ფიზიკაგასული წლების ტესტები
(ყველა ქვეკატეგორიის კითხვები)
სულ კითხვა: 303
უფასო: 303
ფასიანი: 0
# 2487
სხეულზე მოქმედებს მხოლოდ სამი ძალა: F1=3 ნ, F2=4 ნ, F3=5 ნ. განსაზღვრეთ კუთხე F1 და F2 ძალებს შორის, თუ სხეული წონასწორობაშია.
# 2488
ჰორიზონტალურ გლუვ ზედაპირზე დევს ორი სხეული, ისე როგორც ნახატზეა ნაჩვენები. პირველი სხეულის მასა 2-ჯერ მეტია მეორის მასაზე. პირველ სხეულზე მოქმედება დაიწყო ჰორიზონტალურად მიმართულმა ძალამ, რომლის მოდულია F. განსაზღვრეთ, რა ძალით მოქმედებს მეორე სხეული პირველზე.
# 2489
ორი დამუხტული ერთი ზომის ლითონის ბურთულას შეხებისას პირველი ბურთულას q მუხტი 3-ჯერ შემცირდა და გახდა q/3. რისი ტოლი იყო მეორე ბურთულას თავდაპირველი მუხტი?
# 2490
მოდულით ტოლი და საწინააღმდეგო ნიშნის მუხტების მქონე წერტილოვანი მუხტები ერთმანეთს მიიზიდავს F ძალით. რა გახდება ამ სხეულების ურთიერთქმედების ძალა, თუ ერთ-ერთი მათგანის მუხტის მესამედს გადავცემთ მეორეს? სხეულების მდებარეობას არ ვცვლით.
# 2491
გვაქვს ხუთი წერტილოვანი მუხტი. ცნობილია, რომ მუხტი 1 და მუხტი 2 მიიზიდავს ერთმანეთს, მუხტი 2 და მუხტი 3 განიზიდავს ერთმანეთს, მუხტი 3 და მუხტი 4 მიიზიდავს ერთმანეთს, მუხტი 4 და მუხტი 5 განიზიდავს ერთმანეთს. ჩამოთვლილთაგან რომელია ჭეშმარიტი?
# 2492
ნახატზე გამოსახული სისტემა წონასწორობაშია. განსაზღვრეთ ძელის და მასზე მიმაგრებული ჭოჭონაქების საერთო მასა, თუ ტვირთის მასა m-ის ტოლია. თოკის მასა და ჭოჭონაქების ხახუნი ღერძებთან უგულებელყავით.
# 2493
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ აჩქარების გეგმილი დროის 6 წმ მომენტში.
# 2494
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ გავლილი მანძილი დროის (0 წმ, 8 წმ) შუალედში.
# 2495
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ გადაადგილების გეგმილი დროის (0 წმ, 8 წმ) შუალედში.
# 2496
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. t= 8 წმ მომენტში სხეულმა მიაღწია გარკვეულ A წერტილს. დროის კიდევ რომელ მომენტში (მომენტებში) იმყოფებოდა სხეული A წერტილში?
# 2497
ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მერხევი სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისი ტოლია სხეულის მიერ (0 წმ, 5 წმ) დროის შუალედში გავლილი მანძილი?
# 2498
მათემატიკური ქანქარა ასრულებს თავისუფალ რხევას. ნახატზე გამოსახულ მომენტში სხეულის სიჩქარეს გამოსახავს ისარი 2. ამ მომენტში სხეულის აჩქარების მიმართულებას შეიძლება გამოსახავდეს ისარი:
# 2499
სხეული სრიალებს გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე ორ კედელს შორის. კედელთან ყოველი დაჯახებისას სხეული კარგავს კინეტიკური ენერგიის ნახევარს. რამდენი დაჯახების შემდეგ შემცირდება სხეულის სიჩქარე 8-ჯერ?
# 2500
გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე v სიჩქარით მოსრიალე 4m მასის შაიბა აბსოლუტურად არადრეკადად დაეჯახა საწინააღმდეგო მიმართულებით 2v სიჩქარით მოსრიალე m მასის შაიბას. ერთმანეთთან მიკრულმა შაიბებმა ერთად გააგრძელეს მოძრაობა. რისი ტოლია შაიბების სიჩქარე დაჯახების შემდეგ?
# 2501
1 კგ მასის უძრავმა სხეულმა მუდმივი ძალის მოქმედებით დაიწყო თანაბარაჩქარებულად მოძრაობა და 2 წმ-ში გაიარა 4 მ. განსაზღვრეთ ამ დროში სხეულის შეძენილი იმპულსის მოდული.
# 2502
1 კგ მასის უძრავმა სხეულმა მუდმივი ძალის მოქმედებით დაიწყო თანაბარაჩქარებულად მოძრაობა და 2 წმ-ში გაიარა 4 მ. განსაზღვრეთ ამ დროში სხეულის შეძენილი კინეტიკური ენერგია.
# 2503
დიაგრამაზე ნაჩვენებია სამი რეზისტორის წინაღობები და მათზე მოდებული ძაბვები. დაალაგეთ რეზისტორები მათში გამავალი დენების ზრდადობის მიხედვით (უმცირესიდან უდიდესისაკენ).
# 2504
გლუვ დახრილ სიბრტყეზე, რომლის ფუძე 0,4 მ-ია, მოსრიალებს ძელაკი 0,6g აჩქარებით (იხ. ნახ.). განსაზღვრეთ დახრილი სიბრტყის სიმაღლე h. g თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა.
# 2505
ზამბარაზე დაკიდებული სხეულის რხევების სიხშირე გაორმაგდება, თუ:
# 2506
p სიმკვრივის მქონე სხეული ტივტივებს სითხეში ისე, რომ სითხეში ჩაძირულია მისი მოცულობის ორი მესამედი ნაწილი. რისი ტოლია სითხის სიმკვრივე?