ფიზიკაგასული წლების ტესტები2020 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)
სულ კითხვა: 40
უფასო: 40
ფასიანი: 0
# 2547
სკალარული ფიზიკური სიდიდეა:
# 2548
m მასის სხეული მოძრაობს წრეწირზე მოდულით მუდმივი v სიჩქარით. რა მუშაობას ასრულებს სხეულზე მოქმედი ცენტრისკენული ძალა პერიოდის მეოთხედში?
# 2549
ჭურჭელში მყოფი აირის სიმკვრივეა p. აირი ორჯერ შეკუმშეს, ხოლო აბსოლუტური ტემპერატურა ორჯერ გაზარდეს. აირის სიმკვრივე გახდა:
# 2550
მათემატიკური ქანქარას მცირე რხევების პერიოდი გაორმაგდება, თუ:
# 2551
p სიმკვრივის სითხეში მოტივტივე სხეულზე მოქმედი ამომგდები ძალის მოდულია F. რისი ტოლი იქნება ამ სხეულზე მოქმედი ამომგდები ძალის მოდული, თუ ის იტივტივებს 2p სიმკვრივის სითხეში?
# 2552
ნახატზე გამოსახულია ნივთიერების ტემპერატურის დამოკიდებულება მიღებულ სითბოს რაოდენობაზე. ნივთიერების მასა 0,05 კგ-ია. თავდაპირველად ნივთიერება თხევად მდგომარეობაშია. რისი ტოლია ამ ნივთიერების ორთქლადქცევის კუთრი სითბო?
# 2553
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ სხეულის აჩქარების მოდული
# 2554
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ სხეულის მიერ გავლილი მანძილი დროის (0 წმ, 2 წმ) შუალედში.
# 2555
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. საწყისი წერტილიდან რა მანძილზე გაჩერდება სხეული, თუ ის აგრძელებს მოძრაობას იმავე აჩქარებით?
# 2556
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მერხევი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისი ტოლია რხევის სიხშირე?
# 2557
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მერხევი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. რა სიხშირით იცვლება მისი კინეტიკური ენერგია?
# 2558
დიაგრამის ხუთი წერტილი გამოხატავს ხუთ სხვადასხვა რეზისტორზე მოდებულ ძაბვებს და მათში გამავალ დენის ძალებს. რომელი რეზისტორის წინაღობაა უდიდესი?
# 2559
რა სიმაღლიდან უნდა ჩამოვაგდოთ კენჭი უსაწყისო სიჩქარით, რომ ის დაეცეს დედამიწის ზედაპირს 3 წმ-ის შემდეგ? ჩათვალეთ, რომ თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა 10 მ/წმ2 . ჰაერის წინააღმდეგობას ნუ გაითვალისწინებთ.
# 2560
გლუვ დახრილ სიბრტყეზე უსაწყისო სიჩქარით ჩამოსრიალებული ძელაკის სიჩქარემ სიბრტყის ფუძესთან მიაღწია 4 მ/წმ-ს (იხ. ნახ.). განსაზღვრეთ დახრილი სიბრტყის სიმაღლე h. თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა 10 მ/წმ2 . ჰაერის წინააღმდეგობას ნუ გაითვალისწინებთ.
# 2561
ნახატზე მოცემულია გამტარში გამავალი დენის ძალის ძაბვაზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისი ტოლია გამტარზე გამოყოფილი სიმძლავრე 6 ვ ძაბვის დროს?
# 2562
ნახატზე მოცემულია გამტარში გამავალი დენის ძალის ძაბვაზე დამოკიდებულების გრაფიკი. რა დროში გაივლის გამტარში 40 კ-ის ტოლი მუხტი, თუ ძაბვა გამტარის მომჭერებზე 10 ვ -ის ტოლია?
# 2563
წყალქვეშა ნავი ზღვის ზედაპირიდან ჩაეშვა ვერტიკალურად ქვევით 2/3 კმ სიღრმეზე. ამ სიღრმეზე მან გაცურა 1 კმ აღმოსავლეთით, შემდეგ იცვალა გეზი და გაცურა სამხრეთის მიმართულებით იმავე სიღრმეზე. განსაზღვრეთ ნავის გადაადგილების მოდული ჩაშვების დაწყებიდან იმ მომენტამდე, როდესაც მას 2 კმ ჰქონდა გავლილი სამხრეთის მიმართულებით.
# 2564
R რადიუსის მქონე ლითონის დამუხტული ბურთულას ველის დაძაბულობის მოდული ბურთულას ცენტრიდან 2R მანძილზე არის E. რისი ტოლია ველის დაძაბულობა ბურთულას ცენტრიდან R/2 მანძილზე?
# 2565
ზიარჭურჭელში ასხია წყალი და ზეთი (იხ. ნახ.). pზეთის =0,8pწყლის.ზეთის სვეტის სიმაღლე 6 სმ-ია. განსაზღვრეთ მუხლებში წყლის დონეთა შორის h სხვაობა.
# 2566
ტოლი განივკვეთის მუხლებიან ზიარჭურჭელში ასხია წყალი. თითოეულ მუხლში წყლის სვეტის სიმაღლეა h. ერთ-ერთი მუხლი გადახარეს ვერტიკალიდან 600 -ით. რისი ტოლი გახდა წყლის სვეტის სიმაღლე ვერტიკალურად დარჩენილ მუხლში? წყალი ზიარჭურჭლიდან არ გადმოღვრილა.