ფიზიკაგასული წლების ტესტები
(ყველა ქვეკატეგორიის კითხვები)
სულ კითხვა: 303
უფასო: 303
ფასიანი: 0
# 2467
ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებულ 20 კგ მასის სხეულს მოსდეს ჰორიზონტალურად მიმართული 120 ნ ძალა. სხეულსა და ზედაპირს შორის ხახუნის კოეფიციენტია 0,8. რისი ტოლია სხეულზე მოქმედი ხახუნის ძალა? ჩათვალეთ, რომ თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა 10 მ/წმ2 .
# 2468
m0 მასისა და V0 მოცულობის სითხეში ცალ-ცალკე ჩაძირეს ხუთი სხეული, რომელთა მასები და მოცულობები ნაჩვენებია დიაგრამაზე. რომელი სხეული (სხეულები) ამოტივტივდა მათი გათავისუფლების შემდეგ?
# 2469
დინამომეტრზე დაკიდებული სხეულის სითხეში სრულად ჩაშვების შემდეგ დინამომეტრის ჩვენება სამჯერ შემცირდა. განსაზღვრეთ სითხის სიმკვრივის შეფარდება სხეულის სიმკვრივესთან.
# 2470
ორი ბურთულა ერთდროულად გაისროლეს გარკვეული სიმაღლიდან, ერთი ვერტიკალურად ქვევით v სიჩქარით, ხოლო მეორე ვერტიკალურად ზევით 3v სიჩქარით. ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით. თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა g. გასროლის მომენტიდან t დროის შემდეგ ბურთულებს შორის s მანძილი, სანამ პირველი მათგანი დედამიწის ზედაპირს დაეცემა, განისაზღვრება ფორმულით:
# 2471
ბიჭმა გადაცურა 24 მ სიგანის მდინარე უმოკლესი გზით. მისი ცურვის სიჩქარე წყლის მიმართ არის 0,5 მ/წმ, ხოლო მდინარის დინების სიჩქარეა 0,3 მ/წმ. რა დრო მოანდომა ბიჭმა მდინარის გადაცურვას?
# 2472
ზღვაში ჰაერის ბუშტუკი ამოდის ფსკერიდან ზედაპირზე. რამდენჯერ გაიზრდება მისი დიამეტრი 150 მ სიღრმიდან 10 მ სიღრმეზე ამოსვლისას? ჩათვალეთ, რომ ატმოსფერული წნევა 10 მ სიმაღლის წყლის სვეტის წნევის ტოლია. ზღვაში სიღრმის მიხედვით წყლის ტემპერატურა უცვლელად მიიჩნიეთ.
# 2473
იდეალური აირი a მდგომარეობიდან b მდგომარეობაში გადაიყვანეს PV დიაგრამაზე ნაჩვენები ორი გზით. განსაზღვრეთ ამ ორ შემთხვევაში შესრულებულ მუშაობათა ფარდობა AI/AII.
# 2474
იპოვეთ მოცემული მასის აირის საწყისი ტემპერატურა, თუ მუდმივი მოცულობის პირობებში მისი 300C-ით გაცივებისას წნევა 10%-ით შემცირდა. ჩათვალეთ, რომ 00C=273K.
# 2475
F ფოკუსური მანძილის მქონე ლინზა ეკრანზე ქმნის საგნის 3-ჯერ გადიდებულ გამოსახულებას. იპოვეთ მანძილი ლინზასა და საგანს შორის.
# 2476
როდესაც გარე წინაღობა 3-ჯერ მეტია დენის წყაროს შიგა წინაღობაზე, მაშინ წრედში დენის ძალაა I . განსაზღვრეთ დენის ძალა მოკლე ჩართვისას.
# 2477
განსაზღვრეთ, როგორ შეიცვლება მოცემული მასის იდეალური აირის აბსოლუტური ტემპერატურა მოცულობის 4-ჯერ გაზრდისას, თუ მისი მდგომარეობის ცვლილებისას მუდმივი რჩება წნევისა და მოცულობის კვადრატის ნამრავლი, PV2=const.
# 2478
გარკვეული ძალების მოქმედებით ჭოჭონაქისა და სამი ძელაკის სისტემა მოძრაობს ჰორიზონტალურ ზედაპირზე ისე, როგორც გამოსახულია ნახატზე. ძაფები დაჭიმულია. პირველი ძელაკის აჩქარების მოდულია a1, ხოლო მეორე ძელაკის a2 (a2> a1). საითკენაა მიმართული მესამე ძელაკის აჩქარება და რისი ტოლია მისი მოდული?
# 2479
როდესაც ტვირთი ვერტიკალურად ზევით ააქვთ ორი უძრავი ჭოჭონაქის მეშვეობით ისე, რომ თოკის ბოლოებს აქვს მუდმივი v სიჩქარე (იხ. ნახ.), მაშინ ტვირთის მოძრაობის სიჩქარე a კუთხეზეა დამოკიდებული და არის:
# 2480
კვადრატის წვეროებში მდებარე ბურთულები v სიჩქარით მოძრაობენ კვადრატის ცენტრისკენ და აბსოლუტურად არადრეკადად ეჯახებიან ერთმანეთს. სამი ბურთულას მასაა m, ხოლო ერთის - 2m (იხ. ნახ.). საწყისი კინეტიკური ენერგიის რა ნაწილი გარდაიქმნა შინაგან ენერგიად შეჯახების შედეგად?
# 2481
ვექტორული ფიზიკური სიდიდეა:
# 2482
m მასის თანამგზავრი მოძრაობს R რადიუსის წრეწირზე M მასის დედამიწის გარშემო. რა მუშაობას ასრულებს თანამგზავრზე მოქმედი ძალა 900-ით მობრუნებისას? მსოფლიო მიზიდულობის მუდმივაა G.
# 2483
m0 მასისა და V0 მოცულობის სითხეში ცალ-ცალკე ჩაძირეს ხუთი სხეული, რომელთა მასები და მოცულობები ნაჩვენებია დიაგრამაზე. რომელი სხეულები დარჩა ჩაძირული სითხეში მათი გათავისუფლების შემდეგ?
# 2484
რამდენჯერ და როგორ შეიცვლება მათემატიკური ქანქარას მცირე რხევების პერიოდი, თუ ძაფზე დაკიდებული სხეულის მასას 4-ჯერ გავზრდით?
# 2485
გამბნევ ლინზაზე დაცემული სხივია 1. რომელი გამოსახავს სხივს ლინზაში გავლის შემდეგ?
# 2486
ოთხი ერთნაირი ბურთულა გაისროლეს ერთი და იმავე სიმაღლიდან სხვადასხვა მიმართულებით მოდულით ტოლი სიჩქარეებით (იხ. ნახ.). რომელ ბურთულას ექნება ყველაზე მეტი კინეტიკური ენერგია ჰორიზონტალურ ზედაპირზე დაცემისას? ჰაერის წინააღმდეგობის ძალა არ გაითვალისწინოთ.