ფიზიკაგასული წლების ტესტები2016 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)
სულ კითხვა: 41
უფასო: 41
ფასიანი: 0
# 2729
ნახატზე გამოსახულია k სიხისტის ზამბარების შეერთებითმიღებული სისტემა. განსაზღვრეთ ამ სისტემის სიხისტე.
# 2730
ნახატზე გამოსახული სისტემა წონასწორობაშია. რამასის საწონი უნდა დავამატოთ m მასის საწონს, რომსისტემის წონასწორობა აღდგეს ჭურჭლიდან სითხისგადაღვრის შემდეგ?
# 2731
CD ბრტყელ სარკეში ღეროს გამოსახულების რა ნაწილს ხედავს დამკვირვებელი,თუ მისი თვალი A წერტილშია?
# 2732
F ფოკუსური მანძილის მქონე შემკრები ლინზიდან 3F მანძილით დაშორებულიმნათი წერტილი V სიჩქარით მოძრაობს მთავარი ოპტიკური ღერძის მართობულად.განსაზღვრეთ მისი გამოსახულების სიჩქარე.
# 2733
ჰერმეტულად დახშულ ჭურჭელში აირის აბსოლუტური ტემპერატურაა T, ხოლოწნევაა P. რისი ტოლი გახდება აირის აბსოლუტური ტემპერატურა და წნევა, თუთითოეული მოლეკულის სიჩქარე გაიზრდება 2-ჯერ?
# 2734
სხეულის სრული მექანიკური ენერგია ინახება.გრაფიკი გამოხატავს X ღერძზე მოძრავი სხეულისკოორდინატის დამოკიდებულებას დროზე. გრაფიკისრომელ წერტილში აქვს სხეულს ყველაზე ნაკლებიპოტენციალური ენერგია?
# 2735
ორი ერთნაირი ნათურა, რომლებსაც აწერია “240 ვ” და “60 ვტ”, ერთმანეთსშეუერთეს მიმდევრობით და ჩართეს 240 ვ ძაბვის ქსელში. რა სიმძლავრეს მოიხმარსორივე ნათურა ერთად?
# 2736
შემკრები ლინზით, რომლის ფოკუსური მანძილი 20 სმ-ია, ეკრანზე მიიღეს საგნის2-ჯერ გადიდებული გამოსახულება. რისი ტოლია მანძილი საგანსა და ლინზასშორის?
# 2737
დედამიწის ზედაპირიდან ვერტიკალურად ზევით ასროლილი სხეული 25 მსიმაღლეზე იმყოფებოდა ორჯერ, ინტერვალით 4 წმ. რა დრო გავიდა სხეულისასროლიდან დედამიწაზე დავარდნამდე?
# 2738
რა მაქსიმალური ძაბვა შეიძლება მოვდოთ ნახატზეგამოსახულ ერთნაირ კონდენსატორთა ბატარეას, თუთითოეული კონდენსატორი უძლებს 500 ვ ძაბვას?
# 2739
ორი ერთნაირი ბურთულა ჩამოკიდებულია L და L/4 სიგრძის ძაფებზე ისე, რომერთმანეთს ეხება (იხ. ნახ.). მეორე ბურთულას რხევის პერიოდია T. პირველიბურთულა მცირედ გადახარეს გვერდით ისე, რომ ძაფი არ მოშვებულა და ხელიგაუშვეს. ბურთულების დაჯახებები აბსოლუტურად დრეკადად ჩათვალეთ. რისიტოლია სისტემის რხევის პერიოდი?
# 2740
როგორ იცვლება ბურთულა+წყალი სისტემის პოტენციალური ენერგია:I. კორპის ბურთულას ამოტივტივების პროცესში;II. რკინის ბურთულას ჩაძირვის პროცესში.
# 2741
დიაგრამაზე გამოსახულია ოთხი რხევითი კონტურის კონდენსატორებისტევადობები და კოჭების ინდუქციურობები. რომელ ორ კონტურშია რხევისსიხშირეები ერთმანეთის ტოლი?
# 2742
მოცემულია სხეულის სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. გამოთვალეთშეფარდება x(3): x(4), სადაც x(3) და x(4) სხეულის კოორდინატებიაt = 3 და t = 4 მომენტებში, x(0)=0.
# 2743
გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებულ 1 კგ და 2 კგ მასის სხეულებსშორის მოათავსეს შეკუმშული უმასო ზამბარა. რისი ტოლი იყო ამ ზამბარისენერგია, თუ მისი გათავისუფლების შემდეგ 1 კგ მასის სხეულმა შეიძინა 2 მ/წმსიჩქარე?
# 2744
ელექტრონი, რომელიც v სიჩქარით შეფრინდა B ინდუქციის მაგნიტურ ველშიძალწირების მართობულად, მოძრაობს R რადიუსის წრეწირზე. რა რადიუსისწრეწირზე მოძრაობს ელექტრონი, რომელიც v/2 სიჩქარით შეფრინდა 2B ინდუქციისმაგნიტურ ველში ძალწირების მართობულად?
# 2745
გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე ტოლგვერდა სამკუთხედისწვეროებში დამაგრებულია მოდულით ტოლი მუხტის მქონე მცირეზომის ბურთულები (იხ.ნახ.) ორ მათგანს შორის მოქმედი ძალაა F.უარყოფითად დამუხტული ბურთულა გაათავისუფლეს. განსაზღვრეთამ ბურთულას მიერ შეძენილი მაქსიმალური კინეტიკური ენერგიამოძრაობის პროცესში.
# 2746
ჰორიზონტალური ზამბარის ერთი ბოლო დამაგრებულია, ხოლო მეორე ბოლოსთანმიმაგრებული m მასის ბურთულა შემოწერს წრეწირს კუთხური სიჩქარით გლუვჰორიზონტალურ ზედაპირზე. ამ დროს ზამბარა წაგრძელებულია 50%-ითარადეფორმირებულ მდგომარეობასთან შედარებით. განსაზღვრეთ ზამბარისსიხისტე.
# 2747
კედელზე ერთ ლურსმანზე უნდა დავკიდოთ სურათი ჩარჩოში,რომლის მასაა 6 კგ, ხოლო მანძილი სამაგრებს შორის 80 სმ (იხ. ნახ.).გვაქვს თოკი, რომელიც უძლებს მაქსიმუმ 50ნ დაჭიმულობის ძალას.რა მინიმალური სიგრძის თოკი შეიძლება გამოვიყენოთ სურათისდასაკიდად?
# 2748
დახშულ ჭურჭელში იმყოფება აზოტი (N2), რომლის აბსოლუტური ტემპერატურააT, ხოლო წნევაა p. 2,4T აბსოლუტურ ტემპერატურაზე აზოტის მოლეკულების ნაწილი დისოცირდა ატომებად და წნევა ჭურჭელში გახდა 4p. განსაზღვრეთ .