მათემატიკაგასული წლების ტესტები2019 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)
სულ კითხვა: 17
უფასო: 17
ფასიანი: 0
გვერდი 1
# 2072
თუ a<0 და b>0, მაშინ |a-b|=
# 2073
დათოს ახალი მანქანა 100 კმ მანძილის გასავლელად მოიხმარს 7 ლიტრ ბენზინს, რაც 40%-ით ნაკლებია ძველი მანქანის მიერ იმავე მანძილის გასავლელად საჭირო ბენზინის რაოდენობაზე. რამდენ ლიტრ ბენზინს მოიხმარდა ძველი მანქანა 100 კმ მანძილის გასავლელად?
# 2074
უჯრედებიან ფურცელზე, რომლის თითოეული უჯრა 1 სმ-ის ტოლი გვერდის მქონე კვადრატს წარმოადგენს, გამოსახულია ABCD ოთხკუთხედი. ამ ოთხკუთხედის წვეროები უჯრების წვეროებს ემთხვევა (იხ. სურათი). იპოვეთ ABCD ოთხკუთხედის ფართობი.
# 2075
სამკუთხედის ორ წვეროსთან მდებარე გარე კუთხეები ტოლია 1200 და 1350-ის. იპოვეთ ამ სამკუთხედის მესამე წვეროსთან მდებარე შიდა კუთხის სიდიდე.
# 2076
რუკაზე, რომლის მასშტაბია 1 : 20000, მიწის ნაკვეთს შეესაბამება 1,6 სმ2 ფართობის მქონე მართკუთხედი. იპოვეთ ამ მიწის ნაკვეთის ფართობი.
# 2077
ქვემოთ ჩამოთვლილი რიცხვებიდან რომლის ტოლი შეიძლება იყოს 1-ზე მეტი მთელი a რიცხვის 5-ზე გაყოფისას მიღებული ნაშთი, თუ (a2-4)-ის 5-ზე გაყოფისას მიიღება 2-ის ტოლი ნაშთი?
# 2078
სვეტოვან დიაგრამაზე მოცემულია ერთი ოჯახის მიერ ზამთრის სამივე თვეში - დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში მოხმარებული ელექტროენერგია კილოვატ-საათებში (კვტ∙სთ). დიაგრამის მიხედვით გამოთვალეთ ამ ზამთარში საშუალოდ რამდენ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას მოიხმარდა ოჯახი ერთ თვეში?
# 2079
იპოვეთ a-ს მნიშვნელობა, რომლისთვისაც განტოლებას ax+4=5-3(x+1) არ გააჩნია ამონახსნი.
# 2080
იპოვეთ რიცხვ ცხრამეტის წარმოდგენა ორობით სისტემაში.
# 2081
იპოვეთ y=3x2+12x+13 პარაბოლას სიმეტრიის ღერძის განტოლება.
# 2082
ცნობილია, რომ ax2+bx+c<0 უტოლობა, სადაც a არ უდრის 0-ს , სამართლიანია ნებისმიერი ნამდვილი x რიცხვისათვის. ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან რომელს აკმაყოფილებს a , b და c კოეფიციენტები?
# 2083
რამდენი გადაკვეთის წერტილი აქვს
# 2084
M წერტილი ძევს ABCDA1B1C1D1 კუბის AA1 წიბოზე. იპოვეთ C1D1M კუთხის სიდიდე.
# 2085
ხუთკუთხედის წვეროები წარმოადგენს 2-ის ტოლი რადიუსის მქონე თანაუკვეთი წრეების ცენტრებს. სურათზე გამუქებულია ამ წრეების თანაკვეთა ხუთკუთხედთან. იპოვეთ გამუქებული ფიგურების ფართობების ჯამი.
# 2086
ნამდვილ რიცხვთა an მიმდევრობა შეადგინეს შემდეგი წესით: პირველი წევრი a1=30, ხოლო მიმდევრობის ყოველი შემდგომი წევრი წინა წევრის საშუალებით გამოითვლება ფორმულით an+1=log2(an). წევრების რა უდიდესი რაოდენობა შეიძლება იყოს ამ მიმდევრობაში?
# 2087
ABCD მართკუთხედის AB გვერდზე M წერტილი ისეა აღებული, რომ DM=DC. იპოვეთ MCD კუთხის სიდიდე, თუ AB=2BC.
# 2088
მართი სამკუთხა პრიზმის ფორმის ხის ძელაკის ფუძე მართკუთხა სამკუთხედია. ეს ძელაკი გადახერხეს დიდი გვერდითი წახნაგის პარალელურ სიბრტყეზე, რომელიც ფუძეების კათეტებს შუაზე ყოფს (იხ. სურათი). სურათზე მოცემული ზომების მიხედვით იპოვეთ პრიზმის გამუქებული ნაწილის მოცულობა
გვერდი 1