მათემატიკა>გასული წლების ტესტები>2014 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 42
უფასო: 42
ფასიანი: 0
გვერდი 1 / 3
# 2187 რა ციფრი უნდა ჩავსვათ *-ის ნაცვლად 354*67 ჩანაწერში, რომ მიღებული რიცხვი 9-ზე გაყოფისას ნაშთში გვაძლევდეს 3-ს?
2
3
5
7
# 2188 a რიცხვი b რიცხვზე 25%-ით მეტია. რამდენჯერ მეტია
a რიცხვი b რიცხვზე 25%-ით მეტია. რამდენჯერ მეტია, კატეგორია: 2014 წლის ტესტი
1,5-ჯერ
2,5-ჯერ
# 2189 ABC ტოლფერდა სამკუთხედის AC ფუძეზე აღებულია D წერტილი ისე, რომ ∠ABD=20° და ∠DBC=60° (იხ. სურათი). რას უდრის ∠BDC ?
ABC ტოლფერდა სამკუთხედის AC ფუძეზე აღებულია D წერტილი ისე, რომ ∠ABD=20° და ∠DBC=60° (იხ. სურათი). რას უდრის ∠BDC ?, კატეგორია: 2014 წლის ტესტი
50°
60°
80°
70°
# 2190 ტრაპეციის შუახაზი 2-ით ნაკლებია ტრაპეციის დიდ ფუძეზე. იპოვეთ ტრაპეციის შუა ხაზი, თუ ცნობილია, რომ ტრაპეციის მცირე ფუძე 6-ის ტოლია?
7
8
9
10
# 2191 თუ a და b ნატურალური რიცხვები 6 -ის ჯერადია, მაშინ მათი უდიდესი საერთო გამყოფი არ შეიძლება იყოს
6
12
15
18
# 2192 (√12-√3)2=
3
9
12
9-2√3
# 2193 თუ a=2 და b=3, მაშინ
თუ a=2 და b=3, მაშინ, კატეგორია: 2014 წლის ტესტი
1
-1
√13
√5
# 2194 ქვემოთ ჩამოთვლილი სამი გამონათქვამიდან რომლებია ყოველთვის ჭეშმარიტი?I) თუ ორი განსხვავებული α და β სიბრტყე m წრფის პარალელურია, მაშინ ისინი ურთიერთპარალელურია.II) თუ ორი განსხვავებული α და β სიბრტყე γ სიბრტყის პარალელურია, მაშინ ისინი ურთიერთპარალელურია.III) თუ ორი განსხვავებული m და n წრფე α სიბრტყის პარალელურია, მაშინ ისინი ურთიერთპარალელურია.
მხოლოდ II
მხოლოდ I და II
მხოლოდ I
მხოლოდ II და III
# 2195 რამდენი გრადუსით შემობრუნდება სწორად მომუშავე საათის წუთების ისარი 6 წუთში?
24°
30°
36°
60°
# 2196 A არის 35–ის ყველა გამყოფის სიმრავლე, ხოლო B არის 55 –ის ყველა გამყოფის სიმრავლე. იპოვეთ A და B სიმრავლეების თანაკვეთის ყველა ელემენტის ჯამი.
1
6
13
17
# 2197 რისი ტოლია AB ვექტორის სიგრძე, თუ მოცემულია AC(2; 6) და BC( 1; 2) ვექტორები?
4
5
6
7
# 2198 იპოვეთუტოლობის ამონახსნთა სიმრავლე.
იპოვეთუტოლობის ამონახსნთა სიმრავლე., კატეგორია: 2014 წლის ტესტი
(-1;1)
# 2199 ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია კენტი ფუნქცია ნამდვილ რიცხვთა ღერძზე განსაზღვრული ყოველი f ფუნქციისთვის?
y=f(x3)
y=f(x)+f(-x)
y=f(-x)
y=f(x)-f(-x)
# 2200 ლიამ და სოფომ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შემთხვევით ამოირჩიეს თითო ნატურალური რიცხვი ერთიდან ათის ჩათვლით (შესაძლებელია ორივემ ამოირჩიოს ერთი და იგივე რიცხვი). რისი ტოლია ალბათობა იმისა, რომ მათ მიერ დასახელებული რიცხვების ნამრავლი არ იქნება სამის ჯერადი?
0,21
0,49
0,51
0,9
# 2201 f ფუნქცია განსაზღვრულია ტოლობით f(x)= x+ √2 . იპოვეთ
f ფუნქცია განსაზღვრულია ტოლობით f(x)= x+ √2 . იპოვეთ, კატეგორია: 2014 წლის ტესტი
-1
2
4
# 2202 ტოლფერდა ტრაპეციაში დიაგონალი წარმოადგენს ბლაგვი კუთხის ბისექტრისას. რისი ტოლია ტრაპეციის ფართობი, თუ მისი ფუძეების სიგრძეები 3-ის და 5-ისტოლია?
12,5
6√15
12
8√6
# 2203 A წერტილიდან წრეწირისადმი გავლებულია AB და AC მხებები (იხ.სურათი). რისი ტოლია DBC კუთხის სიდიდე, თუ ABIICD და ∠BAC 40°?
A წერტილიდან წრეწირისადმი გავლებულია AB და AC მხებები (იხ.სურათი). რისი ტოლია DBC კუთხის სიდიდე, თუ ABIICD და ∠BAC 40°?, კატეგორია: 2014 წლის ტესტი
30°
35°
40°
50°
# 2204 იპოვეთ x+y , თუ x და y ნატურალური რიცხვები აკმაყოფილებს ტოლობას
იპოვეთ x+y , თუ x და y ნატურალური რიცხვები აკმაყოფილებს ტოლობას, კატეგორია: 2014 წლის ტესტი
11
15
22
28
# 2205 ABC სამკუთხედში ∠A=30º , ∠B=45° და AC+BC=18(1+√2) . რას უდრის BC გვერდის სიგრძე?
9
9√2
18
18√2
# 2206 მოცემულია ABCD კვადრატი. კვადრატის გვერდის სიგრძის ტოლი რადიუსით B წვეროდან შემოხაზულია წრეწირი, რომელიც D წვეროდან შემოხაზულ წრეწირს P წერტილში ეხება (იხ. ნახაზი). იპოვეთ ნახაზზე გამუქებული ფიგურის ფართობი, თუ კვადრატის გვერდი 2 სმ-ის ტოლია.
მოცემულია ABCD კვადრატი. კვადრატის გვერდის სიგრძის ტოლი რადიუსით B წვეროდან შემოხაზულია წრეწირი, რომელიც D წვეროდან შემოხაზულ წრეწირს P წერტილში ეხება (იხ. ნახაზი). იპოვეთ ნახაზზე გამუქებული ფიგურის ფართობი, თუ კვადრატის გვერდი 2 სმ-ის ტოლია., კატეგორია: 2014 წლის ტესტი
(4-2π) სმ2
π(√2-1)2 სმ2
π სმ2
2π სმ2
გვერდი 1 / 3