ფიზიკა>გასული წლების ტესტები>2017 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 41
უფასო: 41
ფასიანი: 0
გვერდი 2 / 3
# 2688 გრაფიკი გამოსახავს X ღერძზე მოძრავი სხეულის x კოორდინატის დამოკიდებულებას დროზე. რომელ წერტილშია (წერტილებშია) სხეულის კინეტიკური ენერგია მინიმალური?
გრაფიკი გამოსახავს X ღერძზე მოძრავი სხეულის x კოორდინატის დამოკიდებულებას დროზე. რომელ წერტილშია (წერტილებშია) სხეულის კინეტიკური ენერგია მინიმალური?, კატეგორია: 2017 წლის ტესტი
მხოლოდ 1
მხოლოდ 2
მხოლოდ 4
მხოლოდ 3 და 5
მხოლოდ 2 და 4
# 2689 მეტეორიტი უახლოვდება დედამიწას. დედამიწის ზედაპირიდან 3R0 მანძილზე მისი აჩქარებაა a. რისი ტოლი გახდება მეტეორიტის აჩქარება, როდესაც იგი მიუახლოვდება დედამიწის ზედაპირს 2R0 მანძილზე? R0 დედამიწის რადიუსია.
2a/3
4a/3
3a/2
16a/9
9a/4
# 2690 ამწეს 5ტ მასის ტვირთი ააქვს ვერტიკალურად ზევით 0,4 მ/წმ სიჩქარით. რა სიმძლავრეს ავითარებს ამწე? (g=10 მ/წმ2 )
1,25 კვტ
2 კვტ
8 კვტ
12,5 კვტ
20 კვტ
# 2691 მოცემული მასის იდეალური აირის აბსოლუტური ტემპერატურის იზოქორულად ∆T-თი გაზრდისას, მისი წნევა n-ჯერ გაიზარდა. განსაზღვრეთ აირის საწყისი აბსოლუტური ტემპერატურა.
∆T/n
∆T/(n-1)
(n-1)∆T
n∆T
(n+1)∆T
# 2692 განსაზღვრეთ იდეალური აირის მიერ a- b პროცესში შესრულებული მუშაობა (იხ. ნახ.).
განსაზღვრეთ იდეალური აირის მიერ a- b პროცესში შესრულებული მუშაობა (იხ. ნახ.)., კატეგორია: 2017 წლის ტესტი
-12 კჯ
-10 კჯ
10 კჯ
12 კჯ
22 კჯ
# 2693 ნახატზე გამოსახულია სინათლის სხივის სვლა წყლიდან ჰაერში. ნახატის მონაცემების მიხედვით განსაზღვრეთ წყლის გარდატეხის აბსოლუტური მაჩვენებელი. ჰაერის გარდატეხის აბსოლუტური მაჩვენებელი 1-ის ტოლად ჩათვალეთ.
ნახატზე გამოსახულია სინათლის სხივის სვლა წყლიდან ჰაერში. ნახატის მონაცემების მიხედვით განსაზღვრეთ წყლის გარდატეხის აბსოლუტური მაჩვენებელი. ჰაერის გარდატეხის აბსოლუტური მაჩვენებელი 1-ის ტოლად ჩათვალეთ., კატეგორია: 2017 წლის ტესტი
3/4
4/5
5/4
4/3
5/3
# 2694 საგანი დევს F ფოკუსური მანძილის მქონე შემკრები ლინზის მთავარ ოპტიკურ ღერძზე 2F წერტილიდან 3F წერტილამდე, როგორც ნახატზეა გამოსახული. განსაზღვრეთ მისი გამოსახულების სიგრძე.
საგანი დევს F ფოკუსური მანძილის მქონე შემკრები ლინზის მთავარ ოპტიკურ ღერძზე 2F წერტილიდან 3F წერტილამდე, როგორც ნახატზეა გამოსახული. განსაზღვრეთ მისი გამოსახულების სიგრძე., კატეგორია: 2017 წლის ტესტი
F/4
F/2
F
3F/2 ე) 3F
# 2695 ჭოჭონაქზე გადადებული ძაფის ერთ ბოლოზე დაკიდებულია m მასის ძელაკი, ხოლო ძაფის მეორე ბოლო მიბმულია დახრილ სიბრტყესთან მყარად მიმაგრებულ ღეროზე (იხ. ნახ.). ძაფის ნაწილი, რომელიც დახრილი სიბრტყის ზევითაა, მისი პარალელურია. განსაზღვრეთ ჭოჭონაქის ღერძზე დაწოლის ძალა. ჭოჭონაქის მასა და ღერძთან ხახუნი უგულებელყავით.
