ფიზიკა>გასული წლების ტესტები>2021 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 66
უფასო: 66
ფასიანი: 0
გვერდი 3 / 4
# 2521 ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისი ტოლი იყო საწყისი წერტილიდან სხეულის მაქსიმალური დაშორება დროის (0 წმ, 2 წმ) შუალედში?
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისი ტოლი იყო საწყისი წერტილიდან სხეულის მაქსიმალური დაშორება დროის (0 წმ, 2 წმ) შუალედში?, კატეგორია: 2021 წლის ტესტი
1 მ
1,5 მ
2 მ
2,5 მ
3 მ
# 2522 A წერტილიდან 2 სმ, 3 სმ და 6 სმ დაშორებით მოთავსებულია სამი ტოლი q მუხტი (იხ. ნახ.). A წერტილიდან რა მანძილზე უნდა მოვათავსოთ (-q) მუხტი, რომ ველის პოტენციალი A წერტილში 0-ის ტოლი გახდეს?
A წერტილიდან 2 სმ, 3 სმ და 6 სმ დაშორებით მოთავსებულია სამი ტოლი q მუხტი (იხ. ნახ.). A წერტილიდან რა მანძილზე უნდა მოვათავსოთ (-q) მუხტი, რომ ველის პოტენციალი A წერტილში 0-ის ტოლი გახდეს?, კატეგორია: 2021 წლის ტესტი
4/5 სმ
5/6 სმ
1 სმ
7/6 სმ
6/5 სმ
# 2523 ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მერხევი სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ სხეულის მიერ გავლილი მანძილი დროის (0,8 წმ; 4,8 წმ) შუალედში.
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მერხევი სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ სხეულის მიერ გავლილი მანძილი დროის (0,8 წმ; 4,8 წმ) შუალედში., კატეგორია: 2021 წლის ტესტი
0,8 მ
1 მ
3,8 მ
4 მ
4,2 მ
# 2524 ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მერხევი 1კგ მასის სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ იმპულსის ცვლილების მოდული t=2 წამიდან t=4 წამამდე.
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მერხევი 1კგ მასის სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ იმპულსის ცვლილების მოდული t=2 წამიდან t=4 წამამდე., კატეგორია: 2021 წლის ტესტი
0
0,5 კგ x მ/წმ
1 კგ x მ/წმ
1,5 კგ x მ/წმ
2 კგ x მ/წმ
# 2525 დიაგრამის ხუთი წერტილი გამოხატავს ხუთ სხვადასხვა რეზისტორზე მოდებულ ძაბვებს და მათში გამავალ დენის ძალებს. რომელი რეზისტორის წინაღობაა უდიდესი?
დიაგრამის ხუთი წერტილი გამოხატავს ხუთ სხვადასხვა რეზისტორზე მოდებულ ძაბვებს და მათში გამავალ დენის ძალებს. რომელი რეზისტორის წინაღობაა უდიდესი?, კატეგორია: 2021 წლის ტესტი
1
2
3
4
5
# 2526 რა სიჩქარით უნდა ავაგდოთ კენჭი ვერტიკალურად ზევით, რომ ის დაეცეს დედამიწის ზედაპირს 4 წმ-ის შემდეგ? ჩათვალეთ, რომ თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა 10 მ/წმ2 . ჰაერის წინააღმდეგობას ნუ გაითვალისწინებთ.
5 მ/წმ
10 მ/წმ
20 მ/წმ
25 მ/წმ
40 მ/წმ
# 2527 0,8 მ სიმაღლის გლუვ დახრილ სიბრტყეზე უსაწყისო სიჩქარით ჩამოსრიალდა ძელაკი (იხ. ნახ.). განსაზღვრეთ, რა სიჩქარეს მიაღწია ძელაკმა სიბრტყის ფუძესთან. ჰაერის წინააღმდეგობას ნუ გაითვალისწინებთ. თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა 10 მ/წმ2 .
