ისტორია>გასული წლების ტესტები>2016 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 58
უფასო: 58
ფასიანი: 0
გვერდი 3 / 3
# 970 ჩამოთვლილთაგან რომელი ქალაქი აიღეს ყველაზე ადრე ჯვაროსნებმა პირველი ლაშქრობისდროს?
ანტიოქია
ბაღდადი
დამასკო
იერუსალიმი
# 971 რაზე შეიძლება მიუთითებდეს ის ფაქტი, რომ XII საუკუნის ბოლოს საქართველოს ცენტრალურიხელისუფლება გადაწყვეტილებებს დარბაზის წევრთა „თანადგომითა და ერთნებაობით“ იღებდა?
მეფის ხელისუფლების შედარებით შესუსტებაზე
მეფის ხელისუფლების ღვთაებრივი წარმომავლობის უარყოფაზე
მეფისთვის აღმასრულებელი ხელისუფლების სრულ ჩამორთმევაზე
მეფის მიერ სასულიერო პირთათვის პოლიტიკური უფლებების ბოძებაზე
# 972 რა არ იყო რაინდული ორდენების ამოცანა?
საერო საგანმანათლებლო ცენტრების დაარსება
ჯვაროსნული სახელმწიფოების დაცვა
მომლოცველების გადაადგილების ხელშეწყობა
დაჭრილი ქრისტიანების მოვლა-პატრონობა
# 973 რამ განაპირობა კათოლიკური საეპისკოპოსოს გადმოტანა სმირნიდან თბილისში?
საქართველოს მეფესა და რომის პაპს შორის უნიის გაფორმებამ
სამეფო კარზე კათოლიკობის სწრაფად გავრცელებამ
ქართული დელეგაციის თხოვნამ რომის პაპისადმი
საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის ზრდამ
# 974 რა შედეგით დამთავრდა ანკარასთან გამართული ბრძოლა ოსმალებსა და თემურ-ლენგს შორის?
თემურ-ლენგი სასიკვდილოდ დაიჭრა
სულთანი და თემურ-ლენგი დაზავდნენ
სულთანი ბაიაზეთი ტყვედ ჩავარდა
ოსმალებმა ბრწყინვალე გაიმარჯვება მოიპოვეს
# 975 ვინ იყო ანტიოსმალური კოალიციის შექმნის ინიციატორი XV საუკუნის II ნახევარში?
რომის პაპი პიუს II
იერუსალიმის პატრიარქი ნიკიფორე V
ირანის შაჰი ისმაილ I
ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე IX
# 976 რომელ სახელმწიფოებს უკავშირდება დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დაწყება?
ესპანეთსა და ინგლისს
ინგლისსა და საფრანგეთს
საფრანგეთსა და პორტუგალიას
პორტუგალიასა და ესპანეთს
# 977 საქართველოს რომელი ნაწილი მოექცა XVI საუკუნის ბოლოს ოსმალეთის სახელმწიფოსშემადგენლობაში?
გურია-სამეგრელო
რაჭა-იმერეთი
სამცხე-საათაბაგო
ოდიშ-აფხაზეთი
# 978 რაში გამოიხატა ირანის სახელმწიფოს გაძლიერება XVII საუკუნის დასაწყისში?
კასპიის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროს დაკავებაში
ჰერეთში მუსლიმი ბაგრატიონის გამეფებაში
დასავლეთ საქართველოს დაპყრობაში
ოსმალეთის დამარცხებაში
# 979 რა იყო XVII საუკუნის 40-იან წლებში ინგლისში მიმდინარე სამოქალაქო ომის ერთ-ერთი შედეგი?
თომას ფერფაქსის დიქტატურა
უილიამ ორანელის პრემიერ-მინისტრობა
ოლივერ კრომველის პროტექტორატი
პრინც რუპერტის რეგენტობა
# 980 რა იყო 1700 წელს რუსეთის მეფის პეტრე I-ის მიერ „ჩრდილოეთის ომის“ დაწყების მიზანი?
პოლონეთ-ლიტვის კოალიციის დაშლა
ბალტიის ზღვაზე ევროპისკენ გასასვლელის მოპოვება
ფინეთის დაპყრობა და იქ სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნა
დანიის დამარცხება ევროპის სახელმწიფოებთან დასაახლოებლად
# 981 სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა დირექტორიის მოსვლა საფრანგეთის ხელისუფლებაშიXVIII საუკუნის ბოლოს?
მეფის გადადგომამ
ჟირონდისტების აჯანყებამ
იაკობინელების პოლიტიკამ
განმანათლებლების მოღვაწეობამ
# 982 ვინ იყო უკანასკნელი ქართველი მეფე, რომელიც ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია რუსეთისდამპყრობლური პოლიტიკისთვის?
ლევან I
სოლომონ II
ალექსანდრე III
ვახტანგ IV
# 983 რომელი ომი დამთავრდა ადრიანოპოლის ზავით?
1804-1813 წლების რუსეთ-ირანის
1806-1812 წლების რუსეთ-ოსმალეთის
1826-1828 წლების რუსეთ-ირანის
1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის
# 984 რა იყო პირველ მსოფლიო ომში გერმანიის კაპიტულაციის ერთ-ერთი მიზეზი?
აშშ-ბრიტანეთის ჯარების მიერ აღმოსავლეთის ფრონტის ხაზის გარღვევა
აშშ-ს ავიაციის მიერ გერმანული ქალაქების მრავალგზის მასირებული დაბომბვა
სახელმწიფოში მძიმე სოციალ-ეკონომიკური კრიზისი და შექმნილი რთული ვითარება
გერმანიის ტერიტორიაზე რუს ბოლშევიკთა ჯარების შეჭრა და ქალაქების დაკავება
# 985 რას ითვალისწინებდა მუსოლინის მიერ 1929 წელს რომის ეკლესიასთან გაფორმებულიშეთანხმება?
რომის პაპმა მუსოლინი გამოაცხადა იტალიის მონარქად
მუსოლინიმ კათოლიკობა გამოაცხადა იტალიის სახელმწიფო რელიგიად
ვატიკანი გამოცხადდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად
კათოლიკეებს მიენიჭათ უპირატესობა სახელმწიფო სტრუქტურებში
# 986 რისი მანიშნებელი იყო პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის „შავი ხუთშაბათის“ სახელითცნობილი მოვლენა?
ებრაელთა მასობრივი დევნის
ესპანეთში სამოქალაქო ომის დაწყების
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყების
გერმანიის ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლის
# 987 რა იყო რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის მიზანი?
ინგლის-საფრანგეთის წინააღმდეგ სამხედრო კავშირის შექმნა
დასავლეთ ევროპაში პოლიტიკური გავლენის სფეროების განაწილება
აშშ-სა და სსრკ-ს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება
აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ტერიტორიების გადანაწილება
გვერდი 3 / 3