ისტორია>გასული წლების ტესტები>2018 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 58
უფასო: 58
ფასიანი: 0
გვერდი 2 / 3
# 834 რა იყო 1812 წელს გამართული ბოროდინოს ბრძოლის ერთ-ერთი შედეგი?
ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა კაპიტულაციას
რუსეთი შეუერთდა კონტინენტურ ბლოკადას
ნაპოლეონ I-მა გასცა უკანდახევის ბრძანება
ფრანგებმა დაიკავეს მოსკოვი
# 835 რა იყო საქართველოში რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკის ერთ-ერთი გამოვლინება?
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება
ქართველთათვის სამხედრო სამსახურის სრული აკრძალვა
ქართულ სამეფოებში არსებული წარმომადგენლობითი ორგანოების გარეკვა
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული სამეფო რეზიდენციების დანგრევა
# 836 რა იყო 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ ბერლინში ხელმოწერილი საზავოხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა?
ბათუმი ცხადდებოდა თავისუფალ სავაჭრო ქალაქად
სოხუმი გადადიოდა რუსეთის იმპერიის გამგებლობაში
ფოთი ინარჩუნებდა დამოუკიდებელი ქალაქის სტატუსს
ტრაპიზონი უბრუნდებოდა ოსმალეთის იმპერიას
# 837 რა იყო 1917 წლის ნოემბერში თბილისში შეკრებილი ეროვნული ყრილობის მუშაობის ერთ-ერთიშედეგი?
ეროვნული საბჭოს არჩევა
პარიტეტული კომიტეტის დაფუძნება
რევოლუციური კომისარიატის შექმნა
დამფუძნებელი კრების არჩევნების დანიშვნა
# 838 რას ითვალისწინებდა 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშიგანხორციელებული აგრარული რეფორმა?
ფერმერებისაგან ზედმეტი მიწის ფართობის გამოსყიდვას
კერძო მფლობელობაში არსებული მიწის სრულ ნაციონალიზაციას
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართობის კერძო საკუთრებაში გადაცემას
კერძო მფლობელობაში არსებული მიწების ბაზაზე კოლმეურნეობების შექმნას
# 839 რა ეწოდებოდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დაწყებული ეროვნულგამათავისუფლებელიმოძრაობის ერთ-ერთ ხელმძღვანელ ორგანოს?
არალეგალური საბჭო
თავისუფლების კომიტეტი
ეროვნული კავშირი
სამხედრო ცენტრი
# 840 სად განიცადა ყველაზე დიდი ზარალი ქართულმა საბჭოთა დივიზიებმა მეორე მსოფლიო ომისდროს?
ქერჩისთვის ბრძოლისას
სტალინგრადის დაცვისას
ბერლინის აღებისას
ლენინგრადის ბლოკადისას
# 841 რას გულისხმობდა ცივი ომის დროს შემუშავებული „ტრუმენის დოქტრინა“?
აფრიკასა და აზიაში დეკოლონიზაციის პროცესის შეჩერებას
სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ეკონომიკურ ბლოკადას
თავისუფალი ერების ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას
განვითარებად ქვეყნებში მემარცხენე მთავრობების მხარდაჭერას
# 842 რა მოიმოქმედა სსრკ-ს ხელმძღვანელობამ, როდესაც უნგრეთში 1956 წელს ანტისაბჭოთაგამოსვლები დაიწყო?
ჯარის ნაწილები შეიყვანა ბუდაპეშტში
განახორციელა ქვეყნის სრული ეკონომიკური ბლოკადა
მოითხოვა უნგრეთის გარიცხვა ვარშავის ხელშეკრულებიდან
დასავლეთის სახელმწიფოების ზეწოლის შედეგად ცნო უნგრეთის დამოუკიდებლობა
# 843 სხვა მიზეზებთან ერთად, რამ შეუწყო ხელი ჰიქსოსების მიერ ეგვიპტის დაპყრობას?
უპირატესობამ სამხედრო იარაღისა და საჭურველის მხრივ
რელიგიური რეფორმის შემდეგ წარმოქმნილმა შიდა დაპირისპირებამ
ეგვიპტის კულტურულ-ეკონომიკურმა ჩამორჩენილობამ
დიდი პირამიდების მშენებლობაზე მომუშავე მონათა აჯანყებამ
# 844 რომელ კუნძულზე მიმდინარეობდა ბრძოლები პელოპონესის ომის ერთ-ერთ ეტაპზე?
სარდინიაზე
მალტაზე
სიცილიაზე
კორსიკაზე
# 845 რომელი გამოთქმა ეკუთვნის რომის რესპუბლიკის სენატორ კატონს?
„წილი ნაყარია“
„მიველ, ვნახე, გავიმარჯვე“
„კართაგენი უნდა დაინგრეს“
„ცის კაბადონზე ორი მზე ვერ იქნება“
# 846 რომელი რომაელი სარდლების წინააღმდეგ მოუწია ბრძოლა მითრიდატე VI ევპატორს?
მარიუსისა და სულას
სულასა და პომპეუსის
პომპეუსისა და კრასუსის
კრასუსისა და მარიუსის
# 847 რა ეწოდებოდა ქართლის უზენაეს მმართველს VI-VII საუკუნეების მიჯნაზე?
სპასპეტი
ერისმთავარი
პიტიახში
მამფალი
# 848 ვინ დაამარცხა არაბები პუატიეს ბრძოლაში 732 წელს?
პიპინ მოკლემ
ლუი ღვთისმოსავმა
ფილიპე ლამაზმა
კარლოს მარტელმა
# 849 რა მიუთითებს დემეტრე I-ის მეფობისას სამეფოს შიგნით არსებულ დაძაბულ ვითარებაზე?
სამეფო ოჯახის წევრების გამოსვლები მეფის წინააღმდეგ
მეფის დაპირისპირება თბილისის თვითმმართველ კომუნასთან
სამეფო დარბაზის წევრთა მიერ მეფისთვის დაუმორჩილებლობის გამოცხადება
დიდოელთა და ფხოველთა მიერ აღმოსავლეთ საქართველოს მთაში დაწყებული ამბოხი
# 850 რის საფუძველზე აცხადებდა გიორგი III-ის წინააღმდეგ ამბოხებული დემნა უფლისწული ტახტზეპრეტენზიას?
გიორგი III-ის ნახევარძმა იყო
სამეფო დარბაზის საგანგებო გადაწყვეტილების
გიორგი III-ის უფროსი ძმის შვილი იყო
ხელმწიფის კარის გარიგების
# 851 რით არის მნიშვნელოვანი 1265 წელი ინგლისის ისტორიაში?
დასრულდა ანგლიკანური რეფორმაცია
ტახტზე ავიდა ახალი სამეფო დინასტია
დაარსდა კემბრიჯის უნივერსიტეტი
შეიკრიბა პირველი პარლამენტი
# 852 რა იყო მონღოლთა მიერ XIII საუკუნის შუა ხანებში ჩატარებული აღწერის ერთ-ერთი მიზანი?
ომების შედეგად მიღებული ზარალის აღნუსხვა
მოპოვებული ალაფის სამართლიანი განაწილება
საგადასახადო სისტემის მოწესრიგება
სახელმწიფოში არსებული კონფესიური ვითარების გარკვევა
# 853 რა ვერ აიცილა თავიდან მეფე გიორგი VIII-მ XV საუკუნის შუა ხანებში?
ერთიანი სამეფოს დაშლა
მომთაბარეთა ჩამოსახლება
ოსმალთა შემოსევები
საეკლესიო განხეთქილება
გვერდი 2 / 3