ჭოჭონაქზე გადადებული ძაფის ერთ ბოლოზე დაკიდებულია m მასის ძელაკი, ხოლო ძაფის მეორე ბოლო მიბმულია დახრილ სიბრტყესთან მყარად მიმაგრებულ ღეროზე (იხ. ნახ.). ძაფის ნაწილი, რომელიც დახრილი სიბრტყის ზევითაა, მისი პარალელურია. განსაზღვრეთ ჭოჭონაქის ღერძზე დაწოლის ძალა. ჭოჭონაქის მასა და ღერძთან ხახუნი უგულებელყავით., კატეგორია: 2017 წლის ტესტი
mg/2
mg
2mg
# 2696 1კგ მასის სხეულზე მოქმედებს სამი ურთიერთმართობული ძალა: 2ნ, 3ნ და 6ნ. განსაზღვრეთ სხეულის აჩქარება.
1კგ მასის სხეულზე მოქმედებს სამი ურთიერთმართობული ძალა: 2ნ, 3ნ და 6ნ. განსაზღვრეთ სხეულის აჩქარება., კატეგორია: 2017 წლის ტესტი
7 მ/წმ2
8 მ/წმ2
9 მ/წმ2
10 მ/წმ2
11 მ/წმ2
# 2697 ნახატზე გამოსახული დახრილი სიბრტყე გლუვია. ჭოჭონაქის მასა და ღერძთან ხახუნი უგულებელყავით და გამოთვალეთ ტვირთების აჩქარება.
ნახატზე გამოსახული დახრილი სიბრტყე გლუვია. ჭოჭონაქის მასა და ღერძთან ხახუნი უგულებელყავით და გამოთვალეთ ტვირთების აჩქარება., კატეგორია: 2017 წლის ტესტი
g/8
g/4
g/2
# 2698 (-q) მუხტით დამუხტული ორი პატარა ბურთულა გადაბმულია არაგამტარი ძაფით. რა წერტილოვანი მუხტი უნდა მოვათავსოთ ძაფზე ბურთულებს შორის, რომ ძაფის დაჭიმულობის ძალა ყველგან განახევრდეს?
(-q) მუხტით დამუხტული ორი პატარა ბურთულა გადაბმულია არაგამტარი ძაფით. რა წერტილოვანი მუხტი უნდა მოვათავსოთ ძაფზე ბურთულებს შორის, რომ ძაფის დაჭიმულობის ძალა ყველგან განახევრდეს?, კატეგორია: 2017 წლის ტესტი
q/8
q/4
q/2
# 2699 დამაგრებულ q და (-4q) წერტილოვან მუხტებს შორის მანძილია d. q მუხტიდან რა მანძილზე იქნება ველის დაძაბულობა 0-ის ტოლი?
დამაგრებულ q და (-4q) წერტილოვან მუხტებს შორის მანძილია d. q მუხტიდან რა მანძილზე იქნება ველის დაძაბულობა 0-ის ტოლი?, კატეგორია: 2017 წლის ტესტი
d/4
d/3
d/2
2d/3
d
# 2700 სქემაზე ნაჩვენები 2C ტევადობის კონდენსატორი დამუხტულია U ძაბვამდე, C ტევადობის კონდენსატორი კი განმუხტულია. რისი ტოლი გახდება ძაბვა C ტევადობის კონდენსატორზე K ჩამრთველის ჩართვის შემდეგ?
სქემაზე ნაჩვენები 2C ტევადობის კონდენსატორი დამუხტულია U ძაბვამდე, C ტევადობის კონდენსატორი კი განმუხტულია. რისი ტოლი გახდება ძაბვა C ტევადობის კონდენსატორზე K ჩამრთველის ჩართვის შემდეგ?, კატეგორია: 2017 წლის ტესტი
U/3
U/2
2U/3
3U/2
2U
# 2701 a გვერდიანი კვადრატის ოთხივე წვეროში დამაგრებულია q წერტილოვანი მუხტი. უახლოესი ორი მუხტის ურთიერთქმედების ძალა იყოს F. იპოვეთ, რა მინიმალური მუშაობა უნდა შევასრულოთ, რომ კვადრატისაგან მის ზომასთან შედარებით დიდი მანძილით დაშორებული წერტილიდან უძრავი q წერტილოვანი მუხტი გადავიტანოთ კვადრატის ცენტრში.
a გვერდიანი კვადრატის ოთხივე წვეროში დამაგრებულია q წერტილოვანი მუხტი. უახლოესი ორი მუხტის ურთიერთქმედების ძალა იყოს F. იპოვეთ, რა მინიმალური მუშაობა უნდა შევასრულოთ, რომ კვადრატისაგან მის ზომასთან შედარებით დიდი მანძილით დაშორებული წერტილიდან უძრავი q წერტილოვანი მუხტი გადავიტანოთ კვადრატის ცენტრში., კატეგორია: 2017 წლის ტესტი
2Fa
4Fa
# 2702 რხევით კონტურში მაქსიმალური დენის ძალაა I0. რისი ტოლი იქნება დენის ძალა იმ მომენტში, როდესაც კონდენსატორის ენერგია კოჭას ენერგიაზე 3-ჯერ მეტი იქნება?
