ისტორიაგასული წლების ტესტები2019 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)
სულ კითხვა: 58
უფასო: 58
ფასიანი: 0
# 756
რა გამოიწვია აქემენიანთა სახელმწიფოს მიერ ეგეოსის ზღვისპირეთის დაპყრობამ?
# 757
რომელი ისტორიული პროცესის შედეგია ასახული რუკაზე?
# 758
რომელი მსჯელობაა მართებული ოქტავიუსის მიერ რომის რესპუბლიკის მმართველობაში განხორციელებული ცვლილების შესახებ?
# 759
რას მოელოდა ირანის შაჰი ბიზანტიის წინააღმდეგ გუბაზ II-ის მოკავშირეობის სანაცვლოდ?
# 760
რომელი მსჯელობაა მართებული არაბთა სახალიფოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით?
# 761
რა ევალებოდა დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილ „მსტოვართა“ უწყებას?
# 762
რომელ მონღოლურ სახელმწიფოებს შორის მიმდინარე ომის ასპარეზად იქცა საქართველო XIII საუკუნეში?
# 763
სხვა მიზეზებთან ერთად რამ განაპირობა 1302 წელს საფრანგეთში წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოს - გენერალური შტატების, მოწვევა?
# 764
რომელი კულტურული ტრადიციის აღორძინებას გულისხმობდა XIV საუკუნეში იტალიაში ჩასახული მიმდინარეობა - რენესანსი?
# 765
ვისი ზედწოდება უკავშირდება ახალი ოსმალური სამართლებრივი სისტემის შექმნას?
# 766
რომელი მსჯელობაა მართებული შაჰის მიერ სიმონ I-ის ტყვეობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით?
# 767
რა წვლილი შეიტანეს XVII საუკუნის საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მისიონერებმა საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო სფეროში?
# 768
რა უკავშირდება ლუი XIV-ის სახელს?
# 769
რა ღვაწლი მიუძღვის ანთიმოზ ივერიელს ქართული კულტურის განვითარებაში?
# 770
სად დაამარცხა იმერეთის მეფის ლაშქარმა ოსმალეთიდან გამოგზავნილი ჯარი 1757 წელს?
# 771
რა ეწოდებოდა ორგანოს, რომელმაც 1791 წელს მიიღო საფრანგეთის პირველი კონსტიტუცია?
# 772
რა მიზანს ისახავდა ნაპოლეონი „კონტინენტური ბლოკადის“ გამოცხადებით?
# 773
რომელი მსჯელობაა მართებული რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობის თაობაზე?
# 774
რომელი მსჯელობაა მართებული იმერეთის სამეფოს გაუქმების შესახებ?
# 775
სხვა მოვლენებთან ერთად რამ მისცა ბიძგი XIX საუკუნის 60-იან წლებში ამერიკის კონფედერაციული შტატების შექმნას?