ფიზიკაგასული წლების ტესტები2018 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)
სულ კითხვა: 40
უფასო: 40
ფასიანი: 0
# 2648
m = 0,2 კგ მასის თავისუფლად ვარდნილ სხეულზე ერთდროულად დაიწყო მოქმედება ურთიერთმართობულმა 3 ნ და 6 ნ სიდიდის ჰორიზონტალურმა ძალებმა (იხ. ნახ.). განსაზღვრეთ სხეულის აჩქარება ამის შემდეგ. (g=10 მ/წმ2)
# 2649
მაგიდის გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე მდებარე 2m მასის ძელაკი ჭოჭონაქების გავლით გადაბმულია m და 3m მასის ძელაკებზე (იხ. ნახ.). განსაზღვრეთ სისტემის აჩქარება. (g თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა. ხახუნი უგულებელყავით.)
# 2650
მაგიდის გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე მდებარე 2m მასის ძელაკიჭოჭონაქების გავლით გადაბმულია m და 3mმასის ძელაკებზე (იხ. ნახ.). განსაზღვრეთძაფების დაჭიმულობის ძალების შეფარდებაT2 / T1. (ხახუნი უგულებელყავით.)
# 2651
ჩათვალეთ, რომ მარსის რადიუსი დედამიწის რადიუსის ნახევარია, ხოლო მათისიმკვრივეები ტოლია. განსაზღვრეთ თავისუფალი ვარდნის აჩქარება მარსისზედაპირთან. დედამიწის ზედაპირთან თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა g.
# 2652
ამწე 50 კვტ სიმძლავრეს ავითარებს. რა დროში აწევს იგი 15 ტ ტვირთს 30 მ სიმაღლეზე? დანაკარგები უგულებელყავით. (g=10 მ/წმ2)
# 2653
მაგიდის ზედაპირზე დევს m მასის ერთგვაროვანი 3d სიგრძის ღერო, რომელიცგადაცდენილია მაგიდის კიდიდან d მანძილით (იხ. ნახ.). სულ მცირე რა მასისტვირთი უნდა დავკიდოთ ღეროს ბოლოზე, რომ ღერო ჩამოვარდეს მაგიდიდან?
# 2654
როდესაც გარკვეული მასის იდეალური აირი იზოთერმულად 1 ლიტრით შეკუმშეს,მისი წნევა 5-ჯერ გაიზარდა. განსაზღვრეთ აირის საწყისი მოცულობა.
# 2655
განსაზღვრეთ იდეალური აირის მიერ a-b-c-aპროცესში შესრულებული მუშაობა (იხ. ნახ.).
# 2656
როდესაც სხეული უძრავად კიდია ზამბარაზე, მაშინ ზამბარა გაჭიმულია 10 სმ-ით.რისი ტოლი იქნება ამ სისტემის ვერტიკალური რხევის პერიოდი? თავისუფალივარდნის აჩქარება 10 მ/წმ2-ის ტოლად ჩათვალეთ.
# 2657
m მასის ბურთულა 2v სიჩქარით ცენტრალურად ეჯახება თავიდან უძრავ მეორებურთულას, აბსოლუტურად დრეკადი შეჯახების შემდეგაირეკლება მისგან და მოძრაობს საწინააღმდეგომიმართულებით v სიჩქარით (იხ. ნახ.). განსაზღვრეთმეორე ბურთულას მასა.
# 2658
დიაგრამის ხუთი წერტილი გამოხატავს ხუთ სხვადასხვა რეზისტორზე მოდებულძაბვებს და მათში გამავალ დენის ძალებს. რომელი რეზისტორის წინაღობააუდიდესი?
# 2659
დიაგრამის ხუთი წერტილი გამოხატავს ხუთ სხვადასხვა რეზისტორზე მოდებულძაბვებს და მათში გამავალ დენის ძალებს. რომელ რეზისტორზე გამოიყოფაყველაზე დიდი სიმძლავრე?
# 2660
ნახ.1-ზე და ნახ.2 -ზე ნაჩვენები I და II წერტილები მცირე ზომის დამუხტულიბურთულებიდან ტოლი მანძილებითაა დაშორებული. დიაგრამის რომელიწერტილები შეიძლება ასახავდნენ ელექტრული ველის დაძაბულობის E მოდულსდა ველის პოტენციალს I და II წერტილებში? ღერძების გადაკვეთის წერტილინულია ორივე ღერძისათვის.
# 2661
დიაგრამაზე გამოსახულია ერთმანეთისაგან დიდი მანძილით დაშორებული ექვსილითონის ბურთულას რადიუსები და მუხტები. რომელი ბურთულა უნდაშევუერთოთ მავთულით A ბურთულას, რომ შემაერთებელ მავთულში დენმა არგაიაროს?
# 2662
საგანი (ღერო) მოთავსებულია F ფოკუსური მანძილის მქონე შემკრები ლინზის წინისე, როგორც ნახატზეა გამოსახული. განსაზღვრეთ ლინზის გადიდება ამშემთხვევაში.
# 2663
კვადრატის წვეროებში მდებარე ბურთულები v სიჩქარით მოძრაობენ კვადრატისცენტრისკენ და აბსოლუტურად არადრეკადად ეჯახებიან ერთმანეთს. სამიბურთულას მასაა m, ხოლო ერთის - 2m (იხ. ნახ.). საწყისი კინეტიკური ენერგიის რანაწილი გარდაიქმნა შინაგან ენერგიად შეჯახებისშედეგად?
# 2664
დამაგრებულ q და (- 4q) წერტილოვან მუხტებს შორისმანძილია d. მუხტებს შორის, მათ შემაერთებელმონაკვეთზე, q მუხტიდან რა მანძილზე იქნება ველისპოტანციალი 0-ის ტოლი?
# 2665
ერთმანეთისგან d მანძილზე დამაგრებულ ორ წერტილოვან q მუხტს შორისურთიერთქმედების ძალაა F. განსაზღვრეთ, რა მინიმალური მუშაობა უნდაშევასრულოთ, რომ ამ მუხტებიდან დიდი მანძილით დაშორებული წერტილიდანუძრავი q წერტილოვანი მუხტი გადავიტანოთ მუხტების შემაერთებელი მონაკვეთისშუა წერტილში.
# 2666
რხევით კონტურში მაქსიმალური დენის ძალაა I0 , ხოლო მაქსიმალური ძაბვაკონდენსატორზე - U0 . რისი ტოლი იქნება დენის ძალა იმ მომენტში, როდესაცძაბვა კონდენსატორზე 0,8U0 -ია?
# 2667
ორი სხეული ერთდროულად გაისროლეს ერთი დაიმავე ადგილიდან 25 მ/წმ სიჩქარით, ერთივერტიკალურად ზევით, მეორე კი ჰორიზონტისადმი30° კუთხით. განსაზღვრეთ მანძილი სხეულებსშორის გასროლიდან 2 წამის შემდეგ. ჰაერისწინააღმდეგობის ძალა არ გაითვალისწინოთ.