ფიზიკაგასული წლების ტესტები2019 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)
სულ კითხვა: 41
უფასო: 41
ფასიანი: 0
# 2587
გამბნევ ლინზაზე დაცემული სხივია 1. რომელი გამოსახავს სხივს ლინზაში გავლის შემდეგ?
# 2588
რომელ წერტილში მიიღება A წერტილის გამოსახულება ლინზაში?
# 2589
ნახატზე გამოსახულია წრფეზე უსაწყისო სიჩქარით თანაბარაჩქარებულად მოძრავი სხეულის გავლილი მანძილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ სხეულის აჩქარების მოდული.
# 2590
ნახატზე გამოსახულია წრფეზე უსაწყისო სიჩქარით თანაბარაჩქარებულად მოძრავი სხეულის გავლილი მანძილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ სხეულის სიჩქარე t = 2 წმ მომენტში.
# 2591
ნახატზე გამოსახულია მერხევი სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისი ტოლია რხევის სიხშირე?
# 2592
ნახატზე გამოსახულია მერხევი სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისი ტოლია რხევის ერთი პერიოდის განმავლობაში სხეულის მიერ გავლილი მანძილი?
# 2593
რა სიჩქარით უნდა ავაგდოთ კენჭი დედამიწის ზედაპირიდან ვერტიკალურად ზევით, რომ ის დაეცეს დედამიწის ზედაპირს 5 წმ-ის შემდეგ? ჩათვალეთ, რომ თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა 10 მ/წმ2. ჰაერის წინააღმდეგობას ნუ გაითვალისწინებთ.
# 2594
დახრილ სიბრტყეზე უსაწყისო სიჩქარით ჩამოსრიალებული ძელაკის სიჩქარემ სიბრტყის ფუძესთან მიაღწია v-ს. რისი ტოლი იყო ძელაკის სიჩქარე ნახევარი გზის გავლის მომენტში?
# 2595
ნახატზე მოცემულია გამტარში გამავალი დენის ძალის ძაბვაზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ გამტარში 1 წუთში გამოყოფილი სითბოს რაოდენობა, როდესაც მასში დენის ძალა 2 ა-ია.
# 2596
ერთნიშნა ტოლი მუხტებით დამუხტული ორი ბურთულა ურთიერთქმედებს F ძალით. რა ძალით იმოქმედებს ისინი ერთმანეთზე, თუ მათ შორის მანძილი არ შეიცვლება და ერთი ბურთულიდან მეორეზე გადავიტანთ მისი მუხტის ნახევარს? ბურთულებს შორის მანძილი ბევრად მეტია მათ ზომებზე.
# 2597
ლითონის R რადიუსიანი სხვა სხეულებისაგან დიდი მანძილით დაშორებული დამუხტული ბურთულას ელექტრული ველის დაძაბულობის მოდული ცენტრიდან 2R მანძილზე არის E. რისი ტოლია ველის დაძაბულობა ბურთულას ცენტრიდან R/2 მანძილზე?
# 2598
იდეალური აირი შეკუმშეს PV დიაგრამაზე ნაჩვენები a მდგომარეობიდან b მდგომარეობამდე. იპოვეთ აბსოლუტური ტემპერატურების Tb / Ta ფარდობა.
# 2599
ერთნაირ ცილინდრულ ჭურჭლებში ასხია წყალი. მათში ჩაუშვეს ძაფზე დაკიდებული ტოლი მოცულობის m და 2m მასის სხეულები (იხ. ნახ.). სხეულები წყლით დაიფარა, მაგრამ ფსკერს არ შეხებია. წყალი ჭურჭლებიდან არ გადმოღვრილა. რომელ ჭურჭელში უფრო მეტად გაიზარდა ფსკერზე წნევა და ფსკერზე დაწოლის ძალა?
# 2600
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ სხეულის აჩქარების გეგმილი დროის (6 წმ, 8 წმ) შუალედში
# 2601
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. იპოვეთ პირველ 6 წმ-ში სხეულის გადაადგილების მოდული.
# 2602
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. იპოვეთ სხეულის მიერ დროის (0 წმ, 8 წმ) შუალედში გავლილი მანძილი.
# 2603
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. დროის (0 წმ, 10 წმ) შუალედის რომელ მომენტშია სხეული მაქსიმალურად დაშორებული საწყის წერტილს?
# 2604
ვერტმფრენი აფრინდა ვერტიკალურად ზევით 4 კმ სიმაღლეზე. მას შემდეგ, რაც მან იფრინა 20 კმ აღმოსავლეთით, იცვალა გეზი და გაფრინდა სამხრეთით. განსაზღვრეთ მანძილი ვერტმფრენსა და აფრენის წერტილს შორის იმ მომენტისთვის, როდესაც მას 5 კმ ჰქონდა გავლილი სამხრეთით.
# 2605
3 კგ მასისა და 22 სმ სიგრძის ერთგვაროვანი ბერკეტის მარცხენა ბოლოზე ჰკიდია 3 კგ მასის ტვირთი. მარცხენა ბოლოდან რა მანძილზე უნდა მოვათავსოთ საყრდენი, რომ ბერკეტი წონასწორობაში იყოს?
# 2606
რა ძალით აწვება 2m მასის საწონი ჰორიზონტალურ ზედაპირს, თუ α =300? თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა g.