მათემატიკაგასული წლების ტესტები2021 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)
სულ კითხვა: 39
უფასო: 39
ფასიანი: 0
# 2019
b1, b2,... გეომეტრიული პროგრესიის პირველი წევრი 10-ის ტოლია, ხოლო მნიშვნელი q=-1/3. ამ პროგრესიის წევრები b80, b81, b82 დაალაგეთ რიცხვითი მნიშვნელობების კლების მიხედვით.
# 2020
იმის ალბათობა, რომ მტვერსასრუტი იმუშავებს 3 წელზე ნაკლებს, ტოლია 0,75-ის, ხოლო იმის ალბათობა, რომ ის იმუშავებს 2 წელზე მეტს, მაგრამ 3 წელზე ნაკლებს, ტოლია 0,45-ის. იპოვეთ იმის ალბათობა, რომ ეს მტვერსასრუტი იმუშავებს 2 წელზე მეტს.
# 2021
ABC სამკუთხედში M და N წერტილები მდებარეობს შესაბამისად AB და BC გვერდებზე ისე, რომ MN მონაკვეთი პარალელურია AC გვერდის. რას უდრის AC : MN , თუ BMN სამკუთხედის ფართობი 2-ჯერ ნაკლებია AMNC ოთხკუთხედის ფართობზე.
# 2022
ორი ნატურალური რიცხვის ნამრავლი ტოლია 648-ის. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რის ტოლი არ შეიძლება იყოს ამ ორი რიცხვის საერთო ჯერადი?
# 2023
ერთმანეთის მომდევნო 5 ნატურალური რიცხვის ჯამი 35-ის ტოლია. რის ტოლია ამ რიცხვებს შორის უმცირესი?
# 2024
მატარებელი თბილისიდან გავიდა დილის 08:00 სთ-ზე და ბათუმში ჩავიდა იმავე დღის 13:20 სთ-ზე. იპოვეთ მატარებლის საშუალო სიჩქარე, თუ მანძილი თბილისიდან ბათუმამდე 400 კმ-ია.
# 2025
ABC სამკუთხედში AB=BC და <ABC=800. იპოვეთ A წვეროსთან მდებარე გარე კუთხის სიდიდე.
# 2026
მართკუთხედის გვერდებია 5 სმ და 12 სმ. იპოვეთ მართკუთხედის დიაგონალის სიგრძე.
# 2027
პირველი მილით ცარიელი ავზი ივსება 12 წუთში, ხოლო მეორე მილით - 18 წუთში. რამდენ წუთში აივსება ავზის ნახევარი ორივე მილით?
# 2028
გუნდმა ტურნირზე ჩატარებული 27 თამაშიდან 15 მოიგო, ხოლო 12 წააგო. გუნდის ვებგვერდზე მისი მოგებებისა და წაგებების რაოდენობრივი განაწილება წრიული დიაგრამით არის წარმოდგენილი. რამდენი გრადუსით მეტია ამ წრიულ დიაგრამაზე მოგებების შესაბამისი სექტორის ცენტრალური კუთხის სიდიდე წაგებების შესაბამისი სექტორის ცენტრალური კუთხის სიდიდეზე?
# 2029
a -ს რა მნიშვნელობისთვის გააჩნია 9x2-ax+2=0 განტოლება x=1/3 -ის ტოლი ფესვი?
# 2030
ათი რიცხვიდან ერთ-ერთი გაზარდეს 1 ერთეულით. როგორ შეიცვალა ამ რიცხვების საშუალო?
# 2031
40 კმ სიგრძის გზის წრფივი მონაკვეთი გარკვეული მასშტაბის რუკაზე გამოსახულია 8 სმ სიგრძის მონაკვეთით. რა სიგრძის მონაკვეთით იქნება გამოსახული ამ რუკაზე 55 კმ სიგრძის გზის წრფივი მონაკვეთი?
# 2032
რამდენი სიმეტრიის ღერძი აქვს წესიერ ხუთკუთხედს?
# 2033
ლატარიის ბილეთების ნომრები 0, 1, 2,..., 9 ციფრებისგან შემდგარ ნებისმიერ 4 წევრიან მიმდევრობას წარმოადგენს. მომგებიანია მხოლოდ ის ბილეთები, რომლელთა ნომრები შეიცავს ციფრების მიმდევრობას „777“. სულ რამდენი მომგებიანი ბილეთია ამ ლატარიაში?
# 2034
ABC მართკუთხა სამკუთხედში <C=900 და <A=300. BC კათეტზე, როგორც დიამეტრზე, შემოხაზულია წრეწირი, რომელიც ჰიპოტენუზას კვეთს D წერტილში. იპოვეთ AD/BD .
# 2035
ორი ნატურალური რიცხვის ნამრავლი ტოლია 144-ის. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რის ტოლი არ შეიძლება იყოს ამ ორი რიცხვის საერთო გამყოფი?
# 2036
Oxy საკოორდინატო სიბრტყეზე ჰომოთეტიას ცენტრით კოორდინატთა სათავეში A(1;−4) წერტილი გადაყავს B(3;−12) წერტილში. მაშინ ეს ჰომოთეტია AB მონაკვეთის შუაწერტილს გადაიყვანს წერტილში, რომლის კოორდინატებია:
# 2037
გარკვეული a და b ნამდვილი რიცხვებისათვის