ისტორია>გასული წლების ტესტები>2019 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 58
უფასო: 58
ფასიანი: 0
გვერდი 1 / 3
# 756 რა გამოიწვია აქემენიანთა სახელმწიფოს მიერ ეგეოსის ზღვისპირეთის დაპყრობამ?
პუნიკური ომების გაგრძელება;
ფინიკიური კოლონიზაციის დასაწყისი;
მიდიის სამეფოს ჩამოყალიბება;
ბერძნებთან ომების წამოწყება.
# 757 რომელი ისტორიული პროცესის შედეგია ასახული რუკაზე?
ასურეთის სამეფოს გაძლიერების;
ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების;
სელევკიდების სამეფოს ჩამოყალიბების;
კიროს დიდის დაპყრობების.
# 758 რომელი მსჯელობაა მართებული ოქტავიუსის მიერ რომის რესპუბლიკის მმართველობაში განხორციელებული ცვლილების შესახებ?
დაშალა სენატი;
შემოიღო ტეტრარქია;
დაამკვიდრა პრინციპატი;
გააუქმა დომინანტი.
# 759 რას მოელოდა ირანის შაჰი ბიზანტიის წინააღმდეგ გუბაზ II-ის მოკავშირეობის სანაცვლოდ?
შავ ზღვაზე გასასვლელის მოპოვებას;
ისლამის თავისუფლად გავრცელებას;
დარიალის გასასვლელის გაკონტროლებას;
ოქროს საბადოების დაუფლებას.
# 760 რომელი მსჯელობაა მართებული არაბთა სახალიფოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით?
სახალიფოში შენარჩუნდა ირანული ტრადიციები, რადგან პირველი ვეზირი ალ-მულქი ირანელი იყო;
ისლამსა და სახელმწიფოს ერთდროულად ეყრებოდა საფუძველი, რადგან ამ პროცესებს მუჰამედი წარმართავდა;
სახელმწიფოს ჩამოყალიბება მეზობელი ხალხების თავდასხმების მოგერიების აუცილებლობამ განაპირობა;
სახალიფოს ჩამოყალიბების შედეგად შეწყდა ისლამში არსებული დაპირისპირებით გამოწვეული შინაომები.
# 761 რა ევალებოდა დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილ „მსტოვართა“ უწყებას?
დიპლომატიური ურთიერთობის წარმართვა;
მომთაბარეთა თავდასხმის სწრაფი მოგერიება;
სახელმწიფოს მტრების გამომჟღავნება;
სამეფო კარზე ეტიკეტის დაცვა.
# 762 რომელ მონღოლურ სახელმწიფოებს შორის მიმდინარე ომის ასპარეზად იქცა საქართველო XIII საუკუნეში?
ოქროს ურდოსა და ილხანთა საყაენოს;
ილხანთა საყაენოსა და ჩაღათაის სახანოს;
ჩაღათაის სახანოსა და ჯუჩის ულუსს;
ჯუჩის ულუსსა და ოქროს ურდოს
# 763 სხვა მიზეზებთან ერთად რამ განაპირობა 1302 წელს საფრანგეთში წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოს - გენერალური შტატების, მოწვევა?
საზოგადოებაში გამოწვეულმა სოციალურმა დაპირისპირებამ;
მეფესა და რომის პაპს შორის არსებულმა კონფლიქტმა;
ესპანეთთან ომის პირველ ეტაპზე განცდილმა მარცხმა;
ბარონებს შორის დაუსრულებელმა ომებმა.
# 764 რომელი კულტურული ტრადიციის აღორძინებას გულისხმობდა XIV საუკუნეში იტალიაში ჩასახული მიმდინარეობა - რენესანსი?
გოთური;
მავრიტანული;
ანტიკური;
კელტური.
# 765 ვისი ზედწოდება უკავშირდება ახალი ოსმალური სამართლებრივი სისტემის შექმნას?
სულეიმან I-ის;
ბაიაზეთ I-ის;
სელიმ II-ის;
მურად II-ის.
# 766 რომელი მსჯელობაა მართებული შაჰის მიერ სიმონ I-ის ტყვეობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით?
ხანგრძლივი ტყვეობის შემდეგ სიმონმა ისლამი მიიღო, ამიტომ გაათავისუფლეს და ქართლის ამირად დაადგინეს;
ირანში იცოდნენ, რომ სიმონი ქართლში დაბრუნების შემდეგ ოსმალების წინააღმდეგ იბრძოლებდა და ამიტომ გაათავისუფლეს;
ქართლ-კახეთში დაწყებულმა აჯანყებამ აიძულა შაჰი, მძევლად მყოფი სიმონი გაეთავისუფლებინა;
ირანში ქართლის მოკავშირე რუსეთის მეფის თხოვნას ანგარიში გაუწიეს და სიმონ მეფე გაათავისუფლეს.
