ისტორია>გასული წლების ტესტები>2022 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 59
უფასო: 59
ფასიანი: 0
გვერდი 3 / 3
# 602 რომელი ფაქტია მართებული ნაპოლეონის ხელისუფლებაში ყოფნის შესახებ?
იმპერატორად კურთხევამდე ის პირველი კონსულის თანამდებობას იკავებდა;
ჟირონდისტების ხელისუფლების დამხობის შემდეგ ის დირექტორიის წევრი გახდა;
იაკობინელების ხელისუფლების დასრულების შემდეგ მან თავი დიქტატორად გამოაცხადა;
სახელმწიფოს მეთაურად არჩევამდე ის კონვენტის თავმჯდომარე იყო.
# 603 რომელი მსჯელობაა მართებული იტალიის გაერთიანების შესახებ?
ყველაფერი ჯუზეპე მაძინის გეგმის მიხედვით წარიმართა, რაც ძირითადად საფრანგეთის წინააღმდეგ ჯუზეპე გარიბალდის არმიის წარმატებულ მოქმედებას ემყარებოდა;
ძალიან მნიშვნელოვანი იყო კამილო კავურის როლი, ხოლო საბოლოოდ გაერთიანებული იტალიის სახელმწიფოს მეფე ვიტორიო ემანუელე II გახდა;
უმთავრეს პრობლემას ავსტრიის მიერ ოკუპირებული პაპის ოლქი წარმოადგენდა, მაგრამ რომის პაპის დახმარებითა და საფრანგეთის მხარდაჭერით მაინც მოხერხდა რომის გათავისუფლება;
ნეაპოლის სამეფოს მცდელობა, გაეერთიანებინა აპენინის ნახევარკუნძულზე არსებული სამეფოსამთავროები, პრუსიის აქტიური დახმარებით საბოლოოდ წარმატებით დასრულდა.
# 604 რა სახელწოდებით არის ცნობილი სამშვიდობო გეგმა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტმა წარადგინა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე?
უილსონის თოთხმეტი პუნქტი;
ტრუმენის დოქტრინა;
მარშალის გეგმა;
მონროს დოქტრინა.
# 605 პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული რომელი ორი დიდი სახელმწიფოს პოზიციამ იქონია გავლენა საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით ერთა ლიგის გადაწყვეტილებაზე?
აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის;
დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის;
საფრანგეთისა და ჩინეთის;
ჩინეთისა და აშშ-ს
# 606 რომელი ინფორმაციაა მართებული 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმის შესახებ?
მოსახლეობას უნდა დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია, სურდა თუ არა, რომ საქართველოში ჩატარებულიყო მრავალპარტიული არჩევნები;
ამომრჩევლებს პასუხი უნდა გაეცათ კითხვაზე, ეთანხმებოდა თუ არა საბჭოთა კავშირის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნებას;
მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა, უნდა გაგრძელებულიყო თუ არა 1978 წელს მიღებული კონსტიტუციის მოქმედება;
მოქალაქეებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე, სურდათ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.
# 607 რა იყო ფინიკიური ქალაქ-სახელმწიფოების განვითარების ერთ-ერთი შედეგი?
პალესტინაში ერთიანი სამეფოს ჩამოყალიბება;
ბერძენ მოლაშქრეთა თავდასხმების მოგერიება;
ხმელთაშუაზღვისპირეთის კოლონიზაცია;
ზღვაზე ეგვიპტელთა მეკობრეობის აღკვეთა.
# 608 რომელი ინფორმაციაა მართებული აქემენიანთა სახელმწიფოს შესახებ?
მცირე აზიის ბერძნული კოლონიების წინააღმდეგ დაწყებულ ომში კამბისმა გაიმარჯვა;
ხოსროს უშუალო მემკვიდრემ გააგრძელა მისი პოლიტიკა და ეგვიპტის სამეფო დაიპყრო;
პეროზმა შეწყვიტა დაპყრობითი ომები და თავდაცვით პოლიტიკაზე გადავიდა;
სახელმწიფოს უკანასკნელი მმართველი დარიოსი მაკედონელებთან ბრძოლაში დამარცხდა.
# 609 რომელი ინფორმაციაა მართებული ელინიზმის შესახებ?
ახალ სამეფოებს ბერძნულ-მაკედონური დინასტიები მართავდნენ;
ახალი ეპოქა ფილიპე მაკედონელის მიერ იმპერიის შექმნით დაიწყო;
ევროპაში სწრაფი გავრცელება დაიწყო აღმოსავლურმა კულტურამ;
დიადოქოსების შეთანხმებით პტოლემაიოსმა მცირე აზიაში ახალი სახელმწიფო დააარსა.
# 610 რა ფაქტი ადასტურებს ქართლის სამეფოს ვასალურ დამოკიდებულებას სასანიანთა ირანისადმი V საუკუნის მეორე ნახევარში?
შაჰის ბრძანებით ახლადაგებული თავდაცვითი ნაგებობების სისტემის მოშლა სამხრეთ საზღვარზე;
ქართლის მარზპანის დახმარება სომხეთსა და ალბანეთში აჯანყებულების წინააღმდეგ ბრძოლაში;
ქრისტიანობის პარალელურად ისლამის თავისუფლად ქადაგების დაშვება;
ქართლის მეფის მონაწილეობა ირანის ჯართან ერთად შუა აზიაში ლაშქრობაში.
