ისტორია>გასული წლების ტესტები>2021 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 75
უფასო: 75
ფასიანი: 0
გვერდი 3 / 4
# 661 რა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ავსტრიის იმპერიაში XIX საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს?
დაწესდა რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი;
გამოცხადდა ავსტრიის ფედერაციული სახელმწიფო;
დასრულდა ჰაბსბურგთა დინასტიის მმართველობა;
მარცხით დასრულდა უნგრელების დიდი აჯანყება.
# 662 რომელი მსჯელობაა მართებული გერმანიის გაერთიანების შესახებ?
ბრანდენბურგის პრემიერ-მინისტრის ოტო ბისმარკის გეგმის მოწონების შემდეგ საქსონიის მეფე სათავეში ჩაუდგა ბრძოლას გაერთიანებისათვის, რომელიც წარმატებით დასრულდა;
გენერალ მოლტკეს მიერ იტალიისა და საფრანგეთის დამარცხებამ საშუალება მისცა ბავარიის კრონპრინცს, გერმანიის გაერთიანება დაესრულებინა;
პრუსიის სამეფოს მეთაურობით დაწყებული პროცესი საბოლოოდ საფრანგეთის დამარცხების შემდეგ ვერსალში გერმანიის იმპერიის გამოცხადებით დასრულდა;
გერმანია-ავსტრიის კონფედერაციის ნაცვლად, გაცილებით ცენტრალიზებული რაინის კავშირის შექმნამ მნიშვნელოვნად განაპირობა საბოლოოდ გერმანიის გაერთიანება.
# 663 სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება?
გერმანიის ულტიმატუმმა, გაეწყვიტათ კავშირი რუსეთის კომუნისტურ ხელისუფლებასთან;
სამხრეთ კავკასიაში ჩატარებულმა საყოველთაო რეფერენდუმის შედეგებმა;
ოსმალეთის ჯარის შეტევის განახლებამ და სამხრეთ საქართველოს დაკავებამ;
რუსეთის იმპერიის დაშლის შესახებ ვერსალის კონფერენციაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ.
# 664 რა ეწოდება მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში დასავლეთის ფრონტზე გერმანიასა და ინგლისსაფრანგეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს?
სანგრების ომი;
ხანგრძლივი ომი;
უცნაური ომი;
უსისხლო ომი.
# 665 რომელი მოსაზრებაა მართებული 1956 წლის მარტის დასაწყისში თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ?
კონსტიტუციის ახალი პროექტიდან ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, ამოღებამ საპროტესტო აქციები გამოიწვია. ხელისუფლებამ მიტინგები ძალის გამოყენებით დაშალა;
მოსახლეობის პროტესტი პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების ზრდამ და ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია. საპასუხოდ ხელისუფლებამ მასობრივი რეპრესიები დაიწყო;
ქართული კულტურის ძეგლების დაცვის მოთხოვნით დაწყებული აქცია დიდ საპროტესტო მოძრაობაში გადაიზარდა. ხელისუფლებამ აქციის ლიდერები და აქტიური მონაწილეები დააპატიმრა;
საპროტესტო გამოსვლების მიზეზი გახდა სტალინის კულტის დაგმობა. ხელისუფლებამ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ჯარი გამოიყენა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
# 666 რომელი მსჯელობაა მართებული რომის მეფის ტარკვინიუსის შესახებ?
რომაელებმა ტარკვინიუსი უსამართლო და სასტიკი მმართველობის გამო დაამხეს;
ტარკვინიუსის რეფორმით რომაელები ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით დაყვეს;
რომაელები ტარკვინიუსის მმართველობისას გალებთან ბრძოლაში დამარცხდნენ;
ტარკვინიუსმა სათათბირო ორგანო - უხუცესთა საბჭო ანუ სენატი დააფუძნა.
# 667 რა ეწოდებოდა ფარნავაზის მიერ შემოღებულ სახელმწიფო თანამდებობას?
სატრაპი;
მარზპანი;
პიტიახში;
სპასპეტი.
# 668 რით გაითქვა სახელი ოდოაკრმა?
რომის კოლიზეუმის დანგრევით;
რომაელთა ერთგული მოკავშირეობით გალების წინააღმდეგ ომში;
დასავლეთ რომის იმპერიის დამხობით;
პირველი ბარბაროსული სახელმწიფოს შექმნით ჩრდილოეთ აფრიკაში.
# 669 რომელი ინფორმაციაა მართებული საქართველოში თურქ-სელჩუკთა პირველი ლაშქრობის შესახებ?
მტრის ჯარმა აიღო ჯავახეთში მდებარე ახალქალაქი;
სელჩუკები შემოიჭრნენ ქვემო ქართლში, მაგრამ დამარცხდნენ;
შიდა ქართლში შემოსულმა სელჩუკებმა თბილისი გაძარცვეს;
მტრის ჯარი კახეთს შეესია, მაგრამ ცივი ზამთრის გამო უკან გაბრუნდა.
# 670 რა შედეგით დასრულდა II ჯვაროსნული ლაშქრობა?
ჯვაროსნებმა ვერ შეძლეს ედესის დაბრუნება;
ანტიოქია ჯვაროსანთა ხელში გადავიდა;
ჯვაროსნებმა დააარსეს ტრიპოლის საგრაფო;
ჯვაროსნები დამარცხდნენ აკრასთან ბრძოლაში.