0,8 მ სიმაღლის გლუვ დახრილ სიბრტყეზე უსაწყისო სიჩქარით ჩამოსრიალდა ძელაკი (იხ. ნახ.). განსაზღვრეთ, რა სიჩქარეს მიაღწია ძელაკმა სიბრტყის ფუძესთან. ჰაერის წინააღმდეგობას ნუ გაითვალისწინებთ. თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა 10 მ/წმ2 ., კატეგორია: 2021 წლის ტესტი
0,8 მ/წმ
1,6 მ/წმ
2 მ/წმ
3,2 მ/წმ
4 მ/წმ
# 2528 x-ით გაჭიმულ k სიხისტის ზამბარაში აღძრული დრეკადობის ძალაა F. მოყვანილი სამი ფორმულიდან რომელია ამ ზამბარის პოტენციალური ენერგიის ფორმულა?
მხოლოდ I
მხოლოდ II
მხოლოდ I და II
მხოლოდ I და III
სამივე
# 2529 გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე 2 მ/წმ სიჩქარით მისრიალებს 2 კგ მასის სხეული. მასზე მოქმედება დაიწყო საწყისი სიჩქარის მართობულმა და ზედაპირის პარალელურმა 1 ნ-ის ტოლმა მუდმივმა ძალამ. განსაზღვრეთ სხეულის იმპულსის მოდული ძალის მოქმედების დაწყებიდან 3 წმ-ის შემდეგ.
გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე 2 მ/წმ სიჩქარით მისრიალებს 2 კგ მასის სხეული. მასზე მოქმედება დაიწყო საწყისი სიჩქარის მართობულმა და ზედაპირის პარალელურმა 1 ნ-ის ტოლმა მუდმივმა ძალამ. განსაზღვრეთ სხეულის იმპულსის მოდული ძალის მოქმედების დაწყებიდან 3 წმ-ის შემდეგ., კატეგორია: 2021 წლის ტესტი
4 კგ x მ/წმ
5 კგ x მ/წმ
6 კგ x მ/წმ
8 კგ x მ/წმ
12 კგ x მ/წმ
# 2530 სამი დადებითად დამუხტული წერტილოვანი მუხტი მოთავსებულია ერთ წრფეზე (იხ. ნახ.). რისი ტოლი უნდა იყოს y/x მანძილების შეფარდება, რომ შუა მუხტზე მოქმედი ჯამური ელექტრული ძალა ნულის ტოლი იყოს?
სამი დადებითად დამუხტული წერტილოვანი მუხტი მოთავსებულია ერთ წრფეზე (იხ. ნახ.). რისი ტოლი უნდა იყოს y/x მანძილების შეფარდება, რომ შუა მუხტზე მოქმედი ჯამური ელექტრული ძალა ნულის ტოლი იყოს?, კატეგორია: 2021 წლის ტესტი
4/9
2/3
√2⁄3
√3⁄2
9/4
# 2531 ნახატზე გამოსახული ორი q მუხტი A წერტილში ქმნის φ პოტენციალს. განსაზღვრეთ φ1 პოტენციალი A წერტილში, თუ მუხტებს გადავიტანთ შუა B წერტილში. პოტენციალი ნულის ტოლად ითვლება უსასრულობაში.
ნახატზე გამოსახული ორი q მუხტი A წერტილში ქმნის φ პოტენციალს. განსაზღვრეთ φ1 პოტენციალი A წერტილში, თუ მუხტებს გადავიტანთ შუა B წერტილში. პოტენციალი ნულის ტოლად ითვლება უსასრულობაში., კატეგორია: 2021 წლის ტესტი
φ1=(√3/3)φ
φ1= (2√3/3)φ
φ1= (3/2)φ
φ1= √3φ
φ1= 2φ
# 2532 თუ რხევითი კონტურის კონდენსატორის ტევადობას და ასევე კოჭას ინდუქციურობას გავზრდით 2-ჯერ, მაშინ რხევითი კონტურის საკუთარი რხევის სიხშირე:
ოთხჯერ შემცირდება;
ორჯერ შემცირდება;
არ შეიცვლება;
ორჯერ გაიზრდება;
ოთხჯერ გაიზრდება.
# 2533 2 კგ მასის უძრავმა სხეულმა მუდმივი ძალის მოქმედებით დაიწყო თანაბარაჩქარებულად მოძრაობა და 2 წმ-ში გაიარა 6 მ. განსაზღვრეთ სხეულზე მოქმედი ძალის მოდული.