# 611 რომელი სახელმწიფო დაამარცხეს მონღოლებმა საქართველოში პირველ შემოჭრამდე?
ხორეზმის სამეფო;
ბაღდადის საამირო;
რუმის სასულთნო;
დამასკოს სახალიფო
# 612 რა შედეგით დასრულდა XIV საუკუნეში გამართული კოსოვოს ბრძოლა?
ოსმალებს ევროპელმა რაინდებმა შეუტიეს და დუნაიზე გადასვლის საშუალება არ მისცეს;
ბიზანტიის იმპერატორი შეეცადა ოსმალების შეჩერებას, მაგრამ დამარცხდა;
ბულგარელებისა და ბერძნების გაერთიანებულ ჯართან ოსმალებმა მარცხი იწვნიეს;
ოსმალებს სერბთა ჯარი დაუპირისპირდა, მაგრამ ბრძოლაში ოსმალებმა გაიმარჯვეს.
# 613 რომელი ფაქტი უკავშირდება მარტინ ლუთერის სახელს?
ჰელიოცენტრული თეორიის შექმნა;
ბიბლიის გერმანულ ენაზე თარგმნა;
ანგლიკანური ეკლესიის დაფუძნება;
ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შემუშავება.
# 614 რა მიზეზით გაჭიანურდა ირანში ვახტანგ VI-ის ქართლის მეფედ დამტკიცება?
ვახტანგი დიდი ხანი ცხოვრობდა რუსეთში და ამიტომ შაჰი არ ენდობოდა;
შაჰი ოსმალეთიდან გამოსატყუებლად ქართლის ტახტს ვახტანგის ძმას ჰპირდებოდა;
ვახტანგი დიდი ხანი უარს ამბობდა რწმენის შეცვლასა და ისლამის მიღებაზე;
ვახტანგი უარს აცხადებდა შეეწყვიტა სავაჭრო ურთიერთობა ევროპასთან.
# 615 რომელი ევროპელი მონარქი არ მონაწილეობდა შვიდწლიან ომში?
პრუსიის მეფე ფრიდრიხ II;
საფრანგეთის მეფე ლუი XIV;
რუსეთის იმპერატორი ელიზავეტა I;
ავსტრიის იმპერატორი მარია-ტერეზა.
# 616 რომელი მსჯელობაა მართებული ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შესახებ?
ოსმალეთი აჭარას იმერეთის სამეფოს, ხოლო ჯავახეთს ქართლ-კახეთის სამეფოს უთმობდა;
იმერეთი რუსეთის იმპერიის პროტექტორატად ცხადდებოდა;
ოსმალები ფოთის ციხეს თმობდნენ, მაგრამ ის არც რუსებს არ უნდა დაეკავებინათ;
ოსმალეთი უარს აცხადებდა იმერეთიდან ხარკის აღებაზე
# 617 რა ეწოდება ევროპის დიდი სახელმწიფოების წარმომადგენელთა შეხვედრას, რომელზეც ნაპოლეონის ომების შემდგომი ევროპის მოწყობის საკითხები განიხილებოდა?
ბერლინის კონგრესი;
პარიზის კონფერენცია;
ვენის კონგრესი;
პოტსდამის კონფერენცია.
# 618 რა უკავშირდება გენერალ მოლტკეს მოღვაწეობას?
ესპანეთში მიმდინარე რეკონკისტას ხელმძღვანელობა;
ავსტრია-უნგრეთში სამხედრო რეფორმის გატარება;
გერმანიის გაერთიანებისთვის ბრძოლა;
საღვთო რომის იმპერიის გაძლიერება
# 619 რომელი მსჯელობაა მართებული იტალიის გაერთიანების შესახებ?
რუსეთის გამარჯვებამ ავსტრიასთან ომში გააადვილა ქალაქ ფლორენციის დაკავება იტალიის სამეფოს ჯარების მიერ და ეს გარდამტეხი აღმოჩნდა გაერთიანებისათვის ბრძოლაში;
საფრანგეთის გამარჯვებამ ავსტრია-უნგრეთთან ომში საშუალება მისცა იტალიის სამეფოს დაეკავებინა ქალაქი ნეაპოლი და ამით დასრულდა ქვეყნის გაერთიანება;
ავსტრიის მარცხმა ოსმალეთთან ომში შეასუსტა მისი პოზიციები ლომბარდიაში და ამით გაუადვილა იტალიის გაერთიანებულ სამეფოს დაეკავებინა ქალაქი მილანი;
საფრანგეთის მარცხმა პრუსიასთან შესაძლებელი გახადა ქალაქ რომის შეერთება იტალიის სამეფოსთან და ამით გაერთიანებისათვის ბრძოლა დასრულდა.
# 620 რის საფუძველზე გამოაცხადა საქართველოს უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს?
საყოველთაო რეფერენდუმის;
ახალი კონსტიტუციის;
პრეზიდენტის ბრძანების;
მთავრობის დადგენილების.
გვერდი 3 / 3