ისტორია>გასული წლების ტესტები>2021 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 75
უფასო: 75
ფასიანი: 0
გვერდი 1 / 4
# 621 სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა ურარტუს სამეფოს დასუსტება ძვ. წ. VIII საუკუნის IIნახევარში?
ჩრდილოეთიდან კიმერიელთა შემოჭრამ;
აღმოსავლეთისკენ დაძრული ჰუნების შემოსევებმა;
სამხრეთით მდებარე დიაოხის მეფეთა ლაშქრობებმა;
დასავლეთიდან მოსული „ზღვის ხალხების“ თავდასხმებმა.
# 622 სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა პომპეუსის ლაშქრობა აღმოსავლეთში ძვ.წ. I საუკუნეში?
პონტოს სამეფოს მცდელობამ წინ აღდგომოდა რომის სახელმწიფოს წინსვლას;
ალბანეთის სამეფოს ბრძოლამ რომის მოკავშირე სელევკიდების სახელმწიფოს წინააღმდეგ;
იბერიის სამეფოს მიერ კავკასიის გადმოსასვლელების გახსნამ მომთაბარე ტომებისთვის;
მიდიის სამეფოს მუდმივმა მარბიელმა თავდასხმებმა რომის აზიურ პროვინციებზე.
# 623 რომელი სამხედრო წარმატება უკავშირდება იმპერატორ იუსტინიანეს მმართველობას?
ფრანკების სახელმწიფოს დაპყრობა გალიაში;
ვანდალების სამეფოს განადგურება ჩრდილოეთ აფრიკაში;
ალანების განდევნა მდინარე დუნაის გადაღმა;
დედაქალაქზე ოსტგოთების თავდასხმების მოგერიება.
# 624 რა პრობლემები შეიქმნა ქვეყნის შიგნით დემეტრე I-ის მეფობისას?
მეფეს აუმხედრდნენ ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში და თბილისის ამირა;
საქართველოს სამეფოს ჩამოსცილდა ჯერ კახეთი, ხოლო შემდეგ ჰერეთი;
მეფის წინააღმდეგ გამოვიდა ჯერ მისი ძმა, შემდეგ კი უფროსი ძე;
სამხრეთ საქართველოს ერისთავებმა კავშირი დაამყარეს რუმის სულთანთან.
# 625 სხვა მიზეზებთან ერთად, რამ შეუწყო ხელი ჯვაროსნებს აეღოთ კონსტანტინოპოლი 1204 წელს?
იმპერატორის მარცხმა სელჩუკებთან ბრძოლაში;
ბრძოლამ ბიზანტიის საიმპერატორო ტახტისათვის;
ხატმებრძოლეობის გამო დაწყებულმა შიდა დაპირისპირებამ;
დედაქალაქში დაწყებულმა დიდმა აჯანყებამ
# 626 სხვა მიზეზებთან ერთად, რომელმა მოვლენამ აიძულა საქართველოს სამეფო კარი, ეღიარებინა მონღოლთა ბატონობა?
საქართველოს სამეფოს ტახტის მემკვიდრის ტყვედ ჩავარდნამ;
დასავლეთ საქართველოში მონღოლთა ლაშქრის გადასვლამ;
გადამწყვეტ ბრძოლაში მონღოლებთან დამარცხებამ;
ქართველი დიდებულების უმეტესობის მონღოლებთან დაზავებამ.
# 627 რა ეწოდებოდა პოლონეთის სამეფოსა და ლიტვის დიდი სამთავროს გაერთიანებულ სახელმწიფოს?
რეჩ პოსპოლიტა;
ვარშავის საჰერცოგო;
ბალტიის უნია;
ლივონიის კონფედერაცია
# 628 ვინ იყო ვილემ (ვილჰელმ) ორანელი?
ანგლიკანური ეკლესიის დამაარსებელი;
ნიდერლანდელი ამბოხებულების მეთაური;
გერმანიის ლუთერან თავადთა კავშირის ხელმძღვანელი;
საფრანგეთის პირველი მინისტრი და კარდინალი.
