ფიზიკა>გასული წლების ტესტები>2017 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 41
უფასო: 41
ფასიანი: 0
გვერდი 1 / 3
# 2668 m მასისა და c კუთრი სითბოტევადობის სხეულს გადასცეს Q სითბოს რაოდენობა და იგი გათბა 120-ით. რამდენი გრადუსით გათბება 3m მასისა და 2c კუთრი სითბოტევადობის სხეული, თუ მას გადაეცემა 2Q სითბოს რაოდენობა?
20-ით
30-ით
40-ით
60-ით
120-ით
# 2669 ნივთიერმა წერტილმა A წერტილიდან 1მ/წმ სიჩქარით დაიწყო თანაბარი მოძრაობა ABC ტოლგვერდა სამკუთხედის გვერდების გასწვრივ (იხ. ნახ.). (წვეროებთან დამუხრუჭების და შემდგომი აჩქარების დრო ძალიან მცირეა და არ ვითვალისწინებთ. ) რამდენჯერ მეტია ნივთიერი წერტილის მიერ 1 წამში გავლილი მანძილი ამავე დროში გადაადგილების მოდულზე, თუ სამკუთხედის გვერდის სიგრძე 20 სმ-ია?
ნივთიერმა წერტილმა A წერტილიდან 1მ/წმ სიჩქარით დაიწყო თანაბარი მოძრაობა ABC ტოლგვერდა სამკუთხედის გვერდების გასწვრივ (იხ. ნახ.). (წვეროებთან დამუხრუჭების და შემდგომი აჩქარების დრო ძალიან მცირეა და არ ვითვალისწინებთ. ) რამდენჯერ მეტია ნივთიერი წერტილის მიერ 1 წამში გავლილი მანძილი ამავე დროში გადაადგილების მოდულზე, თუ სამკუთხედის გვერდის სიგრძე 20 სმ-ია?, კატეგორია: 2017 წლის ტესტი
3
4
5
6
7
# 2670 a და b წრეწირებზე თანაბრად ბრუნავს ნივთიერი წერტილები, რომელთა ბრუნვის პერიოდებია შესაბამისად 6 წმ და 2 წმ (იხ. ნახ.). საწყის მომენტში ისინი ერთ წერტილში იმყოფებიან. განსაზღვრეთ, საწყისი მომენტიდან რა უმცირეს დროში იქნება ნივთიერ წერტილებს შორის მანძილი უდიდესი.
a და b წრეწირებზე თანაბრად ბრუნავს ნივთიერი წერტილები, რომელთა ბრუნვის პერიოდებია შესაბამისად 6 წმ და 2 წმ (იხ. ნახ.). საწყის მომენტში ისინი ერთ წერტილში იმყოფებიან. განსაზღვრეთ, საწყისი მომენტიდან რა უმცირეს დროში იქნება ნივთიერ წერტილებს შორის მანძილი უდიდესი., კატეგორია: 2017 წლის ტესტი
2 წმ
3 წმ
4 წმ
5 წმ
6 წმ
# 2671 ვერტიკალურად ზევით ასროლილი კენჭი აფრინდა 5მ სიმაღლემდე. რა სიჩქარით აუგდიათ კენჭი? (g=10 მ/წმ2 )
0,5 მ/წმ
2 მ/წმ
5 მ/წმ
10 მ/წმ
20 მ/წმ
# 2672 წყალში მთლიანად ჩაძირულ მყარ სხეულზე მოქმედი ამომგდები ძალა დამოკიდებულია ამ სხეულის:
მხოლოდ მოცულობაზე
მოცულობასა და ფორმაზე
მოცულობასა და ჩაძირვის სიღრმეზე
მოცულობასა და მასაზე
მოცულობაზე, ფორმასა და მასაზე
# 2673 ნახატზე მოცემულია გამტარში გამავალი დენის ძალის ძაბვაზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისი ტოლია გამტარის წინაღობა?