6 ნ
8 ნ
12 ნ
18 ნ
24 ნ
# 2534 2 კგ მასის უძრავმა სხეულმა მუდმივი ძალის მოქმედებით დაიწყო თანაბარაჩქარებულად მოძრაობა და 2 წმ-ში გაიარა 6 მ. განსაზღვრეთ სხეულის იმპულსის მოდული იმ მომენტში, როდესაც მოძრაობის დაწყებიდან გასულია 3 წმ.
3 კგ∙მ/წმ
6 კგ∙მ/წმ
12 კგ∙მ/წმ
18 კგ∙მ/წმ
24 კგ∙მ/წმ
# 2535 2 კგ მასის უძრავმა სხეულმა მუდმივი ძალის მოქმედებით დაიწყო თანაბარაჩქარებულად მოძრაობა და 2 წმ-ში გაიარა 6 მ. განსაზღვრეთ სხეულის კინეტიკური ენერგია იმ მომენტში, როდესაც მოძრაობის დაწყებიდან გასულია 2 წმ.
9 ჯ
12 ჯ
18 ჯ
24 ჯ
36 ჯ
# 2536 ვერტიკალურ მუხლებიანი ზიარჭურჭლის ერთი მუხლის დიამეტრი 1 მმ-ია, მეორის კი 2 მმ. ზიარჭურჭელში ასხია წყალი. უფრო წვრილი მუხლი გადახარეს გარკვეული კუთხით. ამ მუხლში წყლის სიგრძე L-ით გაიზარდა. რამდენით შემცირდა წყლის სიგრძე მეორე მუხლში?
L/4
L/2
3L/4
L
4L/3
# 2537 ნახატზე გამოსახული სისტემა წონასწორობაშია. განსაზღვრეთ mx , თუ m მოცემული სიდიდეა (ხახუნი, ჭოჭონაქების ზომები და მასა უგულებელყავით).
ნახატზე გამოსახული სისტემა წონასწორობაშია. განსაზღვრეთ mx , თუ m მოცემული სიდიდეა (ხახუნი, ჭოჭონაქების ზომები და მასა უგულებელყავით)., კატეგორია: 2021 წლის ტესტი
m/2
m√3/3
2m/3
m√3/2
m
# 2538 წყლის ზედაპირზე გავრცელებული ტალღის ორ უახლოეს ბურცობს შორის მანძილი 3 მ-ია, ტალღის სიჩქარე კი 2 მ/წმ. რამდენ რხევას შეასრულებს ტივტივა 1 წუთში?
20
30
40
60
80
# 2539 q, q და 2q წერტილოვანი მუხტები დამაგრებულია ერთ წრფეზე ერთმანეთის მიყოლებით ტოლ მანძილებზე (იხ. ნახ.). 2q მუხტზე მოქმედი ელექტრული ძალის მოდული 20 ნ-ია. რისი ტოლია შუა მუხტზე მოქმედი ელექტრული ძალის მოდული?
q, q და 2q წერტილოვანი მუხტები დამაგრებულია ერთ წრფეზე ერთმანეთის მიყოლებით ტოლ მანძილებზე (იხ. ნახ.). 2q მუხტზე მოქმედი ელექტრული ძალის მოდული 20 ნ-ია. რისი ტოლია შუა მუხტზე მოქმედი ელექტრული ძალის მოდული?, კატეგორია: 2021 წლის ტესტი
5 ნ
8 ნ
10 ნ
12 ნ
15 ნ
# 2540 ავტომობილზე მოქმედი ჰაერის წინააღმდეგობის ძალა ავტომობილის სიჩქარის პირდაპირპროპორციულია. რამდენჯერ უნდა გავზარდოთ ავტომობილის ძრავის სიმძლავრე, რომ ავტომობილის თანაბარი მოძრაობის სიჩქარე 3-ჯერ გაიზარდოს?
√3-ჯერ
3-ჯერ
3√3-ჯერ
9-ჯერ
27-ჯერ
გვერდი 3 / 4