ისტორიაგასული წლების ტესტები2018 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)
სულ კითხვა: 58
უფასო: 58
ფასიანი: 0
# 814
რამ განაპირობა ძვ.წ. XIV საუკუნეში ეგვიპტეში ახალი დედაქალაქის - ახეტატონის დაარსება?
# 815
რა იყო პელოპონესის ომის უმთავრესი მიზეზი?
# 816
რატომ ეწოდა რომის რესპუბლიკის ცნობილ სარდალ სციპიონს „აფრიკელი“?
# 817
რომელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა სულა?
# 818
რა ტიტული მიანიჭა ბიზანტიის იმპერატორმა ქართლის პირველ ერისმთავარს VI საუკუნის IIნახევარში?
# 819
რა გზით მოხვდნენ არაბები დასავლეთ ევროპაში 711 წელს?
# 820
რა მიუთითებს საქართველოს სამეფოს პოზიციების შესუსტებაზე დემეტრე I-ის მეფობისას?
# 821
რა მიუთითებს საქართველოს სამეფოს პოზიციების გაძლიერებაზე გიორგი III-ის მეფობისას?
# 822
რა ვითარებაში მიიღეს ინგლისში „თავისუფლების დიდი ქარტია“ 1215 წელს?
# 823
სხვა მიზეზებთან ერთად, რამ გაუადვილა მონღოლებს საქართველოს დაპყრობა?
# 824
რა მოვლენამ გააუარესა საერთაშორისო მდგომარეობა საქართველოსთვის XV საუკუნის შუახანებში?
# 825
რით იყო მნიშვნელოვანი XVI საუკუნის II ნახევარში მომხდარი ლეპანტოს ბრძოლა?
# 826
რა მიზნით შეიქმნა იეზუიტთა ორდენი?
# 827
ვინ იყო „ბართლომეს ღამის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი?
# 828
ვისა და ვის შორის დაპირისპირებამ გამოიწვია სამოქალაქო ომი ინგლისში XVII საუკუნის 40-იანწლებში?
# 829
16. რა იყო კარდინალ რიშელიეს მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი?
# 830
რომელი სახელმწიფოს ქვეშევრდომები იწყებენ ჩრდილოეთ ამერიკის აქტიურ კოლონიზაციასXVII საუკუნეში?
# 831
რა უკავშირდება მეფე ვახტანგ VI-ის სახელს?
# 832
ვინ იყო პირველი ენციკლოპედიის შექმნისა და გამოცემის ინიციატორი?
# 833
რა იყო მორიგე ჯარის საქმიანობის ერთ-ერთი შედეგი?