ფიზიკაგასული წლების ტესტები2021 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)
სულ კითხვა: 66
უფასო: 66
ფასიანი: 0
# 2501
1 კგ მასის უძრავმა სხეულმა მუდმივი ძალის მოქმედებით დაიწყო თანაბარაჩქარებულად მოძრაობა და 2 წმ-ში გაიარა 4 მ. განსაზღვრეთ ამ დროში სხეულის შეძენილი იმპულსის მოდული.
# 2502
1 კგ მასის უძრავმა სხეულმა მუდმივი ძალის მოქმედებით დაიწყო თანაბარაჩქარებულად მოძრაობა და 2 წმ-ში გაიარა 4 მ. განსაზღვრეთ ამ დროში სხეულის შეძენილი კინეტიკური ენერგია.
# 2503
დიაგრამაზე ნაჩვენებია სამი რეზისტორის წინაღობები და მათზე მოდებული ძაბვები. დაალაგეთ რეზისტორები მათში გამავალი დენების ზრდადობის მიხედვით (უმცირესიდან უდიდესისაკენ).
# 2504
გლუვ დახრილ სიბრტყეზე, რომლის ფუძე 0,4 მ-ია, მოსრიალებს ძელაკი 0,6g აჩქარებით (იხ. ნახ.). განსაზღვრეთ დახრილი სიბრტყის სიმაღლე h. g თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა.
# 2505
ზამბარაზე დაკიდებული სხეულის რხევების სიხშირე გაორმაგდება, თუ:
# 2506
p სიმკვრივის მქონე სხეული ტივტივებს სითხეში ისე, რომ სითხეში ჩაძირულია მისი მოცულობის ორი მესამედი ნაწილი. რისი ტოლია სითხის სიმკვრივე?
# 2507
ზიარჭურჭელში ასხია წყალი და ზეთი (იხ. ნახ.). pზეთის =0,8pწყლის.ზეთის სვეტის სიმაღლე 6 სმ-ია. განსაზღვრეთ მუხლებში სითხეების დონეთა შორის h სხვაობა.
# 2508
დენის წყაროს მიუერთეს R წინაღობის რეზისტორი. დენის წყაროს მომჭერებზე ძაბვა აღმოჩნდა ემ ძალის 80%. განსაზღვრეთ დენის წყაროს შიგა წინაღობა.
# 2509
რა სიმაღლის უნდა იყოს ჩანჩქერი, რომ წყლის ტემპერატურა ვარდნის შემდეგ 0,05°C -ით გაიზარდოს? წყლის კუთრი სითბოტევადობაა 4200 ჯ/კგ.°C . თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა 10 მ/წმ2 .
# 2510
როდისაა გამბნევ ლინზაში საგნის გამოსახულება წარმოსახვითი და შემცირებული?
# 2511
F ფოკუსური მანძილის მქონე ლინზა ეკრანზე ქმნის საგნის 2-ჯერ შემცირებულ გამოსახულებას. იპოვეთ მანძილი საგანსა და ეკრანს შორის.
# 2512
ნახატზე გამოსახული სისტემა წონასწორობაშია. რისი ტოლია mx მასა?
# 2513
ხუთი ერთი და იმავე მასის, ერთი და იმავე ρ სიმკვრივის ტვირთიდან ოთხი ჩაძირულია ρ0 სიმკვრივის სითხეში, ერთი კი დაკიდებულია უძრავი ჭოჭონაქის მეორე მხარეს (იხ. ნახ.). ქვედა ტვირთი არ ეხება ფსკერს. განსაზღვრეთ, ρ/ρ0 ფარდობის რა მნიშვნელობისათვის არის სისტემა წონასწორობაში ამ მდგომარეობაში.
# 2514
განსაზღვრეთ, მოცემული გრაფიკებიდან რომელი შეესაბამება ერთგვაროვან მაგნიტურ ველში წრეწირზე მოძრავი დამუხტული ნაწილაკის ბრუნვის პერიოდის დამოკიდებულებას სიჩქარის მოდულზე.
# 2515
რხევით კონტურში კონდენსატორი შეცვალეს 8-ჯერ დიდი ტევადობის კონდენსატორით, ხოლო კოჭა შეცვალეს 2-ჯერ დიდი ინდუქციურობის კოჭით. რამდენჯერ და როგორ შეიცვალა კონტურში ელექტრომაგნიტური რხევის პერიოდი?
# 2516
ვექტორული ფიზიკური სიდიდეა:
# 2517
სითხეში მოტივტივე p სიმკვრივის და m მასის სხეულზე მოქმედი ამომგდები ძალის მოდულია F. რისი ტოლი იქნება იმავე სითხეში მოტივტივე p/2 სიმკვრივისა და 3m მასის სხეულზე მოქმედი ამომგდები ძალის მოდული?
# 2518
დედამიწის გარშემო თანამგზავრი ბრუნავს R რადიუსიან წრეწირზე. თანამგზავრზე მოქმედი მიზიდულობის ძალაა F. განსაზღვრეთ თანამგზავრის კინეტიკური ენერგია.
# 2519
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ სხეულის აჩქარების მოდული.
# 2520
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ სხეულის მიერ გავლილი მანძილი დროის (0 წმ, 2 წმ) შუალედში.