ფიზიკა>გასული წლების ტესტები>2021 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 66
უფასო: 66
ფასიანი: 0
გვერდი 1 / 4
# 2481 ვექტორული ფიზიკური სიდიდეა:
ენერგია
ძაბვა
დენის ძალა
მუხტი
დაძაბულობა
# 2482 m მასის თანამგზავრი მოძრაობს R რადიუსის წრეწირზე M მასის დედამიწის გარშემო. რა მუშაობას ასრულებს თანამგზავრზე მოქმედი ძალა 900-ით მობრუნებისას? მსოფლიო მიზიდულობის მუდმივაა G.
0
GMm/4R
GMm/2R
GMm/R
4GMm/R
# 2483 m0 მასისა და V0 მოცულობის სითხეში ცალ-ცალკე ჩაძირეს ხუთი სხეული, რომელთა მასები და მოცულობები ნაჩვენებია დიაგრამაზე. რომელი სხეულები დარჩა ჩაძირული სითხეში მათი გათავისუფლების შემდეგ?
m0 მასისა და V0 მოცულობის სითხეში ცალ-ცალკე ჩაძირეს ხუთი სხეული, რომელთა მასები და მოცულობები ნაჩვენებია დიაგრამაზე. რომელი სხეულები დარჩა ჩაძირული სითხეში მათი გათავისუფლების შემდეგ?, კატეგორია: 2021 წლის ტესტი
1, 2 და 3
4 და 5
1 და 4
3 და 5
2, 3 და 5
# 2484 რამდენჯერ და როგორ შეიცვლება მათემატიკური ქანქარას მცირე რხევების პერიოდი, თუ ძაფზე დაკიდებული სხეულის მასას 4-ჯერ გავზრდით?
არ შეიცვლება;
4-ჯერ შემცირდება;
2-ჯერ შემცირდება;
2-ჯერ გაიზრდება;
4-ჯერ გაიზრდება
# 2485 გამბნევ ლინზაზე დაცემული სხივია 1. რომელი გამოსახავს სხივს ლინზაში გავლის შემდეგ?
გამბნევ ლინზაზე დაცემული სხივია 1. რომელი გამოსახავს სხივს ლინზაში გავლის შემდეგ?, კატეგორია: 2021 წლის ტესტი
2
3
4
5
6
# 2486 ოთხი ერთნაირი ბურთულა გაისროლეს ერთი და იმავე სიმაღლიდან სხვადასხვა მიმართულებით მოდულით ტოლი სიჩქარეებით (იხ. ნახ.). რომელ ბურთულას ექნება ყველაზე მეტი კინეტიკური ენერგია ჰორიზონტალურ ზედაპირზე დაცემისას? ჰაერის წინააღმდეგობის ძალა არ გაითვალისწინოთ.
ოთხი ერთნაირი ბურთულა გაისროლეს ერთი და იმავე სიმაღლიდან სხვადასხვა მიმართულებით მოდულით ტოლი სიჩქარეებით (იხ. ნახ.). რომელ ბურთულას ექნება ყველაზე მეტი კინეტიკური ენერგია ჰორიზონტალურ ზედაპირზე დაცემისას? ჰაერის წინააღმდეგობის ძალა არ გაითვალისწინოთ., კატეგორია: 2021 წლის ტესტი
1
2
3
4
ოთხივეს ტოლი ექნება
# 2487 სხეულზე მოქმედებს მხოლოდ სამი ძალა: F1=3 ნ, F2=4 ნ, F3=5 ნ. განსაზღვრეთ კუთხე F1 და F2 ძალებს შორის, თუ სხეული წონასწორობაშია.
300
450
600
900
1200
# 2488 ჰორიზონტალურ გლუვ ზედაპირზე დევს ორი სხეული, ისე როგორც ნახატზეა ნაჩვენები. პირველი სხეულის მასა 2-ჯერ მეტია მეორის მასაზე. პირველ სხეულზე მოქმედება დაიწყო ჰორიზონტალურად მიმართულმა ძალამ, რომლის მოდულია F. განსაზღვრეთ, რა ძალით მოქმედებს მეორე სხეული პირველზე.
ჰორიზონტალურ გლუვ ზედაპირზე დევს ორი სხეული, ისე როგორც ნახატზეა ნაჩვენები. პირველი სხეულის მასა 2-ჯერ მეტია მეორის მასაზე. პირველ სხეულზე მოქმედება დაიწყო ჰორიზონტალურად მიმართულმა ძალამ, რომლის მოდულია F. განსაზღვრეთ, რა ძალით მოქმედებს მეორე სხეული პირველზე., კატეგორია: 2021 წლის ტესტი
0
F/4
F/3
F/2
2F/3
# 2489 ორი დამუხტული ერთი ზომის ლითონის ბურთულას შეხებისას პირველი ბურთულას q მუხტი 3-ჯერ შემცირდა და გახდა q/3. რისი ტოლი იყო მეორე ბურთულას თავდაპირველი მუხტი?
– 2q/3
– q/3
– q/6
q/3
2q/3
# 2490 მოდულით ტოლი და საწინააღმდეგო ნიშნის მუხტების მქონე წერტილოვანი მუხტები ერთმანეთს მიიზიდავს F ძალით. რა გახდება ამ სხეულების ურთიერთქმედების ძალა, თუ ერთ-ერთი მათგანის მუხტის მესამედს გადავცემთ მეორეს? სხეულების მდებარეობას არ ვცვლით.