ნახატზე მოცემულია გამტარში გამავალი დენის ძალის ძაბვაზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისი ტოლია გამტარის წინაღობა?, კატეგორია: 2017 წლის ტესტი
0,05 ომის
0,5 ომის
2 ომის
5 ომის
20 ომის
# 2674 სამი ერთნაირი რეზისტორი მიერთებულია ისე, როგორც ეს ნახატზეა ნაჩვენები. რისი ტოლია I ამპერმეტრის ჩვენება, თუ II ამპერმეტრის ჩვენებაა 6 ა?
სამი ერთნაირი რეზისტორი მიერთებულია ისე, როგორც ეს ნახატზეა ნაჩვენები. რისი ტოლია I ამპერმეტრის ჩვენება, თუ II ამპერმეტრის ჩვენებაა 6 ა?, კატეგორია: 2017 წლის ტესტი
3 ა
4,5 ა
6 ა
9 ა
12 ა
# 2675 ნახატზე გამოსახულ სქემაში R წინაღობის გამტარში გამოიყოფა P სიმძლავრე. რა სიმძლავრე გამოიყოფა 4R წინაღობის გამტარში?
ნახატზე გამოსახულ სქემაში R წინაღობის გამტარში გამოიყოფა P სიმძლავრე. რა სიმძლავრე გამოიყოფა 4R წინაღობის გამტარში?, კატეგორია: 2017 წლის ტესტი
P/2
P
2P
4P
16P
# 2676 ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ სხეულის აჩქარების გეგმილი დროის (3 წმ, 7 წმ) შუალედში.
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ სხეულის აჩქარების გეგმილი დროის (3 წმ, 7 წმ) შუალედში., კატეგორია: 2017 წლის ტესტი
-2 მ/წმ2
-4/3 მ/წმ2
-8/7 მ/წმ2
-1/2 მ/წმ2
2 მ/წმ2
# 2677 ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. საწყისი მომენტიდან რა დროში იქნება გადაადგილების მოდული 0-ის ტოლი?
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. საწყისი მომენტიდან რა დროში იქნება გადაადგილების მოდული 0-ის ტოლი?, კატეგორია: 2017 წლის ტესტი
2 წმ
3 წმ
6 წმ
7 წმ
9 წმ
# 2678 ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. იპოვეთ პირველ 3 წმ-ში სხეულის გადაადგილების მოდული.
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. იპოვეთ პირველ 3 წმ-ში სხეულის გადაადგილების მოდული., კატეგორია: 2017 წლის ტესტი
4 მ
6 მ
8 მ
12 მ
16 მ
# 2679 ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. იპოვეთ სხეულის მიერ დროის (1 წმ, 7 წმ) შუალედში გავლილი მანძილი.
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. იპოვეთ სხეულის მიერ დროის (1 წმ, 7 წმ) შუალედში გავლილი მანძილი., კატეგორია: 2017 წლის ტესტი
6 მ
8 მ
12 მ
16 მ
24 მ
# 2680 ნახატზე გამოსახულია x ღერძის გასწვრივ მერხევი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისი ტოლია რხევის სიხშირე?
ნახატზე გამოსახულია x ღერძის გასწვრივ მერხევი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისი ტოლია რხევის სიხშირე?, კატეგორია: 2017 წლის ტესტი
1/3 ჰც
1/2 ჰც
1ჰც
2 ჰც
3 ჰც
# 2681 ზამბარაზე მიმაგრებული 0,4kg მასის სხეული ირხევა x ღერძის გასწვრივ . ნახატზე გამოსახულია მისი სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისი ტოლია სისტემის რხევის სრული მექანიკური ენერგია?
ზამბარაზე მიმაგრებული 0,4kg მასის სხეული ირხევა x ღერძის გასწვრივ . ნახატზე გამოსახულია მისი სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისი ტოლია სისტემის რხევის სრული მექანიკური ენერგია?, კატეგორია: 2017 წლის ტესტი
20 მჯ
40 მჯ
50 მჯ
80 მჯ
100 მჯ
# 2682 ზამბარაზე მიმაგრებული სხეული ირხევა x ღერძის გასწვრივ . ნახატზე გამოსახულია მისი სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისი ტოლია რხევის ამპლიტუდა?
