ტემპერატურა; III. სითხის ზედაპირის ფართობი.
# 2456
ნახატზე გამოსახულია ტოლი მასის სამი სხეულის ტემპერატურის მიღებულ სითბოს რაოდენობაზე დამოკიდებულების გრაფიკები. დაალაგეთ სხეულები კუთრი სითბოტევადობების ზრდის მიხედვით უმცირესიდან უდიდესისაკენ.
# 2457
სამ განსხვავებული ფორმის ზედაპირზე იატაკიდან ერთსა და იმავე სიმაღლიდან ჩამოსრიალდა ძელაკი (იხ. ნახ.). როგორი თანაფარდობაა ძელაკების სიჩქარეებს შორის იატაკთან მიღწევისას? ხახუნი სამივე შემთხვევაში უგულებელყავით.
# 2458
თავდაპირველად უძრავმა სხეულმა გარკვეული ძალის მოქმედებით t დროის განმავლობაში შეიძინა გარკვეული იმპულსი. რა დროში შეიძენდა იმავე იმპულსს თავდაპირველად უძრავი 3-ჯერ მეტი მასის სხეული 2-ჯერ ნაკლები ძალის მოქმედებით?
# 2459
სახაზავის რა ნაწილის გამოსახულებას ხედავს A წერტილში მყოფი დამკვირვებელი ბრტყელ სარკეში (იხ. ნახ.)?
# 2460
ზამბარაზე ჩამოკიდებული m მასის სხეული წონასწორობაშია. თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა g. ზამბარის წაგრძელებაა x. რისი ტოლია ზამბარის პოტენციალური ენერგია?
# 2461
რხევით კონტურში კონდენსატორი შეცვალეს 4-ჯერ მეტი ტევადობის კონდენსატორით. როგორ შეიცვალა რხევით კონტურში ელექტრომაგნიტური რხევების სიხშირე?
# 2462
m მასის ბურთი აისროლეს ვერტიკალურად ზევით. t დროში მან მიაღწია ტრაექტორიის უმაღლეს წერტილს. რისი ტოლია ბურთის იმპულსის მოდული იმ მომენტში, როდესაც ასროლიდან გასულია 1,5t დრო? თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა g. ჰაერის წინააღმდეგობის ძალა უგულებელყავით.
# 2463
მიმდევრობით შეერთებული ორი გამტარიდან მეორეში გამოიყო 2-ჯერ მეტი სიმძლავრე. რომელ გამტარში გამოიყოფა მეტი სიმძლავრე და რამდენჯერ, თუ მათ პარალელურად შევაერთებთ?
# 2464
დედამიწის ჰორიზონტალური ზედაპირიდან ჰორიზონტისადმი 450-იანი კუთხით გასროლილი სხეულის ფრენის სიშორეა L. რისი ტოლია ჰორიზონტისადმი 150-იანი კუთხით 2-ჯერ მეტი სიჩქარით გასროლილი სხეულის ფრენის სიშორე? ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით.
# 2465
ნახატზე გამოსახულია X ღერძზე მოძრავი m და 2m მასების მქონე სხეულების სიჩქარის გეგმილების დროზე დამოკიდებულების გრაფიკები. განსაზღვრეთ მცირე მასის სხეულზე მოქმედი ძალის მოდულის შეფარდება დიდი მასის სხეულზე მოქმედ ძალის მოდულთან Fm/F2m
# 2466
ნახატზე გამოსახულია X ღერძზე მოძრავი m და 2m მასების მქონე სხეულების სიჩქარის გეგმილების დროზე დამოკიდებულების გრაფიკები. განსაზღვრეთ სხეულებს შორის მანძილი t=3 წმ მომენტში, თუ t=0 მომენტში მანძილი მათ შორის ნულის ტოლი იყო.