ისტორია>გასული წლების ტესტები>2017 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 58
უფასო: 58
ფასიანი: 0
გვერდი 2 / 3
# 892 სად არ განვითარებულა რევოლუციური მოვლენები XIX საუკუნის 40-იან წლებში?
ავსტრიაში
გერმანიაში
რუსეთში
საფრანგეთში
# 893 XIX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში ქართველ მოღვაწეთა ერთი ჯგუფი თვლიდა, რომ ჯერკიდევ ადრე იყო საქართველოს გამოსვლა რუსეთის იმპერიის შემადგენლობიდან. რა აშინებდათ მათ?
ფეოდალთა შორის არსებული შუღლი
ეროვნული ბურჟუაზიის არარსებობა
კლასობრივი ბრძოლის გამწვავება
მოსალოდნელი საგარეო საფრთხეები
# 894 რაში გამოიხატა XIX საუკუნის 40-იან წლებში მმართველობის სისტემის რეფორმირება კავკასიაში?
მთავარმართებლის თანამდებობის აღდგენაში
გენერალ-გუბერნატორის უფლებების გაზრდაში
მეფისნაცვლობის შემოღებაში
მთავარსარდლობის დაწესებაში
# 895 რა მიიჩნია რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ სახელმწიფოს კრიზისიდან გამოყვანის ერთერთსაშუალებად?
იაპონიასთან ომის სასწრაფოდ შეწყვეტა
სახელმწიფო სათათბიროს მოწვევა
ბატონყმობის გაუქმება
სინოდის დათხოვნა
# 896 რომელი სახელმწიფო წარმართავდა ბრძოლას გერმანიის გაერთიანებისთვის XIX საუკუნეში?
ბავარია
პრუსია
საქსონია
ჰანოვერი
# 897 რატომ იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა 1919-1921 წლებშიერთპარტიული, სოციალ-დემოკრატიული?
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მთავრობას ერთპიროვნულად ნიშნავდა პრეზიდენტი,რომელიც სოციალ-დემოკრატი იყო
დამფუძნებელი კრების არჩევნებში უმრავლესობა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა
კონსტიტუცია კრძალავდა კოალიციური მთავრობის შექმნას არასტაბილურობის გამორიცხვისმიზნით
სხვა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს და დამფუძნებელ კრებაში მათწარმომადგენლები არ ჰყავდათ
# 898 რომელი მსჯელობაა მართებული ერთა ლიგის მოღვაწეობასთან დაკავშირებით?
ერთა ლიგამ შეასრულა თავისი უმთავრესი მისია, რადგან უფლებამოსილება მშვიდობიანადგადასცა ევროკავშირს
ერთა ლიგამ ვერ შეძლო თავისი უმთავრესი მისიის შესრულება, რადგან ვერ აიცილა თავიდანახალი მსოფლიო ომი
ერთა ლიგამ, მართალია, ვერ შეძლო თავიდან აეცილებინა სხვადასხვა ლოკალური ომები,თუმცა არ დაუშვა დიდი ომის დაწყება
ერთა ლიგამ საბოლოოდ მაინც ვერ შეძლო რეალურად ფუნქციონირება, რადგან მასში არგაერთიანდნენ ანტანტის წევრი სახელმწიფოები
# 899 რატომ ეწოდება II მსოფლიო ომის საწყის ეტაპს „უცნაური ომი“?
საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გერმანიამ მანამდე სრულიად უცნობი სამხედრო ტაქტიკაგამოიყენა
ომის გამოცხადების მიუხედავად, საფრანგეთ-გერმანიის საზღვარზე ბრძოლები ფაქტობრივადარ მიმდინარეობდა
ბალკანეთის სახელმწიფოებმა გერმანელთათვის პარტიზანული ბრძოლის მანამდე უცნობიმეთოდი გამოიყენეს
სკანდინავიის ქვეყნების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისას გერმანიამ მხოლოდ საჰაეროსადესანტოძალები გამოიყენა
# 900 რომელი მსჯელობაა მართებული „ცივი ომის“ შესახებ?
„ცივი ომი“ ეწოდა დაპირისპირებას ჩრდილოეთ ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებსა დასამხრეთ ევროპის კომუნისტურ ქვეყნებს შორის
„ცივი ომი“ გულისხმობდა განვითარებად ქვეყნებში სოციალისტურ და ფაშისტურ პარტიებსშორის მიმდინარე სამხედრო შეტაკებებს
„ცივი ომი“ იყო წინააღმდეგობა სოციალისტური ორიენტაციის ქვეყნებსა და დიდ კოლონიურიმპერიებს შორის
„ცივი ომი“ წარმოადგენდა დაპირისპირებას სოციალისტურ ბანაკსა და დასავლეთისგანვითარებულ სახელმწიფოებს შორის
