მათემატიკაგასული წლების ტესტები
(ყველა ქვეკატეგორიის კითხვები)
სულ კითხვა: 279
უფასო: 279
ფასიანი: 0
# 1970
საკოორდინატო ბადით დაფარულ სიბრტყეზე მოცემულია [−4;4] შუალედზე განსაზღვრული
# 1971
იპოვეთ c პარამეტრის მნიშვნელობა, თუ ცნობილია, რომ 3x2−14x−c=0 განტოლების ამონახსნთა ნამრავლი 4-ის ტოლია.
# 1972
იპოვეთ x , თუ ცნობილია, რომ 3; 5; 2; 11; 9; x რიცხვითი მონაცემების მედიანა 6-ის ტოლია.
# 1973
სურათზე მოცემულია ქვემოთ ჩამოთვლილი მრავალწახნაგებიდან ერთ-ერთის შლილი. დაასახელეთ ეს მრავალწახნაგა.
# 1974
Oxy საკოორდინატო სიბრტყეზე y=−x წრფის მიმართ (−3; 4) წერტილის სიმეტრიული წერტილია
# 1975
სულ რამდენი რვანიშნა რიცხვი არსებობს, რომლის ჩანაწერში სამი ციფრია „4“, ხოლო ხუთი ციფრია „9“?
# 1976
რას უდრის იმის ალბათობა, რომ მსროლელი ორი გასროლიდან მხოლოდ ერთხელ მოახვედრებს მიზანში, თუ ყოველი გასროლისას მიზანში მოხვედრის ალბათობა ერთნაირია და 0,8-ს უდრის?
# 1977
იპოვეთ a პარამეტრის ყველა ნამდვილი მნიშვნელობა, რომელთაგან თითოეულისათვის
# 1978
იპოვეთ უდიდესი მთელი რიცხვი, რომელიც ნაკლებია log3 17-ზე.
# 1979
ABCD ოთხკუთხედის წვეროები AD დიამეტრის მქონე წრეწირზე მდებარეობს. იპოვეთ მცირე BC რკალის გრადუსული ზომა, თუ ოთხკუთხედის დიაგონალებს შორის კუთხის სიდიდე 1200-ის ტოლია (იხ. სურათი).
# 1980
იპოვეთ k პარამეტრის ისეთი მთელი დადებითი მნიშვნელობა, რომლისთვისაც უტოლობის ამონახსნთა სიმრავლე შეიცავს მხოლოდ ხუთ მთელ ამონახსნს.
# 1981
ქვემოთ მოცემული რიცხვებიდან რომელი არის მოთავსებული (2/5; 5/6) შუალედში?
# 1982
გასულ წელს გლეხმა მოიწია 5,6 ტონა საზამთრო. წელს ცუდი ამინდის გამო გლეხმა მოიწია 4,2 ტონა საზამთრო. რამდენი პროცენტით ნაკლები საზამთროს მოსავალი მიიღო გლეხმა მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით?
# 1983
ABC სამკუთხედში <A= 550 , <B= 170 . იპოვეთ C წვეროსთან მდებარე გარე კუთხის სიდიდე
# 1984
წესიერი ექვსკუთხედის გვერდის სიგრძე 3 სმ-ია. იპოვეთ ამ ექვსკუთხედის უდიდესი დიაგონალის სიგრძე.
# 1985
2x-3=1,5x+0,7 განტოლების ამონახსნი დაამრგვალეთ მთელ რიცხვამდე.
# 1986
იპოვეთ k -ს მნიშვნელობა, რომლისთვისაც A(2;k ) წერტილი ეკუთვნის f(x)=x2+6x ფუნქციის გრაფიკს.
# 1987
რამდენი ამონახსნი აქვს განტოლებას (|x|+1(x-2)=0 ?
# 1988
მათემატიკის ტესტში 7 მოსწავლიდან თითოეულმა მიიღო 10 ქულა, 8 მოსწავლიდან თითოეულმა მიიღო 9 ქულა, ხოლო დანარჩენი 10 მოსწავლიდან თითოეულმა მიიღო 8 ქულა. გამოთვალეთ მოსწავლეების მიერ მათემატიკის ტესტში მიღებული ქულების საშუალო.
# 1989
რას უდრის f(4), თუ f(1-x)=x2-5x+2 ?