გეოგრაფია>გასული წლების ტესტები>2019 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 42
უფასო: 42
ფასიანი: 0
გვერდი 1 / 3
# 1664 როდის გახდნენ ცენტრალური (შუა) აზიის ქვეყნები სუვერენული სახელმწიფოები?
XX საუკუნის დასაწყისში, პირველ მსოფლიო ომამდე;
პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში;
XX საუკუნის 60-იან წლებში;
XX საუკუნის 90-იან წლებში.
# 1665 რომელ სახელმწიფოზე გადის გრინვიჩის მერიდიანი?
ირლანდიაზე;
ესპანეთზე;
ბელგიაზე;
შვეიცარიაზე.
# 1666 რომელი წერტილის გეოგრაფიული კოორდინატებია ს.გ. 20˚ და დ.გ. 30˚?
რომელი წერტილის გეოგრაფიული კოორდინატებია ს.გ. 20˚ და დ.გ. 30˚?, კატეგორია: 2019 წლის ტესტი
A
B
C
D
# 1667 რომელი ხელსაწყო არ გამოდგება ქარზე დაკვირვებისათვის?
ანემომეტრი;
ანემოგრაფი;
ფლუგერი;
ექოლოტი.
# 1668 სად არის თავმოყრილი დედამიწის მტკნარი წყლის უდიდესი მარაგი?
მიწისქვეშა წყლებში;
ტბებში;
მყინვარებში;
მდინარის წყლებში.
# 1669 რომელია ჩამქრალი ვულკანი?
შხარა;
უშბა;
მყინვარწვერი;
ტინოვროსო.
# 1670 რას ასახავს მოცემული რუკა?
რას ასახავს მოცემული რუკა?, კატეგორია: 2019 წლის ტესტი
მსოფლიოს მოსახლეობის სიმჭიდროვეს;
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების მდებარეობას;
სეისმურად აქტიური ადგილების მდებარეობას;
მოსახლეობის მიგრაციული აქტივობის ადგილებს.
# 1671 რომელი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებია აღნიშნული რუკაზე?
რომელი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებია აღნიშნული რუკაზე?, კატეგორია: 2019 წლის ტესტი
ოპეკის;
ნატოს;
სოკის;
გაეროს.
# 1672 რომელი საერთაშორისო ორგანიზაციის სიმბოლოა 5 სხვადასხვა ფერის რგოლი?
სოკის;
ოპეკის;
ბისეკის;
იუნესკოს
# 1673 მეცხოველეობის რომელი დარგი არ არის განვითარებული თურქეთში?
მეფუტკრეობა;
მეფრინველეობა;
მეცხვარეობა;
მეღორეობა.
# 1674 რომელი სასარგებლო წიაღისეულით არის განსაკუთრებით მდიდარი რურის აუზი გერმანიაში?
ქვანახშირით;
ნავთობით;
ტორფით;
ბუნებრივი აირით.
# 1675 რომელი რელიგიის შესახებ არის მოცემული ინფორმაცია რუკაზე?
რომელი რელიგიის შესახებ არის მოცემული ინფორმაცია რუკაზე?, კატეგორია: 2019 წლის ტესტი
სინტოიზმის;
დაოსიზმის;
ბუდიზმის;
იუდაიზმის.
# 1676 რომელი სახელმწიფოს მონაცემებია ასახული დიაგრამებზე?
რომელი სახელმწიფოს მონაცემებია ასახული დიაგრამებზე?, კატეგორია: 2019 წლის ტესტი
საფრანგეთის;
გერმანიის;
გაერთიანებული სამეფოს;
აშშ-ის
# 1677 ჩამოთვლილთაგან რომელი შეესაბამება დიაგრამის ლეგენდას?
ჩამოთვლილთაგან რომელი შეესაბამება დიაგრამის ლეგენდას?, კატეგორია: 2019 წლის ტესტი
1- მრეწველობა, 2-სოფლის მეურნეობა, 3 - მომსახურება;
1- მომსახურება, 2- სოფლის მეურნეობა, 3-მრეწველობა;
1-სოფლის მეურნეობა, 2-მრეწველობა, 3-მომსახურება;
1- მომსახურება, 2-მრეწველობა, 3-სოფლის მეურნეობა.
# 1678 საქართველოს რომელი სამხარეო ერთეულის მოსახლეობაა ყველაზე მცირერიცხოვანი?
გურიის;
აჭარის;
მცხეთა-მთიანეთის;
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის.
# 1679 ჩამოთვლილთაგან რომელია სკანდინავიის ქვეყანა?
შვედეთი;
ბელგია;
შვეიცარია;
ირლანდია.
# 1680 რა საერთო აქვთ ამ სახელმწიფოებს: გერმანია, ჩინეთი, ბრაზილია, ავსტრალია?
ოთხივე ქვეყანა რესპუბლიკაა;
ოთხივე ქვეყანა ბირთვული იარაღის მფლობელია;
ოთხივე ქვეყნის მთავარი ფინანსური ცენტრი არ არის დედაქალაქი;
ოთხივე ქვეყანა, როგორც მოსახლეობის რაოდენობით, ასევე ფართობით, შედის მსოფლიოს ქვეყნების ოცეულში.
# 1681 საერთაშორისო ექსპერტთა და პოლიტიკოსთა ნაწილის მოსაზრებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისმუშაობაში კრიზისია. მსოფლიოში დაძაბულობის განმუხტვის თვალსაზრისით იგი თავის ფუნქციებსეფექტურად ვეღარ ასრულებს. რა არის ექსპერტთა აზრით კრიზისის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი?
გაეროში ქვეყნების რაოდენობა;
გაეროს უშიშროების საბჭოში ქვეყნების რაოდენობა;
უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების მხრიდან ვეტოს უფლების არაჯეროვანი გამოყენება;
გაეროს უმაღლესი ხელმძღვანელი პირების მიკერძოება საკითხების განხილვისას.
# 1682 რომელი სახელმწიფოს მეთაური არ არის გაერთიანებული სამეფოს მონარქი?
ირლანდიის;
ავსტრალიის;
კანადის;
ახალი ზელანდიის.
# 1683 რომელი ბუნებრივი რესურსის მოპოვებაა შესაძლებელი ღია კარიერული წესით?
ნავთობის;
ქვანახშირის;
ბუნებრივი აირის;
მინერალური წყლის.
გვერდი 1 / 3