# 629 რომელი მსჯელობაა მართებული საფრანგეთის დიდი რევოლუციის შესახებ?
საფრანგეთის რევოლუციის მხარდამჭერთა ძირითად დასაყრდენს ვანდეის რეგიონი წარმოადგენდა;
რევოლუციის მოწინააღმდეგე ფრანგი მონარქისტები სანკიულოტების სახელით იყვნენ ცნობილი;
ნანტის ედიქტით საფრანგეთის მეფე ლუი XVI-მ რევოლუციონერთა ყველა მოთხოვნადააკმაყოფილა;
საფრანგეთის რევოლუციას პარიზში მდებარე ბასტილიის ციხის აღებამ დაუდო სათავე.
# 630 რომელი მსჯელობაა მართებული იმერეთის სამეფოს შესახებ?
ამასიის ზავის პირობების თანახმად, იმერეთის სამეფო ოსმალეთის გავლენის სფეროში მოექცა;
სოლომონ I-ის დამარცხებისა და ქვეყნიდან განდევნის შემდეგ რუსეთის იმპერატორმა იმერეთის სამეფო გააუქმა;
რუხის ბრძოლაში გამარჯვების შედეგად სოლომონ II-მ ოსმალები იმერეთის ყველა ციხიდან განდევნა;
ქუჩუკ-კაინარჯის ზავის თანახმად, იმერეთის სამეფო რუსეთის იმპერიის მფარველობაში შევიდა.
# 631 რომელ ქვეყანაში არ განვითარდა 1848-1849 წლებში რევოლუციური მოვლენები?
ავსტრიაში;
გერმანიაში;
ესპანეთში;
საფრანგეთში
# 632 რომელი სახელმწიფოს ხელმძღვანელობით გაერთიანდა გერმანია?
ავსტრიის იმპერიის;
საქსონიის სამეფოს;
ვაიმარის რესპუბლიკის;
პრუსიის სამეფოს.
# 633 რომელი მსჯელობაა მართებული 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების თაობაზე?
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შექმნილმა ახალმა ვითარებამ და რამდენიმე იმპერიის დაშლამ ხელი შეუწყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას;
რუსეთში განვითარებულმა მოვლენებმა და პირველი მსოფლიო ომის ბოლოს შექმნილმა ვითარებამ განაპირობა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება;
ერთა ლიგის შექმნამ მსოფლიოში დეკოლონიზაციის პროცესის გააქტიურება გამოიწვია, რასაც შედეგად ახალი სახელმწიფოების შექმნა მოჰყვა და მათ შორის იყო საქართველოც;
ვერსალის საზავო კონფერენციის შემდეგ შექმნილმა ახალმა რეალობამ საშუალება მისცა დაპყრობილ ერებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ.
# 634 რომელი მსჯელობაა მართებული მეორე მსოფლიო ომში ქართველების მონაწილეობასთან დაკავშირებით?
ომის დაწყების შემდეგ ნახევარ მილიონზე მეტი ქართველი გაიწვიეს საბჭოთა ჯარში. ქართველების ნაწილი იბრძოდა გერმანიის მხარესაც, ხოლო პოლიტიკურ ემიგრაციაში აზრი ორად იყო გაყოფილი;
საბჭოთა არმიაში მილიონზე მეტი ქართველი იბრძოდა. ამავე დროს გერმანელებმა ქართველი ტყვეებისაგან ჩამოაყალიბეს კავკასიის გათავისუფლების არმია, რომელიც აქტიურად იბრძოდა სტალინგრადის ბრძოლაში;
ომის მონაწილე ქართველთა უმეტესობა წითელი არმიის რიგებში იბრძოდა, თუმცა მთელმა ქართულმა ემიგრაციამ მხარი ნაცისტურ გერმანიას დაუჭირა და უცხოეთში მყოფ ქართველთაგან სამხედრო შენაერთების შექმნა დაიწყო;
წითელ არმიაში ასობით ათასი ქართველი იბრძოდა, მათი ნაწილი ტყვედ ჩავარდა და მათზე ქართული ემიგრაცია ზრუნავდა, რომელიც ამ ომის დროს აქტიურად უჭერდა მხარს საბჭოთა კავშირს