I0/4
I0/3
I0/2
2I0/3
3I0/4
# 2703 32 სმ სიგრძის ერთგვაროვანი ძელაკი მოძრაობს ჰორიზონტალური ზედაპირის გლუვ მარცხენა ნაწილზე (იხ. ნახ.). ზედაპირის მარჯვენა ნაწილთან ძელაკის ხახუნის კოეფიციენტია 0,2. მინიმუმ რა სიჩქარე უნდა ჰქონდეს ძელაკს, რომ მთლიანად გადავიდეს ზედაპირის მარჯვენა ნაწილზე?
32 სმ სიგრძის ერთგვაროვანი ძელაკი მოძრაობს ჰორიზონტალური ზედაპირის გლუვ მარცხენა ნაწილზე (იხ. ნახ.). ზედაპირის მარჯვენა ნაწილთან ძელაკის ხახუნის კოეფიციენტია 0,2. მინიმუმ რა სიჩქარე უნდა ჰქონდეს ძელაკს, რომ მთლიანად გადავიდეს ზედაპირის მარჯვენა ნაწილზე?, კატეგორია: 2017 წლის ტესტი
0,16 მ/წმ
0,2 მ/წმ
0,4 მ/წმ
0,64 მ/წმ
0,8 მ/წმ
# 2704 ჰორიზონტალური ზედაპირიდან კუთხით გასროლილი სხეულის ფრენის მაქსიმალური სიმაღლეა h. განსაზღვრეთ სხეულის ფრენის სიშორე, თუ ფრენის მაქსიმალურ სიმაღლეზე სხეულის კინეტიკური და პოტენციალური ენერგიები ერთმანეთის ტოლია. პოტენციალური ენერგია აითვლება ჰორიზონტალური ზედაპირიდან. ჰაერის წინააღმდეგობა მხედველობაში არ მიიღება.
2h
5h/2
3h
4h
5h
# 2705 ყუმბარა გაისროლეს ჰორიზონტისადმი კუთხით. ფრენის მაქსიმალურ სიმაღლეზე ასვლის მომენტში იგი გასკდა ორ ტოლ ნაწილად, რომელთაგან ერთ-ერთმა დაიწყო უსაწყისო სიჩქარით თავისუფალი ვარდნა. გასროლის წერტილიდან რა მანძილზე დაეცემა მეორე ნატეხი, თუ პირველი დაეცა გასროლის წერტილიდან L მანძილზე? ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით.
2L
2,5L
3L
3,5L
4L
# 2706 ორი ერთნაირი პლასტილინის ბურთულა, რომლებიც ურთიერთმართობულად მოძრაობდა, შეეჯახა ერთმანეთს, რის შემდეგაც შეწებებული ბურთულები ერთად აგრძელებენ მოძრაობას. რისი ტოლია სითბოში გადასული ენერგია, თუ თითოეულის კინეტიკური ენერგია შეჯახებამდე E-ს ტოლი იყო?
ორი ერთნაირი პლასტილინის ბურთულა, რომლებიც ურთიერთმართობულად მოძრაობდა, შეეჯახა ერთმანეთს, რის შემდეგაც შეწებებული ბურთულები ერთად აგრძელებენ მოძრაობას. რისი ტოლია სითბოში გადასული ენერგია, თუ თითოეულის კინეტიკური ენერგია შეჯახებამდე E-ს ტოლი იყო?, კატეგორია: 2017 წლის ტესტი
E/4
E/2
E
# 2707 ორი სხეული ერთდროულად გაისროლეს ერთი და იმავე ადგილიდან, ერთი 4 მ/წმ სიჩქარით ვერტიკალურად ზევით, მეორე კი 3 მ/წმ სიჩქარით ჰორიზონტალური მიმართულებით. განსაზღვრეთ მანძილი სხეულებს შორის 3 წამის შემდეგ. მთელი ამ დროის განმავლობაში სხეულები არაფერს ეჯახებიან. ჰაერის წინააღმდეგობის ძალა არ გაითვალისწინოთ.
ორი სხეული ერთდროულად გაისროლეს ერთი და იმავე ადგილიდან, ერთი 4 მ/წმ სიჩქარით ვერტიკალურად ზევით, მეორე კი 3 მ/წმ სიჩქარით ჰორიზონტალური მიმართულებით. განსაზღვრეთ მანძილი სხეულებს შორის 3 წამის შემდეგ. მთელი ამ დროის განმავლობაში სხეულები არაფერს ეჯახებიან. ჰაერის წინააღმდეგობის ძალა არ გაითვალისწინოთ., კატეგორია: 2017 წლის ტესტი
9 მ
12 მ
15 მ
18 მ
21 მ
გვერდი 2 / 3