ფიზიკა>გასული წლების ტესტები>2019 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 41
უფასო: 41
ფასიანი: 0
გვერდი 2 / 3
# 2607 განსაზღვრეთ იდეალური აირის მიერ a-b პროცესში შესრულებული მუშაობა (იხ. ნახ.).
განსაზღვრეთ იდეალური აირის მიერ a-b პროცესში შესრულებული მუშაობა (იხ. ნახ.)., კატეგორია: 2019 წლის ტესტი
- 12კჯ
- 6 კჯ
- 3 კჯ
3 კჯ
6 კჯ
# 2608 თავდაპირველად უძრავ სხეულზე 3 წამის განმავლობაში მოქმედებდა 2 ნ-ის ტოლი მუდმივი ძალა. შედეგად სხეულმა შეიძინა 2 ჯ კინეტიკური ენერგია. განსაზღვრეთ სხეულის მასა.
1 კგ
2 კგ
3 კგ
6 კგ
9 კგ
# 2609 ჩანჩქერის სიმაღლე 21 მ-ია. ჩათვალეთ, რომ ვარდნილი წყლის ენერგია სრულად გადადის სითბურში და განსაზღვრეთ წყლის ტემპერატურათა სხვაობა ვარდნამდე და ვარდნის შემდეგ. წყლის კუთრი სითბოტევადობაა 4200 ჯ/კგ0C. თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა 10 მ/წმ2.
0,002 0C
0,0050C
0,020C
0,050C
0,20C
# 2610 სხეულს შეუძლია უხახუნოდ მოძრაობა ჰორიზონტალურ სიბრტყეში R რადიუსიან წრეწირზე. გარკვეულმა ძალამ შეასრულა A მუშაობა სხეულის ასამოძრავებლად და სხეულმა გააგრძელა ბრუნვა მუდმივი სიჩქარით. განსაზღვრეთ სხეულზე მოქმედი ცენტრისკენული ძალა.
A/4R
A/2R
A/R
2A/R
4A/R
# 2611 სხეულის ჩამოსრიალების დრო გლუვ α კუთხით დახრილ სიბრტყეზე უდრის T-ს. რა დრო დასჭირდება სხეულის იმავე სიმაღლიდან ვერტიკალურ ვარდნას (იხ. ნახ.)?
სხეულის ჩამოსრიალების დრო გლუვ α კუთხით დახრილ სიბრტყეზე უდრის T-ს. რა დრო დასჭირდება სხეულის იმავე სიმაღლიდან ვერტიკალურ ვარდნას (იხ. ნახ.)?, კატეგორია: 2019 წლის ტესტი
T sin α
T sin2 α
T (sin α)1/2
T sin α x cos α
T tg α
# 2612 3v და 4v სიჩქარეებით ურთიერთმართობულ წრფეებზე მოძრავი ორი ტოლი მასის სხეული შეეჯახა და შეეწება ერთმანეთს. განსაზღვრეთ შეწებებული სხეულების სიჩქარე.
2v
2,5v
√12v
3,5v
3,6v
# 2613 v1 და v2 სიჩქარეებით ურთიერთმართობულ წრფეებზე მოძრავი ორი ტოლი მასის სხეული შეეჯახა, შეეწება ერთმანეთს და ერთად გააგრძელა მოძრაობა. განსაზღვრეთ, საწყისი კინეტიკური ენერგიის რა ნაწილი გარდაიქმნა სითბოდ.
1/4
1/3
1/2
2/3
3/4
# 2614 450-ით დახრილ არაგლუვ სიბრტყეზე ძელაკი ჩამოსრიალდა T დროში. სიბრტყე გლუვი რომ ყოფილიყო, ის იმავე ადგილიდან ჩამოსრიალდებოდა T/2 დროში. განსაზღვრეთ ხახუნის კოეფიციენტი ძელაკისა და სიბრტყის ზედაპირებს შორის. ორივე შემთხვევაში საწყისი სიჩქარე ნულის ტოლია.
