ისტორია>გასული წლების ტესტები>2021 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 75
უფასო: 75
ფასიანი: 0
გვერდი 2 / 4
# 641 სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა საქართველოს დაშლა სამეფო-სამთავროებად?
ყიზილბაშების შემოსევებმა და მტრის მიერ თბილისის დაპყრობამ;
ქართლისა და ჰერეთის ერისთავების მეფისადმი დაუმორჩილებლობამ;
იმერეთის ერისთავისა და სამცხის მთავრის განდგომამ;
მეფის დაღუპვამ თეთრბატკნიან თურქმანებთან ბრძოლაში.
# 642 რომელი ინფორმაციაა მართებული მოსკოვის დიდი მთავრის ივანე III-ის შესახებ?
ყაზანისა და ასტრახანის სახანოები დაიპყრო და მთელ ვოლგისპირეთს დაეუფლა;
დაასრულა მონღოლთა ბატონობა და ისინი საბოლოოდ განდევნა რუსეთიდან;
ბალტიის ზღვაზე გასასვლელი მოიპოვა და იქ ქალაქი სანქტ-პეტერბურგი დააარსა;
ექსპედიცია გააგზავნა შორეულ აღმოსავლეთში და ციმბირი რუსეთს შეუერთა.
# 643 სხვა მიზეზებთან ერთად, რამ გამოიწვია XVI საუკუნის II ნახევარში ანტვერპენის დაკნინება და მისი უწინდელი სავაჭრო მნიშვნელობის დაკარგვა?
ესპანელ ჯარისკაცთა მიერ ანტვერპენის აღებამ და ქალაქის სასტიკმა დარბევამ;
ინგლისელთა მიერ ანტვერპენის გაძარცვამ და ვაჭრების ლონდონში გადასახლებამ;
ანტვერპენში მომხდარმა ამბოხებამ და მდიდარ მოქალაქეთათვის ქონების ჩამორთმევამ;
ანტვერპენის ლუთერანთა ხელში გადასვლამ და ქალაქიდან კათოლიკეთა განდევნამ.
# 644 რომელი მსჯელობა არ არის მართებული ქართლ-კახეთის სამეფოს შესახებ?
ქართლ-კახეთის სამეფოში არსებობდა რეგულარული ლაშქარი - მორიგე ჯარი, რომელსაც ქვეყნის დაცვა და ლეკიანობის აღკვეთა ევალებოდა;
ირანელებმა აღა მაჰმად ხანის მეთაურობით კრწანისის ბრძოლაში ქართველები დაამარცხეს და თბილისი აიღეს;
გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთმა რუსეთის იმპერიის პროტექტორატი მიიღო, თუმცა შეინარჩუნა საშინაო დამოუკიდებლობა;
ასპინძის ბრძოლაში გაერთიანებულმა ქართულ-რუსულმა ლაშქარმა გაიმარჯვა და სამცხე ოსმალთა ბატონობისაგან გაათავისუფლა.
# 645 ვინ დაიკავა პირველი კონსულის თანამდებობა საფრანგეთში დირექტორიის დამხობის შემდეგ?
მაქსიმილიან რობესპიერმა;
ნაპოლეონ ბონაპარტმა;
ჟორჟ დანტონმა;
შარლ მორის დე ტალეირანმა.
# 646 სხვა ფაქტორებთან ერთად, შარლ X-ის რა გადაწყვეტილებამ შეუწყო ხელი 1830 წელს საფრანგეთში რევოლუციის დაწყებას?
აზიაში ახალი კოლონიური ომის დაწყებამ;
გენერალური შტატების არჩევნების გაუქმებამ;
კონსტიტუციის მიღებაზე ვეტოს დადებამ;
პრესის თავისუფლების აკრძალვამ
# 647 რომელი მსჯელობაა მართებული გერმანიის გაერთიანების შესახებ?
დანიასთან, ავსტრიასთან და საფრანგეთთან ომების შემდეგ პრუსიამ შეძლო გერმანული სახელმწიფოების გაერთიანება და შეიქმნა გერმანიის იმპერია;
პრუსიის მიერ ავსტრიის, საფრანგეთისა და იტალიის დამარცხებამ შესაძლებელი გახადა გერმანული სახელმწიფოების კონფედერაციის შექმნა;
გერმანიის გაერთიანებას ყველაზე მეტად საფრანგეთი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ინგლისთან დამარცხების შემდეგ ხელის შეშლა აღარ შეეძლო;
ავსტრიის მარცხმა რუსეთთან ომში საშუალება მისცა პრუსიას, გაერთიანების პროცესს ჩადგომოდა სათავეში და ის წარმატებით დაესრულებინა.
# 648 რა მოვლენამ გამოიწვია 1917 წლის მარტში რუსეთში დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება?
დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩაშლამ;
პირველ მსოფლიო ომში კაპიტულაციამ;
იმპერატორის გადადგომამ;
გლეხთა მასობრივმა აჯანყებებმა.
# 649 მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში რომელი სახელმწიფოს ერთობლივი ოკუპაცია მოახდინეს სსრკ-მ და ნაცისტურმა გერმანიამ?
პოლონეთის;
ფინეთის;
რუმინეთის;
ლატვიის.
