ისტორია>გასული წლების ტესტები>2017 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 58
უფასო: 58
ფასიანი: 0
გვერდი 3 / 3
# 912 რომელი მსჯელობაა მართებული 1389 წელს კოსოვოს ველზე მომხდარი ბრძოლის შესახებ?
ოსმალებმა დაამარცხეს სერბეთის მეფის ჯარი
ევროპელი ჯვაროსნების კოალიციამ ოსმალთა წინსვლა შეაჩერა
თემურ-ლენგის ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა ოსმალები
ოსმალთა ჯარმა გაანადგურა ბიზანტიის არმია
# 913 რა ზომას მიმართა რომის პაპმა ლუთერის წინააღმდეგ ამ უკანასკნელის მიერ „95 თეზისის“გამოქვეყნების საპასუხოდ?
დააპატიმრა და კოცონზე დაწვა მიუსაჯა
წოდება ჩამოართვა და ქვეყნიდან გააძევა
მწვალებლად გამოაცხადა და ეკლესიიდან განკვეთა
საჯაროდ შეაჩვენა და შორეულ მონასტერში გამოკეტა
# 914 ვისი აქტიური მოღვაწეობით გამოიცა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი?
პროხორე ქართველის
ნიკიფორე ირბახის
იოანე პეტრიწის
გაიოზ რექტორის
# 915 ვინ იყო „ვალის“ ტიტულის პირველი მფლობელი საქართველოში?
შაჰნავაზი
როსტომ-ხანი
ნაზარალი-ხანი
იმამ-ყული-ხანი
# 916 ვის სახელს უკავშირდება XVII საუკუნის 60-70-იან წლებში საფრანგეთში განხორციელებულიმერკანტილიზმის ეკონომიკური პოლიტიკა?
კოლბერის
დიდროს
ბრისოს
სეიესის
# 917 ვინ იყვნენ არქანჯელო ლამბერტი და კრისტოფორო კასტელი?
ესპანეთის მეფის ელჩები
კათოლიკე მისიონერები
იეზუიტთა ორდენის წევრები
გერმანიის იმპერატორის დესპანები
# 918 რომელმა ორგანომ მიიღო საფრანგეთში „ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“ 1789წელს?
წარმომადგენელთა პალატამ
დამფუძნებელმა კრებამ
დირექტორიამ
კონვენტმა
# 919 ვინ გაატარა მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ დასავლეთსაქართველოში XVIII საუკუნეში?
დარეჯან დედოფალმა
სოლომონ I-მა
ლევან I-მა დადიანმა
დომენტი კათოლიკოსმა
# 920 რაში გამოიხატა ვენის კონგრესზე მის მონაწილე სახელმწიფოთა შორის არსებულიწინააღმდეგობები?
საფრანგეთის, ავსტრიისა და დიდი ბრიტანეთის საიდუმლო კავშირის შექმნაში
პრუსიის, საფრანგეთისა და რუსეთის მიერ საღვთო ლიგის ჩამოყალიბებაში
რუსეთის, ავსტრიისა და საფრანგეთის მიერ კოალიციის აღდგენაში
საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის ანტანტაში გაწევრიანებაში
# 921 რომელ ქვეყანაში დასრულდა წარმატებით რევოლუცია 1848 წელს?
საფრანგეთში
უნგრეთში
პრუსიაში
რუსეთში
# 922 XIX საუკუნის 20-იან წლებში ქართველ მოღვაწეთა ნაწილი ქმნის საიდუმლო ჯგუფებს, რომელთამიზანიც საერთო ქართული აჯანყების მოწყობა იყო. რატომ ჩამოყალიბდა პირველი ასეთი ჯგუფიპეტერბურგში?