1/4
1/3
1/2
2/3
3/4
# 2615 რა სიმძლავრეს ავითარებს 4 ტ მასის სატვირთო მანქანის ძრავა, თუ მანქანა ადის 300- ით დახრილ აღმართზე 8 მ/წმ სიჩქარით? ჰაერის წინააღმდეგობა, არაწამყვან ბორბლებზე მოქმედი ხახუნის ძალა და დანაკარგები ძრავაში უგულებელყავით. თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა 10 მ/წმ2.
80 კვტ
120 კვტ
160 კვტ
240 კვტ
320 კვტ
# 2616 ნახატზე ნაჩვენები ოთხივე ზამბარა ერთნაირია. რისი ტოლი უნდა იყოს mX მასა, რომ ორივე სისტემის ვერტიკალური რხევის პერიოდები ერთმანეთს დაემთხვეს?
ნახატზე ნაჩვენები ოთხივე ზამბარა ერთნაირია. რისი ტოლი უნდა იყოს mX მასა, რომ ორივე სისტემის ვერტიკალური რხევის პერიოდები ერთმანეთს დაემთხვეს?, კატეგორია: 2019 წლის ტესტი
m/3
2m/3
3m/4
4m/3
3m/2
# 2617 ჰაერიანი ბრტყელი კონდენსატორი შეერთებულია დენის წყაროსთან. კონდენსატორის მუხტია q, ხოლო ფირფიტებს შორის ძაბვაა U. ფირფიტებს შორის მანძილი 3-ჯერ გაზარდეს ისე, რომ კონდენსატორი ჩართული დატოვეს დენის წყაროსთან. რისი ტოლია კონდენსატორის მუხტი და ფირფიტებს შორის ძაბვა ამის შემდეგ?
q/3 და U/3
q/3 და U
q და U/3
q და 3U
3q და U
# 2618 დენის წყაროს მომჭერებს შორის ძაბვა ემ ძალის 75%-ია. რისი ტოლია წრედის გარე წინაღობის შეფარდება წყაროს შიგა წინაღობასთან?
0,25
1,25
2,5
3
5
# 2619 იდეალური აირი გადაიყვანეს 1 მდგომარეობიდან 2-ში ნახატზე გამოსახული პროცესით. ამ დროს აირის შინაგანი ენერგია გაიზარდა 4 კჯ-ით. განსაზღვრეთ, სითბოს რა რაოდენობა მიიღო აირმა.
იდეალური აირი გადაიყვანეს 1 მდგომარეობიდან 2-ში ნახატზე გამოსახული პროცესით. ამ დროს აირის შინაგანი ენერგია გაიზარდა 4 კჯ-ით. განსაზღვრეთ, სითბოს რა რაოდენობა მიიღო აირმა., კატეგორია: 2019 წლის ტესტი
1 კჯ
1,5 კჯ
4 კჯ
5 კჯ
9 კჯ
# 2620 დედამიწის რადიუსია R. დედამიწის ზედაპირთან თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა g. დედამიწის ზედაპირიდან რა სიმაღლეზე გახდება თავისუფალი ვარდნის აჩქარება 0,81 g?
19R/81
R/10
R/9
9R/10
10R/9
# 2621 ძელაკი ბიძგით გააცურეს 3 მ/წმ საწყისი სიჩქარით ჰორიზონტალურ სიბრტყეზე, რის შემდეგაც იგი გაჩერდა 0,4 წმ-ში. განსაზღვრეთ ხახუნის კოეფიციენტი ძელაკისა და სიბრტყის ზედაპირებს შორის. ჩათვალეთ, რომ თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა 10 მ/წმ2.
0,15
0,30
0,45
0,6
0,75
# 2622 სქემაზე ნაჩვენებია ერთმანეთთან პარალელურად ჩართული ტოლი სიგრძეების ერთი და იმავე მასალის ოთხი მავთული, რომლებიც მიერთებულია დენის წყაროსთან. I მავთულის დიამეტრია 1მმ, II და III მავთულების კი 2 მმ. განსაზღვრეთ IV მავთულის დიამეტრი, თუ მასზე გამოიყოფა იგივე სიმძლავრე, რაც I, II და III მავთულებში ერთად.