# 650 რომელი მსჯელობაა მართებული „ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის - NATO“-ს შექმნის შესახებ?
ორგანიზაციის შექმნა განაპირობა კარიბის კრიზისის შემდეგ დაწყებულმა დაპირისპირებამ აშშ-სა და სსრკ-ს შორის და მისი მიზანი იყო კომუნიზმის გავრცელების შეჩერება;
ორგანიზაცია შეიქმნა XX საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს და მისი მიზანი იყო საბჭოთა კავშირის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხისაგან წევრი სახელმწიფოების დაცვა;
ორგანიზაცია ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის დროს როგორც, ანტიჰიტლერული კოალიცია და ომის შემდეგ მისი მიზანი გახდა, დემოკრატიული ფასეულობების დაცვა;
ორგანიზაცია დაფუძნდა XX საუკუნის 50-იან წლებში როგორც, დასავლეთ ევროპის ქვეყნების საპასუხო ნაბიჯი სსრკ-ის მიერ სოციალისტური ქვეყნების სამხედრო ბლოკის შექმნაზე.
# 651 ტრადიციის მიხედვით, ვის უკავშირდება სპარტაში კანონების ჩამოყალიბება?
კლისთენეს;
სოლონს;
პერიკლეს;
ლიკურგოსს.
# 652 რომელი მსჯელობაა მართებული ძვ. წ. 190 წელს რომის რესპუბლიკასა და სელევკიდების სამეფოს შორის გამართული ბრძოლის შედეგის შესახებ?
რომმა მცირე აზიის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილში მოიკიდა ფეხი;
სელევკიდების სამეფომ დროებით შეაჩერა რომის წინსვლა ბალკანეთისკენ;
სელევკიდების სამეფომ დაიბრუნა მანამდე დაკარგული ტერიტორიები;
რომმა და სელევკიდების სამეფომ უცვლელად დატოვეს ომამდე არსებული საზღვრები.
# 653 რომელი ინფორმაცია არ არის მართებული V საუკუნის დასავლეთ რომის იმპერიის ისტორიის შესახებ?
ბარბაროსთა მეთაურმა ოდოაკრმა იმპერატორი ჩამოაგდო;
ვანდალებმა რომი აიღეს და სასტიკად დაარბიეს;
ალარიხის წინამძღოლობით ვესტგოთები რომში შეიჭრნენ;
ჰუნებმა იმპერატორი ბრძოლის ველზე მოკლეს.
# 654 სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა ერწუხის ბრძოლა?
განძის ათაბაგის დაუმარცხებლად რთული იყო კახეთ-ჰერეთის დაცვა;
დავით აღმაშენებელს სურდა სელჩუკთა განდევნა ქვემო ქართლის ციხეებიდან;
შირვან-შაჰი უარს ამბობდა დავით აღმაშენებლის ყმადნაფიცობაზე;
დავით აღმაშენებელი ცდილობდა სომხეთის გათავისუფლებას სელჩუკთაგან.
# 655 სხვა მიზეზებთან ერთად, რამ გამოიწვია ლუი VII-სა და კონრად III-ის მეთაურობით ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობა?
ეგვიპტელების მიერ დამასკოს აღებამ;
მუსლიმთა მიერ ედესის საგრაფოს დაპყრობამ;
რუმის სულთნის მიერ ასკალონის ალყამ;
ჯვაროსნების მარცხმა აკრასთან ბრძოლაში.
# 656 რა მიზნით შეხვდა საქართველოს ელჩობა რომის პაპს 1460 წელს?
სადავო საეკლესიო-დოგმატურ საკითხებზე სამსჯელოდ;
ანტიოსმალური კოალიციის საკითხების შესათანხმებლად;
სეფიანთა ირანის აგრესიის გამო დახმარების სათხოვნელად;
ფერარა-ფლორენციის კრებაში მონაწილეობის მისაღებად
# 657 მოსკოვის რომელმა დიდმა მთავარმა მიიღო პირველად მეფის ტიტული?
ბორის გოდუნოვმა;
ვასილი IV შუისკიმ;
თევდორე I-მა;
ივანე IV მრისხანემ.
# 658 რა უკავშირდება ესპანეთის მეფის, ფილიპე II-ის სახელს?
პროტესტანტული რეფორმაციის მხარდაჭერა;
ამბოხებულ ნიდერლანდელებთან ხანგრძლივი ომი;
ამერიკაში პირველი ესპანური კოლონიების დაარსება;
პირენეის ნახევარკუნძულიდან არაბების საბოლოო განდევნა.
# 659 სხვა მიზეზებთან ერთად, რამ აიძულა საფრანგეთის მეფე ლუი XVI, მოეწვია გენერალური შტატები?
ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ფინანსურმა მდგომარეობამ;
ოცდაათწლიან ომში განცდილმა მარცხმა;
ჰუგენოტებთან დაპირისპირებით გამოწვეულმა კრიზისმა;
რომის პაპის მიერ საფრანგეთის მეფის ეკლესიიდან განკვეთამ.
# 660 რომელი მსჯელობაა მართებული სამცხე-საათაბაგოს შესახებ?
სამცხე-საათაბაგოს სამთავროს ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომადგენლები მართავდნენ;
ოსმალებმა თანდათანობით დაიპყრეს სამცხე-საათაბაგო და მის ადგილზე ახალციხის საფაშო დააარსეს;
ასპინძის ბრძოლაში ერეკლე II-მ გამუსლიმებული ათაბაგი დაამარცხა და სამცხე ქართლ-კახეთის სამეფოს შეუერთა;
სამცხე-საათაბაგო რუსეთის მფარველობაში შევიდა და ყოველი მომდევნო ათაბაგი იმპერატორს უნდა დაემტკიცებინა.
გვერდი 2 / 4