ისტორია>გასული წლების ტესტები>2018 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 58
უფასო: 58
ფასიანი: 0
გვერდი 1 / 3
# 814 რამ განაპირობა ძვ.წ. XIV საუკუნეში ეგვიპტეში ახალი დედაქალაქის - ახეტატონის დაარსება?
ნილოსის დინების ცვლილებამ
ფარაონის რელიგიურმა რეფორმამ
ქურუმთა წინასწარმეტყველებამ
ახალი დინასტიის გამეფებამ
# 815 რა იყო პელოპონესის ომის უმთავრესი მიზეზი?
დაპირისპირება კორინთოსა და ლაკედემონს შორის
გაძლიერებული მაკედონიის სამეფოს აგრესიული პოლიტიკა
ბრძოლა პირველობისთვის ათენსა და სპარტას შორის
სპარსელთა ბალკანეთში გაბატონების სურვილი
# 816 რატომ ეწოდა რომის რესპუბლიკის ცნობილ სარდალ სციპიონს „აფრიკელი“?
სციპიონთა საგვარეულო წარმოშობით აფრიკიდან იყო
მისი ლეგიონერების უმრავლესობა აფრიკელი იყო
დაიპყრო აფრიკაში მდებარე უკანასკნელი ელინისტური სახელმწიფო
მეორე პუნიკური ომის დროს დიდ წარმატებას მიაღწია აფრიკაში
# 817 რომელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა სულა?
ეგვიპტის
მაკედონიის
პონტოს
სელევკიდების
# 818 რა ტიტული მიანიჭა ბიზანტიის იმპერატორმა ქართლის პირველ ერისმთავარს VI საუკუნის IIნახევარში?
მაგისტროსის
კურაპალატის
ნოველისიმოსის
სევასტოსის
# 819 რა გზით მოხვდნენ არაბები დასავლეთ ევროპაში 711 წელს?
ჩრდილოეთ აფრიკიდან გიბრალტარის სრუტის გადალახვით
ეგვიპტიდან ბალკანეთის ნახევარკუნძულზე გადასხდომის შემდეგ
მცირე აზიიდან ბოსფორის სრუტეზე გადასვლით
კართაგენიდან აპენინის ნახევარკუნძულზე გადასვლით
# 820 რა მიუთითებს საქართველოს სამეფოს პოზიციების შესუსტებაზე დემეტრე I-ის მეფობისას?
ქალაქ ანისის დათმობა მუსლიმთათვის
კათოლიკური საეპისკოპოსოს გაუქმება თბილისში
ჯვაროსნების დახმარებაზე უარის თქმა
იმიერტაოს გადაცემა ბიზანტიის იმპერიისთვის
# 821 რა მიუთითებს საქართველოს სამეფოს პოზიციების გაძლიერებაზე გიორგი III-ის მეფობისას?
ირანში ლაშქრობა
ქალაქ დვინის დაკავება
ტრაპიზონის იმპერიის შექმნა
არდებილის სულთნის დატყვევება
# 822 რა ვითარებაში მიიღეს ინგლისში „თავისუფლების დიდი ქარტია“ 1215 წელს?
მეფემ დოკუმენტი სახალხო კრებას წარუდგინა, რომელმაც ის დაამტკიცა
დოკუმენტი პარლამენტმა შეიმუშავა და მეფე ხელმოწერით დაეთანხმა
მეფის წინააღმდეგობის მიუხედავად, დოკუმენტი ლორდთა პალატამ დაამტკიცა
დიდებულებმა აიძულეს მეფე, დათანხმებოდა ამ დოკუმენტს
# 823 სხვა მიზეზებთან ერთად, რამ გაუადვილა მონღოლებს საქართველოს დაპყრობა?
სამეფო ხელისუფლების არარსებობამ, რადგან რუსუდან მეფე ახალი გარდაცვლილი იყო