# 671 რა შედეგით დასრულდა 1465 წელს ფარავნის ტბასთან გამართული ბრძოლა?
მეფე დაიღუპა შავბატკნიან თურქმანებთან ბრძოლაში;
მეფე დამარცხდა ყვარყვარე ჯაყელთან ბრძოლაში;
გამარჯვებული უზუნ-ჰასანის ლაშქარმა დედაქალაქი აიღო;
ბაგრატ ერისთავმა თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა.
# 672 რა სახელითაა ცნობილი XVI საუკუნის II ნახევარში რუსეთსა და რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოს შორის მიმდინარე მრავალწლიანი ომი?
ჩრდილოეთის ომი;
ოცდაათწლიანი ომი;
ლივონიის ომი;
საღვთო ლიგის ომი.
# 673 რომელი ევროპელი მონარქი აწარმოებდა ხანგრძლივ ომს XVI საუკუნეში ნიდერლანდელი რევოლუციონერების წინააღმდეგ?
ესპანეთის მეფე ფილიპე II;
საფრანგეთის მეფე ლუი XIV;
ინგლისის მეფე ჰენრი VIII;
შვედეთის მეფე კარლოს XII.
# 674 რომელი მსჯელობა არ არის მართებული ქართლის სამეფოს შესახებ?
ქართლის მეფე ლუარსაბ I არ ემორჩილებოდა სეფიანთა ირანს და მას შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევდა;
ქართლის უკანასკნელი მეფის, თეიმურაზ II-ის, გარდაცვალების შემდეგ ქართლისა და კახეთის სამეფოები გაერთიანდა;
საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ქართლს შაჰის მიერ დამტკიცებული გამუსლიმებული ბაგრატიონები მართავდნენ;
ქართლის მეფე სვიმონ I ირანელთა წინააღმდეგ ომში დამარცხების შემდეგ სამეფო კართან ერთად რუსეთში გადასახლდა.
# 675 სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა ნაპოლეონის ეგვიპტური კამპანიის წარუმატებლობა?
საფრანგეთის სათავეში ნაპოლეონის მოწინააღმდეგე იაკობინელების მოსვლამ;
პირამიდებთან გამართულ ბრძოლაში ფრანგების დამარცხებამ მამლუქებთან;
ხმელთაშუა ზღვაში ინგლისელთა მიერ ფრანგული ფლოტის განადგურებამ;
ვენეციელთა ფლოტის მიერ მოწყობილმა საზღვაო ბლოკადამ.
# 676 რა იყო 1848 წლის საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი შედეგი?
აბსოლუტური მონარქიის აღდგენა;
მეორე რესპუბლიკის შექმნა;
საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმება;
პირველი იმპერიის დამხობა.
# 677 რა უკავშირდება ოტო ბისმარკის მოღვაწეობას?
გერმანიის გაერთიანება;
რაინის კავშირის შექმნა;
პრუსიის სამეფოს აღდგენა;
კონსტიტუციის შემუშავება.
# 678 რა შედეგი მოჰყვა რუსეთში 1917 წლის შემოდგომაზე მომხდარ ბოლშევიკურ გადატრიალებას?
მონარქიის დამხობა და პირველი მსოფლიო ომიდან გამოსვლა;
კომუნისტური ხელისუფლების დამხობა და სოციალისტური მთავრობის შექმნა;
დამფუძნებელი კრების მიერ საბჭოთა კონფედერაციის გამოცხადება;
დროებითი მთავრობის მოღვაწეობის შეწყვეტა და სამოქალაქო ომის დაწყება.
# 679 რომელი მსჯელობაა მართებული პოტსდამის კონფერენციის შესახებ?
ამ კონფერენციაზე პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ანტიჰიტლერული კოალიციის წევრი სახელმწიფოების მეთაურები;
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამართულ ამ პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე გადაწყდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნა;
ეს იყო მეორე მსოფლიო ომის დროს გამართული უკანასკნელი კონფერენცია, რომელზეც ანტიჰიტლერული კოალიციის წევრ სახელმწიფოთა მეთაურები შეიკრიბნენ;
მეორე მსოფლიო ომის წინ გამართულ ამ კონფერენციაზე დიდმა სახელმწიფოებმა უკანასკნელად სცადეს არსებული პრობლემების მშვიდობიანად მოგვარება.
# 680 რომელი მსჯელობაა მართებული „ვარშავის პაქტის“ შექმნის შესახებ?
აშშ-სა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან დაპირისპირებისას შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრი ევროპისა და აზიის ყველა სოციალისტური სახელმწიფო იყო;
მეორე მსოფლიო ომის ბოლოს აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი გავლენის განსამტკიცებლად სსრკმა შექმნა ეს სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია;
ცივი ომის დროს სსრკ-ის ინიციატივით შექმნილ ამ ორგანიზაციაში გაერთიანდნენ აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნები;
უნგრეთსა და ჩეხეთში მომხდარი ანტისაბჭოთა გამოსვლების შემდეგ სსრკ-მა შექმნა ეს ორგანიზაცია, რათა თავიდან აეცილებინა მსგავსი მოვლენები სხვა სოციალისტურ ქვეყნებში.
გვერდი 3 / 4