# 767 რა წვლილი შეიტანეს XVII საუკუნის საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მისიონერებმა საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო სფეროში?
დააარსეს სკოლები;
დაბეჭდეს სახელმძღვანელოები;
აღადგინეს აკადემია;
ჩამოიყვანეს ევროპელი მასწავლებლები.
# 768 რა უკავშირდება ლუი XIV-ის სახელს?
რეფორმაცია;
აბსოლუტიზმი;
კოლონიური ომები;
განმანათლებლობა.
# 769 რა ღვაწლი მიუძღვის ანთიმოზ ივერიელს ქართული კულტურის განვითარებაში?
ხელმძღვანელობდა „სწავლულ კაცთა“ კომისიას;
შეიმუშავა ქართული ენის ახალი სამწერლობო ნორმები;
მისი ხელმძღვანელობით გადაიწერა „ვეფხისტყაოსანი“;
მისი დახმარებით თბილისში გაიხსნა პირველი სტამბა.
# 770 სად დაამარცხა იმერეთის მეფის ლაშქარმა ოსმალეთიდან გამოგზავნილი ჯარი 1757 წელს?
სოხოისტასთან;
ფარცხისთან;
ხრესილთან;
მურჯახეთთან
# 771 რა ეწოდებოდა ორგანოს, რომელმაც 1791 წელს მიიღო საფრანგეთის პირველი კონსტიტუცია?
დამფუძნებელი კრება;
კონსულთა საბჭო;
დირექტორია;
ეროვნული ხსნის კომიტეტი.
# 772 რა მიზანს ისახავდა ნაპოლეონი „კონტინენტური ბლოკადის“ გამოცხადებით?
რუსეთის სრულ იზოლაციას;
ინგლისის ეკონომიკურ დასუსტებას;
ავსტრიის პოლიტიკურ დაქვემდებარებას;
პრუსიის გავლენის შემცირებას.
# 773 რომელი მსჯელობაა მართებული რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობის თაობაზე?
იმპერატორმა პავლე I-მა გიორგი XII-ის გარდაცვალებისთანავე მოაწერა ხელი სამეფოს გაუქმების მანიფესტს, რომელიც გამოქვეყნდა ქართულ გაზეთებში;
იმპერატორმა ეკატერინე I-მა გიორგი XII-ის გარდაცვალებამდე გამოსცა სამეფოს გაუქმების მანიფესტი და ქართველ თავადებს მის ერთგულებაზე დაფიცება უბრძანა;
იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა რუსეთში გაიწვია სამეფოს დროებითი მმართველი დავით გიორგის ძე და ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმებულად გამოაცხადა;
იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მეფედ არ დაამტკიცა სამეფოს გამგებლად გამოცხადებული დავით გიორგის ძე და გამოსცა სამეფოს გაუქმების მანიფესტი.
# 774 რომელი მსჯელობაა მართებული იმერეთის სამეფოს გაუქმების შესახებ?
გენერალმა ციციანოვმა 1804 წელს დაიკავა ქუთაისი და იმერეთის სამეფო გაუქმებულად გამოაცხადა;
რუსეთმა 1810 წელს სამეფო გააუქმა, ხოლო სოლომონ II იძულებული გახდა ოსმალეთში გადახვეწილიყო;
რუსეთმა დაარღვია სოლომონ I-თან დადებული ხელშეკრულება და 1810 წელს მას ტახტი ჩამოართვა;
გენერალი ტორმასოვი ჯარით შეიჭრა იმერეთში 1804 წელს და მეფე აიძულა ტრაპიზონში გახიზნულიყო
# 775 სხვა მოვლენებთან ერთად რამ მისცა ბიძგი XIX საუკუნის 60-იან წლებში ამერიკის კონფედერაციული შტატების შექმნას?
გენერალ რობერტ ლის ამბოხებამ;
სამხრეთის შტატებში რეზერვაციების გაუქმებამ;
პრეზიდენტად აბრაამ ლინკოლნის არჩევამ;
ჩრდილოეთის შტატებში აბოლიციონისტების დევნამ.
გვერდი 1 / 3