# 901 დამწერლობის რომელ ტიპს განეკუთვნება ურარტუს მეფეთა წარწერები, სადაც შემონახულიაცნობები კოლხას შესახებ?
ანბანურს
იეროგლიფურს
ლურსმულს
სილაბურს
# 902 სად დაუპირისპირდა ერთმანეთს პირველად კართაგენისა და რომის ინტერესები?
მცირე აზიის ნახევარკუნძულზე
ჩრდილოეთ აფრიკაში
ბალკანეთის სამხრეთში
კუნძულ სიცილიაზე
# 903 რა სახით ჩაერთო ქართლის სამეფო პართიასა და რომს შორის სომხეთისათვის I საუკუნეშიმიმდინარე ბრძოლაში?
ქართლის სამეფოს ჯარმა სომხეთში ილაშქრა, დაამარცხა იქ გაბატონებული პართიელები დატახტი ქართველმა უფლისწულმა დაიკავა
პართიასთან დადებული სამოკავშირეო ხელშეკრულებით ქართლის სამეფო რომსდაუპირისპირდა და სომხეთში ქართველი პიტიახში გაიგზავნა
ქართლის სამეფო მოლაპარაკებას აწარმოებდა პართიასთან და საბოლოოდ სომხეთი ქართლისვასალად გამოცხადდა
ქართლის მეფემ ისარგებლა პართიისა და რომის დაპირისპირებით და სომხური მიწებიუშუალოდ შემოიერთა
# 904 სხვა ფაქტორებთან ერთად, რა ადასტურებდა ქართლის სამეფო კარის ანტიირანულ განწყობას IVსაუკუნეში?
დინასტიისთვის სახელის შეცვლა
მოგვების სიკვდილით დასჯა
დედაქალაქის მცხეთაში გადმოტანა
ქრისტიანობის მიღება
# 905 რომელი მსჯელობაა მართებული სასანიანთა ირანის რელიგიური პოლიტიკის შესახებ ქართლში VIსაუკუნეში?
გამოცხადდა სრული რელიგიური თავისუფლება
დაწესდა სულადობრივი გადასახადი ქრისტიანებისთვის
დაიწყო მონოფიზიტური მიმდინარეობის აქტიური მხარდაჭერა
მხოლოდ ცეცხლთაყვანისმცემლებს მიეცათ სამხედრო სამსახურის უფლება
# 906 რა დადგენილება მიიღო VII მსოფლიო საეკლესიო კრებამ?
აღადგინა მონოფიზიტობა
დაგმო ხატმებრძოლეობა
ანათემას გადასცა რომის პაპი
გააუქმა ეკლესიების ავტოკეფალია
# 907 რატომ ითვლება კარლოს დიდი ფრანკთა იმპერიის დამაარსებლად?
კარლოსი იყო ახალი სამეფო დინასტიის პირველი წარმომადგენელი
დასავლეთ რომის იმპერატორმა კარლოსი აღიარა პირველ ლეგიტიმურ მმართველად
კარლოსმა ფრანკთა იმპერიაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა
კარლოსი იყო პირველი ფრანკი მმართველი, რომელიც რომის პაპმა იმპერატორად აკურთხა
# 908 რომელი ქართული პოლიტიკური ერთეული არ მონაწილეობდა X საუკუნის მეორე ნახევარშისაქართველოს გაერთიანების პროცესში?
კახეთის საქორეპისკოპოსო
ქართველთა სამეფო
აფხაზთა სამეფო
იმერეთის სამეფო
# 909 რატომ აღმოჩნდა მანასკერტთან ბრძოლა გადამწყვეტი ბიზანტიისა და თურქ-სელჩუკებისდაპირისპირებაში?
ნათელი გახდა, რომ ბიზანტიას შესწევდა ძალა, წარმატებით დაეცვა თავისი სამფლობელოებისამხრეთ კავკასიაში
განადგურდა თურქ-სელჩუკთა ელიტარული სამხედრო ნაწილები, რითაც შეჩერდა მათიწინსვლა მცირე აზიისკენ
თურქ-სელჩუკებმა სასტიკად დაამარცხეს ბიზანტია და გაბატონდნენ იმპერიის აღმოსავლეთპროვინციებში
ბიზანტიის დამარცხების შემდეგ თურქ-სელჩუკები ადვილად გადავიდნენ ბალკანეთისნახევარკუნძულზე
# 910 რა გახდა მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყების უშუალო მიზეზი?
მუსლიმთა მიერ ედესის დაკავება
სელჩუკთა ჯარის მიერ დამასკოს აოხრება
ბაღდადის ხალიფას მიერ ალექსანდრიის აღება
მომთაბარეთა ლაშქრის მიერ ნიკეის ალყაში მოქცევა
# 911 რა ეწოდებოდათ ტყვედ აყვანილ ახალგაზრდა ვაჟებს, რომლებიც შემდგომ ოსმალეთის არმიაშიმსახურობდნენ?
ბედუინები
შაჰისევანები
იანიჩარები
ღოლამები
გვერდი 2 / 3