ეს ქალაქი წარმოადგენდა იმპერიის პოლიტიკურ ცენტრს და აჯანყების დაწყება აქ ჯობდა
ამ ქალაქში მცხოვრებ ქართველ ბატონიშვილთა წრეში გაჩნდა აჯანყების იდეა
ეს ქალაქი ახლოს იყო საზღვართან და ადვილი იყო კავშირის დამყარება ევროპასთან
ამ ქალაქის მმართველობაში ქართველებს მაღალი თანამდებობები ეკავათ
# 923 რაში გამოიხატა XIX საუკუნის 40-იან წლებში კავკასიაში მმართველობის სისტემის რეფორმირება?
საქართველო-იმერეთის გუბერნიის შექმნაში
ტფილისისა და ქუთაისის სამოურავოების ჩამოყალიბებაში
საქართველოს ავტონომიური მხარის დაფუძნებაში
აჭარისა და აფხაზეთის ოლქების დაარსებაში
# 924 სხვა ფაქტებთან ერთად, რა მიუთითებდა XIX საუკუნის შუა ხანებში რუსეთის იმპერიისკრიზისზე?
აჯანყებები სამხრეთ კავკასიაში
სახელმწიფო სათათბიროს დათხოვნა
ყირიმის ომში დამარცხება
იმპერატორის მკვლელობა
# 925 იტალიის ისტორიასთან დაკავშირებულ რა მოვლენას ეწოდება რისორჯიმენტო?
პაპის მიერ საერო ძალაუფლების მოპოვებას
ბრძოლას ქვეყნის გაერთიანებისთვის
მეცნიერებისა და ხელოვნების აღორძინებას
ქვეყნიდან მუსლიმთა განდევნას
# 926 რომელი დოკუმენტის საფუძველზე მიეცა კომუნისტურ პარტიას საქართველოში ლეგალურადსაქმიანობის უფლება 1920 წელს?
სახელმწიფოში მოქმედი კონსტიტუციის
საბჭოთა რუსეთთან დადებული ხელშეკრულების
დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილების
საერთაშორისო სამართლის კონვენციის
# 927 რომელი მსჯელობაა მართებული ვერსალის ზავთან დაკავშირებით?
საზავო პირობები მეტ-ნაკლებად მისაღები იყო ყველა მხარისთვის და ამან უზრუნველყომშვიდობა შემდგომი ნახევარი საუკუნის მანძილზე
გამარჯვებულებმა გამოიყენეს ხელსაყრელი ვითარება და ზავის საბოლოო ტექსტში შეცვალესერთა ლიგაში განხილული პირობები
საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურმა მონაწილეობამ საზავო მოლაპარაკებებშიმნიშვნელოვნად განაპირობა ზავის სამართლიანობა
დამარცხებულთათვის წაყენებულმა ძალიან მძიმე პირობებმა გარკვეულწილად განაპირობაშემდგომში ახალი მსოფლიო ომის დაწყება
# 928 II მსოფლიო ომის დროს განხორციელებულ რომელ სამხედრო ოპერაციას ეწოდებოდა„ოვერლორდი“?
ანტიჰიტლერული კოალიციის მონაწილე სახელმწიფოების სამხედრო ნაწილების გადასხმასჩრდილოეთ საფრანგეთში
იალტის კონფერენციის მონაწილე ყველა სახელმწიფოს სამხედრო ქვედანაყოფების შეჭრასსიცილიასა და აპენინის ნახევარკუნძულზე
ანტიკომინტერნული პაქტის წევრი სახელმწიფოების სამხედრო შენაერთების მიერ პლაცდარმისშექმნას ბალკანეთზე
პოტსდამის კონფერენციის გადაწყვეტილებების საფუძველზე შექმნილი გაერთიანებულიძალების მიერ აღმოსავლეთ ევროპის დაკავებას
# 929 რომელი მსჯელობაა მართებული „ვარშავის პაქტის“ ორგანიზაციის დაშლასთან დაკავშირებით?
ორგანიზაციის დაშლას ხელი შეუწყო პრეზიდენტ ტრუმენის მიერ ვარსკვლავური ომებისდოქტრინის წამოყენებამ
ორგანიზაციის დაშლა გამოიწვია განვითარებად ქვეყნებში დაწყებულმა ეროვნულგამათავისუფლებელმამოძრაობამ
ორგანიზაციის დაშლა მნიშვნელოვანწილად განაპირობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშისოციალისტური რეჟიმების დამხობამ
ორგანიზაციის დაშლა საბჭოთა კავშირში ხრუშჩოვის მიერ განხორციელებულიდემოკრატიზაციის შედეგი იყო
გვერდი 3 / 3