ქართველები დასუსტებული იყვნენ ბიზანტიასთან ხანგრძლივი ომით
ქართველი ფეოდალების პასიურობამ, ვინაიდან უმეტესობა საკუთარ ციხე-სიმაგრეებში ჩაიკეტა
სახელმწიფოში არსებულმა შიდა დაპირისპირებამ, აჯანყებამ ფხოვსა და დიდოეთში
# 824 რა მოვლენამ გააუარესა საერთაშორისო მდგომარეობა საქართველოსთვის XV საუკუნის შუახანებში?
კონსტანტინოპოლის დაცემამ და ბიზანტიის განადგურებამ
ყიზილბაშების გაძლიერებამ და მათ მიერ ტრაპიზონის დაპყრობამ
ნიკეის დაცემამ და ლათინთა იმპერიის დაშლამ
მუსლიმთა მიერ იკონიის აღებამ და რუმის სასულთნოს ჩამოყალიბებამ
# 825 რით იყო მნიშვნელოვანი XVI საუკუნის II ნახევარში მომხდარი ლეპანტოს ბრძოლა?
ევროპელებმა პირველი დიდი მარცხი აგემეს ოსმალეთს
ოსმალებმა მოახერხეს ჰაბსბურგთა წინსვლის შეჩერება
მუსლიმებმა შეწყვიტეს კუნძულ მალტის ალყა
ქრისტიანებმა დათმეს აპენინის ნახევარკუნძული
# 826 რა მიზნით შეიქმნა იეზუიტთა ორდენი?
წმინდა მიწის გასათავისუფლებლად
კათოლიციზმის გასაძლიერებლად
მივიწყებული რაინდული წესების აღსადგენად
კონსტანტინოპოლის დამცველთა მხარდასაჭერად
# 827 ვინ იყო „ბართლომეს ღამის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი?
მარგარიტა ვალუა
იზაბელა კასტილიელი
მარია სტიუარტი
ეკატერინე მედიჩი
# 828 ვისა და ვის შორის დაპირისპირებამ გამოიწვია სამოქალაქო ომი ინგლისში XVII საუკუნის 40-იანწლებში?
მეფესა და ინკვიზიციას
ინკვიზიციასა და პაპისტებს
პაპისტებსა და პარლამენტს
პარლამენტსა და მეფეს
# 829 16. რა იყო კარდინალ რიშელიეს მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი?
საფრანგეთში ძლიერი თეოკრატიული სახელმწიფოს შექმნა
გენერალური შტატების აღდგენა და მისი მნიშვნელობის გაზრდა
რელიგიური ომების შედეგად შესუსტებული სამეფო ხელისუფლების გაძლიერება
ანტიოსმალური კოალიციის ჩამოყალიბება და კონსტანტინოპოლის გათავისუფლება
# 830 რომელი სახელმწიფოს ქვეშევრდომები იწყებენ ჩრდილოეთ ამერიკის აქტიურ კოლონიზაციასXVII საუკუნეში?
პორტუგალიის
ინგლისის
რუსეთის
გერმანიის
# 831 რა უკავშირდება მეფე ვახტანგ VI-ის სახელს?
ქართლ-კახეთის გაერთიანება
კანონთა კრებულის შექმნა
ყიზილბაშთა განდევნა
აკადემიის აღდგენა
# 832 ვინ იყო პირველი ენციკლოპედიის შექმნისა და გამოცემის ინიციატორი?
ერაზმუს როტერდამელი
ჟორჟ დანტონი
დენი დიდრო
ადამ სმიტი
# 833 რა იყო მორიგე ჯარის საქმიანობის ერთ-ერთი შედეგი?
აღდგა სამეფო ხელისუფლების გავლენა სამცხე-ჯავახეთზე
განიდევნა ყიზილბაშური გარნიზონი გორიდან
სრულიად შეწყდა ოსმალთა შემოსევები
შემცირდა ლეკთა მარბიელი თავდასხმები
გვერდი 1 / 3