ზამბარაზე მიმაგრებული სხეული ირხევა x ღერძის გასწვრივ . ნახატზე გამოსახულია მისი სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისი ტოლია რხევის ამპლიტუდა?, კატეგორია: 2017 წლის ტესტი
25 სმ
50 სმ
100 სმ
# 2683 მაგიდის ზედაპირზე დევს m მასის ერთგვაროვანი ღერო, რომლის ერთ ბოლოში დაკიდებულია km მასის ტვირთი. თუ ღეროს წავანაცვლებთ მაგიდის ბოლოდან x მანძილით, როგორც ნახატზეა ნაჩვენები, ღერო წონასწორობის დარღვევის ზღვარზეა (სულ მცირე დამატებითი წანაცვლებით წონასწორობა ირღვევა). განსაზღვრეთ L /x .
მაგიდის ზედაპირზე დევს m მასის ერთგვაროვანი ღერო, რომლის ერთ ბოლოში დაკიდებულია km მასის ტვირთი. თუ ღეროს წავანაცვლებთ მაგიდის ბოლოდან x მანძილით, როგორც ნახატზეა ნაჩვენები, ღერო წონასწორობის დარღვევის ზღვარზეა (სულ მცირე დამატებითი წანაცვლებით წონასწორობა ირღვევა). განსაზღვრეთ L /x ., კატეგორია: 2017 წლის ტესტი
k+1
2(k+1)
k2-1
k2+1
# 2684 გარკვეული სიჩქარით მოძრავ სხეულზე მოქმედებას იწყებს მოძრაობის მიმართულების მქონე მუდმივი ძალა. სხეულის სიჩქარის კვადრატი ამ მომენტიდან გავლილი მანძილის მიხედვით იცვლება შემდეგი კანონით: v2 =9+2S (სიდიდეები გაზომილია საერთაშორისო სისტემის ერთეულებში). რისი ტოლი იქნება სხეულის სიჩქარე ძალის მოქმედების დაწყებიდან 4 წმ-ის შემდეგ?
4 მ/წმ
7 მ/წმ
11 მ/წმ
13 მ/წმ
17 მ/წმ
# 2685 ნახატზე მოცემულია მუდმივი აჩქარებით X ღერძზე მოძრავი 1 კგ მასის სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. დროის (t1, t2) შუალედში სხეულის იმპულსის ცვლილების მოდული არის 16 კგ•მ/წმ. განსაზღვრეთ მისი კინეტიკური ენერგია დროის t1 მომენტში.
ნახატზე მოცემულია მუდმივი აჩქარებით X ღერძზე მოძრავი 1 კგ მასის სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. დროის (t1, t2) შუალედში სხეულის იმპულსის ცვლილების მოდული არის 16 კგ•მ/წმ. განსაზღვრეთ მისი კინეტიკური ენერგია დროის t1 მომენტში., კატეგორია: 2017 წლის ტესტი
8 ჯ
16 ჯ
32 ჯ
48 ჯ
64 ჯ
# 2686 ჰოკეის შაიბა გაასრიალეს ყინულზე გარკვეული საწყისი სიჩქარით, რის შემდეგაც შაიბა 50 მ დაშორებით 10 წამში გაჩერდა. დაადგინეთ ხახუნის კოეფიციენტი ყინულსა და შაიბას შორის. (g=10 მ/წმ2 )
0,02
0,025
0,05
0,1
0,2
# 2687 m მასის პატარა ძელაკს A წერტილში უბიძგეს ისე, რომ მან ნახატზე გამოსახულ ზედაპირზე სრიალით მიაღწია C წერტილს. მინიმუმ რისი ტოლი შეიძლება იყოს ძელაკის კინეტიკური ენერგია C წერტილში? ზედაპირთან ხახუნი უგულებელყავით.
m მასის პატარა ძელაკს A წერტილში უბიძგეს ისე, რომ მან ნახატზე გამოსახულ ზედაპირზე სრიალით მიაღწია C წერტილს. მინიმუმ რისი ტოლი შეიძლება იყოს ძელაკის კინეტიკური ენერგია C წერტილში? ზედაპირთან ხახუნი უგულებელყავით., კატეგორია: 2017 წლის ტესტი
0
mgh3
mg(h2-h1)
mg(h2-h3)
mg(h3-h1)
გვერდი 1 / 3