ფიზიკაგასული წლების ტესტები2018 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)
სულ კითხვა: 40
უფასო: 40
ფასიანი: 0
# 2628
წყალში მოტივტივე მყარ სხეულზე მოქმედი ამომგდები ძალა დამოკიდებულია ამსხეულის:
# 2629
m მასისა და c კუთრი სითბოტევადობის სხეულს გადასცეს Q სითბოს რაოდენობადა იგი გათბა 12°-ით. სითბოს რა რაოდენობა უნდა გადავცეთ 3m მასისა და 0,5cკუთრი სითბოტევადობის სხეულს, რომ იგი 8°-ით გათბეს ?
# 2630
გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებულია ფოლადის სამი ერთნაირიგლუვი ცილინდრი (იხ. ნახ.). a ცილინდრს მიანიჭეს 7v სიჩქარე, რის შედეგადაც ისაბსოლუტურად დრეკადად შეეჯახა ჯერ b ცილინდრს, შემდეგ კი c ცილინდრს.შეჯახებების შემდეგ b და c ცილინდრების სიჩქარეებია 2v და 3v შესაბამისად.განსაზღვრეთ a ცილინდრის სიჩქარე შეჯახებების შემდეგ.
# 2631
უმასო ჭოჭონაქზე ძაფით გადაკიდებული სხეულების მასებისშეფარდება 5-ის ტოლია. თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა g. რისიტოლია ამ სხეულების აჩქარება?
# 2632
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზედამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ სხეულის აჩქარების გეგმილი დროის(5 წმ, 9 წმ) შუალედში.
# 2633
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზედამოკიდებულების გრაფიკი. იპოვეთ პირველ 3 წმ-ში სხეულის გადაადგილებისმოდული.
# 2634
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზედამოკიდებულების გრაფიკი. იპოვეთ სხეულის მიერ დროის (1 წმ, 5 წმ) შუალედშიგავლილი მანძილი.
# 2635
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზედამოკიდებულების გრაფიკი. საწყისი მომენტიდან რა დროში იქნებაგადაადგილების მოდული 0-ის ტოლი?
# 2636
2 კგ მასის სხეულის კინეტიკური ენერგია 9 ჯ-ის ტოლია. განსაზღვრეთ სხეულისიმპულსის მოდული.
# 2637
თავდაპირველად უძრავმა სხეულმა გარკვეული ძალის მოქმედებით t დროისგანმავლობაში შეიძინა გარკვეული იმპულსი. რა დროში შეიძენდა იმავე იმპულსსთავდაპირველად უძრავი 2-ჯერ მეტი მასის სხეული სამჯერ ნაკლები ძალისმოქმედებით?
# 2638
მოგზაურმა 2 კმ გაიარა ჩრდილოეთის მიმართულებით, შემდეგ 2 კმ აღმოსავლეთისმიმართულებით და ბოლოს 1 კმ სამხრეთ-აღმოსავლეთით (მერედიანისადმი 45-იანი კუთხით). განსაზღვრეთ მოგზაურის გადაადგილების მოდული.
# 2639
ერთგვაროვანი ძელი სიმეტრიულად დევს ორ A და B საყრდენზე (იხ. ნახ.). Bსაყრდენი გავასრიალეთ მარცხნივ. რადაემართა საყრდენებზე დაწოლის ძალებს?
# 2640
ნახატზე გამოსახულია მერხევი სხეულის კინეტიკური ენერგიის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისი ტოლია რხევის სიხშირე?
# 2641
ნახატზე გამოსახულია 0,4 კგ მასის მერხევისხეულის კინეტიკური ენერგიის დროზედამოკიდებულების გრაფიკი.რისი ტოლია სხეულის მაქსიმალური სიჩქარერხევის პროცესში?
# 2642
გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებული ორი, m და 3m მასების მქონეძელაკი დამაგრებულია ერთმანეთთან ზამბარით.ზამბარა შეკუმშეს d-თი (იხ. ნახ.)და შემდეგ ორივე ძელაკი ერთდროულად გაათავისუფლეს. განსაზღვრეთ m მასისძელაკის რხევის ამპლიტუდა.
# 2643
გარკვეული სიჩქარით მოძრავ სხეულზე მოქმედებას იწყებს მოძრაობის საწინააღმდეგოდ მიმართული მუდმივი ძალა. სხეულის სიჩქარის კვადრატი ამ მომენტიდან გავლილი მანძილის მიხედვით იცვლება შემდეგი კანონით: v2=9- 2S (სიდიდეები გაზომილია საერთაშორისო სისტემის ერთეულებში). რა დროში გაჩერდება სხეული?
# 2644
ნახატზე მოცემულია გამტარში გამავალი დენის ძალის ძაბვაზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ გამტარში გამოყოფილი სიმძლავრე, როდესაც ძაბვა 12 ვ-ის ტოლია.
# 2645
r წინაღობის სპილენძის მავთული, რომლის დიამეტრია d, გადაადნეს და მთელიმიღებული მასალიდან დაამზადეს 16r წინაღობის მავთული. რისი ტოლია ახალიმავთულის დიამეტრი?
# 2646
წერტილოვანი მუხტის ველში a წერტილიდან b წერტილში გადაადგილებისასველის პოტენციალი გაიზარდა 40% -ით. რამდენი პროცენტით გაიზარდა ველისდაძაბულობის მოდული?
# 2647
როდესაც დენის წყაროსთან მიერთებულია R წინაღობის რეზისტორი, დენის ძალაწრედში 5-ჯერ ნაკლებია მოკლე ჩართვის დენზე. განსაზღვრეთ დენის წყაროს შიგაწინაღობა.