F/9
F/3
4F/9
2F/3
8F/9
# 2491 გვაქვს ხუთი წერტილოვანი მუხტი. ცნობილია, რომ მუხტი 1 და მუხტი 2 მიიზიდავს ერთმანეთს, მუხტი 2 და მუხტი 3 განიზიდავს ერთმანეთს, მუხტი 3 და მუხტი 4 მიიზიდავს ერთმანეთს, მუხტი 4 და მუხტი 5 განიზიდავს ერთმანეთს. ჩამოთვლილთაგან რომელია ჭეშმარიტი?
მუხტი 1 და მუხტი 4 მიიზიდავს ერთმანეთს;
მუხტი 2 და მუხტი 3 მიიზიდავს ერთმანეთს;
მუხტი1 და მუხტი 3 განიზიდავს ერთმანეთს;
მუხტი 2 და მუხტი 5 განიზიდავს ერთმანეთს;
მუხტი 2 და მუხტი 4 მიიზიდავს ერთმანეთს.
# 2492 ნახატზე გამოსახული სისტემა წონასწორობაშია. განსაზღვრეთ ძელის და მასზე მიმაგრებული ჭოჭონაქების საერთო მასა, თუ ტვირთის მასა m-ის ტოლია. თოკის მასა და ჭოჭონაქების ხახუნი ღერძებთან უგულებელყავით.
ნახატზე გამოსახული სისტემა წონასწორობაშია. განსაზღვრეთ ძელის და მასზე მიმაგრებული ჭოჭონაქების საერთო მასა, თუ ტვირთის მასა m-ის ტოლია. თოკის მასა და ჭოჭონაქების ხახუნი ღერძებთან უგულებელყავით., კატეგორია: 2021 წლის ტესტი
2m
2,5m
3m
4m
5m
# 2493 ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ აჩქარების გეგმილი დროის 6 წმ მომენტში.
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ აჩქარების გეგმილი დროის 6 წმ მომენტში., კატეგორია: 2021 წლის ტესტი
(-3) მ/წმ2
(-2) მ/წმ2
(-1) მ/წმ2
0
1 მ/წმ2
# 2494 ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ გავლილი მანძილი დროის (0 წმ, 8 წმ) შუალედში.
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ გავლილი მანძილი დროის (0 წმ, 8 წმ) შუალედში., კატეგორია: 2021 წლის ტესტი
8 მ
10 მ
16 მ
22 მ
44 მ
# 2495 ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ გადაადგილების გეგმილი დროის (0 წმ, 8 წმ) შუალედში.
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ გადაადგილების გეგმილი დროის (0 წმ, 8 წმ) შუალედში., კატეგორია: 2021 წლის ტესტი
-8 მ
8 მ
12 მ
16 მ
22 მ
# 2496 ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. t= 8 წმ მომენტში სხეულმა მიაღწია გარკვეულ A წერტილს. დროის კიდევ რომელ მომენტში (მომენტებში) იმყოფებოდა სხეული A წერტილში?
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. t= 8 წმ მომენტში სხეულმა მიაღწია გარკვეულ A წერტილს. დროის კიდევ რომელ მომენტში (მომენტებში) იმყოფებოდა სხეული A წერტილში?, კატეგორია: 2021 წლის ტესტი
მხოლოდ 0 წმ მომენტში;
მხოლოდ 2 წმ მომენტში;
მხოლოდ 4 წმ მომენტში;
0 წმ და 2 წმ მომენტებში;
0 წმ და 4 წმ მომენტებში.
# 2497 ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მერხევი სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისი ტოლია სხეულის მიერ (0 წმ, 5 წმ) დროის შუალედში გავლილი მანძილი?
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მერხევი სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისი ტოლია სხეულის მიერ (0 წმ, 5 წმ) დროის შუალედში გავლილი მანძილი?, კატეგორია: 2021 წლის ტესტი
5 მ
10 მ
12,5 მ
20 მ
25 მ
# 2498 მათემატიკური ქანქარა ასრულებს თავისუფალ რხევას. ნახატზე გამოსახულ მომენტში სხეულის სიჩქარეს გამოსახავს ისარი 2. ამ მომენტში სხეულის აჩქარების მიმართულებას შეიძლება გამოსახავდეს ისარი:
მათემატიკური ქანქარა ასრულებს თავისუფალ რხევას. ნახატზე გამოსახულ მომენტში სხეულის სიჩქარეს გამოსახავს ისარი 2. ამ მომენტში სხეულის აჩქარების მიმართულებას შეიძლება გამოსახავდეს ისარი:, კატეგორია: 2021 წლის ტესტი
1
2
3
4
5
# 2499 სხეული სრიალებს გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე ორ კედელს შორის. კედელთან ყოველი დაჯახებისას სხეული კარგავს კინეტიკური ენერგიის ნახევარს. რამდენი დაჯახების შემდეგ შემცირდება სხეულის სიჩქარე 8-ჯერ?
3
6
8
16
64
# 2500 გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე v სიჩქარით მოსრიალე 4m მასის შაიბა აბსოლუტურად არადრეკადად დაეჯახა საწინააღმდეგო მიმართულებით 2v სიჩქარით მოსრიალე m მასის შაიბას. ერთმანეთთან მიკრულმა შაიბებმა ერთად გააგრძელეს მოძრაობა. რისი ტოლია შაიბების სიჩქარე დაჯახების შემდეგ?
2v/5
v/2
3v/5
4v/5
6v/5
გვერდი 1 / 4