# 635 რომელი მსჯელობაა მართებული 1989 წლის აპრილის დასაწყისში თბილისში განვითარებული მოვლენების თაობაზე?
დაპატიმრებული დისიდენტების გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული აქცია დიდ საპროტესტო მოძრაობად იქცა. ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ საჯარისო ნაწილები გამოიყვანა;
აქციების მთავარი მოთხოვნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა იყო. საპასუხოდ ხელისუფლებამ მასობრივი რეპრესიები განახორციელა;
აქციების მთავარი მოთხოვნა საქართველოს დამოუკიდებლობა იყო. ხელისუფლებამ მომიტინგეები ძალის გამოყენებით დაარბია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა;
ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულმა ანტიქართულმა პოლიტიკამ მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. ხელისუფლებამ მასობრივ რეპრესიებს მიმართა.
# 636 რომელი მსჯელობაა მართებული ძველი ეგვიპტის სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესახებ?
ფინიკიური ახალშენების დაარსებამ და იქ არსებულმა საქალაქო ცხოვრებამ ადგილობრივ მოსახლეობას სოციალური ორგანიზებისკენ უბიძგა;
მომთაბარე ჰიქსოსების მუდმივი თავდასხმების მოგერიებას მოსახლეობის მობილიზება და ლიდერის აქტიურობა სჭირდებოდა;
სატაძრო ქალაქების დაარსების შემდეგ მათ ირგვლივ არსებული სამიწათმოქმედო სავარგულების დამუშავებას ქურუმები უწევდნენ ორგანიზებას;
მდინარე ნილოსის წყალდიდობისას პერიოდულად დატბორილი ტერიტორიების ათვისება მოსახლეობისგან ორგანიზებულ შრომას მოითხოვდა.
# 637 რომელი მსჯელობაა მართებული აქემენიანთა ირანისა და კოლხების ურთიერთობის შესახებ?
აქემენიანთა ირანმა მთლიანად დაიპყრო კოლხების ქვეყანა და ის უშუალოდ ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილა;
კოლხების ნაწილი აქემენიანთა ირანს ძღვენს უხდიდა და ამით ფაქტობრივ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა;
აქემენიანთა ირანმა, მიუხედავად ხანგრძლივი ბრძოლისა, ვერ დაიმორჩილა კოლხები და ისინი რომის გავლენის სფეროში დარჩნენ;
კოლხებმა და აქემენიანთა ირანმა დადეს სამოკავშირეო ხელშეკრულება პონტოს სამეფოს წინააღმდეგ.
# 638 რომელი ისტორიული მოვლენა უკავშირდება ბარბაროსთა ბელადის, ალარიხის სახელს?
იმპერიის დედაქალაქის, რომის აღება;
აღმოსავლეთ რომის იმპერიის დაცემა;
კატალაუნის ველზე რომაელთა დამარცხება;
ბრძოლისას რომის იმპერატორის დატყვევება.
# 639 რა ღონისძიებას მიმართა გიორგი II-მ „დიდი თურქობის“ აღსაკვეთად?
ელჩი გააგზავნა კონსტანტინოპოლში დახმარების სათხოვნელად;
სასტიკი ბრძოლა გაუმართა სულთნის ჯარს ჯავახეთში;
ჩავიდა სულთანთან და მორჩილების სანაცვლოდ, ზავი ითხოვა;
სამოკავშირეო ხელშეკრულება გააფორმა კახეთ-ჰერეთის მეფესთან.
# 640 რა იყო II ჯვაროსნული ლაშქრობის მიზანი?
ბაღდადის აღება;
ეგვიპტის დაპყრობა;
ედესის გათავისუფლება;
ანტიოქიის დამორჩილება.
გვერდი 1 / 4