სქემაზე ნაჩვენებია ერთმანეთთან პარალელურად ჩართული ტოლი სიგრძეების ერთი და იმავე მასალის ოთხი მავთული, რომლებიც მიერთებულია დენის წყაროსთან. I მავთულის დიამეტრია 1მმ, II და III მავთულების კი 2 მმ. განსაზღვრეთ IV მავთულის დიამეტრი, თუ მასზე გამოიყოფა იგივე სიმძლავრე, რაც I, II და III მავთულებში ერთად., კატეგორია: 2019 წლის ტესტი
3 მმ
3,5 მმ
4 მმ
4,5 მმ
5 მმ
# 2623 დიაგრამაზე გამოსახულია ექვს კონდენსატორზე მოდებული ძაბვები და მათზე დაგროვილი მუხტები. რომელი კონდენსატორის ენერგიაა A კონდენსატორის ენერგიის ტოლი?
დიაგრამაზე გამოსახულია ექვს კონდენსატორზე მოდებული ძაბვები და მათზე დაგროვილი მუხტები. რომელი კონდენსატორის ენერგიაა A კონდენსატორის ენერგიის ტოლი?, კატეგორია: 2019 წლის ტესტი
1
2
3
4
5
# 2624 მოცემულ წრედში ამპერმეტრის ჩვენებაა I. რისი ტოლი გახდება ამპერმეტრის ჩვენება ჩამრთველის ჩართვის შემდეგ, თუ წრედის მომჭერებზე ძაბვა მუდმივია?
მოცემულ წრედში ამპერმეტრის ჩვენებაა I. რისი ტოლი გახდება ამპერმეტრის ჩვენება ჩამრთველის ჩართვის შემდეგ, თუ წრედის მომჭერებზე ძაბვა მუდმივია?, კატეგორია: 2019 წლის ტესტი
I/3
I/2
2I/3
3I/2
2I
# 2625 როდესაც ტვირთი უძრავად ჰკიდია L სიგრძის ძაფზე, ძაფის დაჭიმულობის ძალაა T. ძაფი უძლებს მაქსიმუმ 1,4 T -ს. ტვირთი გადახარეს h სიმაღლემდე, გაათავისუფლეს და მან დაიწყო რხევა. რა მაქსიმალურ სიმაღლემდე შეიძლება გადავხაროთ ტვირთი, რომ ძაფი არ გაწყდეს რხევის პროცესში? თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა g.
როდესაც ტვირთი უძრავად ჰკიდია L სიგრძის ძაფზე, ძაფის დაჭიმულობის ძალაა T. ძაფი უძლებს მაქსიმუმ 1,4 T -ს. ტვირთი გადახარეს h სიმაღლემდე, გაათავისუფლეს და მან დაიწყო რხევა. რა მაქსიმალურ სიმაღლემდე შეიძლება გადავხაროთ ტვირთი, რომ ძაფი არ გაწყდეს რხევის პროცესში? თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა g., კატეგორია: 2019 წლის ტესტი
0,1L
0,2L
0,25L
0,4L
0,5L
# 2626 ორი სარკიდან ერთ-ერთი ჰორიზონტალურ სიბრტყეშია, მეორე კი 300-ით დახრილია ჰორიზონტისადმი. ჰორიზონტალური სარკის გაგრძელებაზე, სარკეების გადაკვეთის წრფიდან d მანძილზე, დევს მცირე ზომის სხეული (იხ. ნახ.). სხეულიდან გამოსული სხივები ქვედა სარკეს პირდაპირ არ ხვდება. განსაზღვრეთ მანძილი სარკეებში სხეულის პირველ გამოსახულებებს შორის.
ორი სარკიდან ერთ-ერთი ჰორიზონტალურ სიბრტყეშია, მეორე კი 300-ით დახრილია ჰორიზონტისადმი. ჰორიზონტალური სარკის გაგრძელებაზე, სარკეების გადაკვეთის წრფიდან d მანძილზე, დევს მცირე ზომის სხეული (იხ. ნახ.). სხეულიდან გამოსული სხივები ქვედა სარკეს პირდაპირ არ ხვდება. განსაზღვრეთ მანძილი სარკეებში სხეულის პირველ გამოსახულებებს შორის., კატეგორია: 2019 წლის ტესტი
d
√3/2 d
2d
√3d
4d
გვერდი 2 / 3