ისტორიაგასული წლების ტესტები2016 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)
სულ კითხვა: 58
უფასო: 58
ფასიანი: 0
# 950
სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა ოლივერ კრომველის გავლენის ზრდა ინგლისისსამოქალაქო ომის დროს?
# 951
რა შედეგი მოუტანა იმერეთის სამეფოს რუსეთ-ოსმალეთს შორის 1774 წელს დადებულმა ქუჩუკკაინარჯისზავმა?
# 952
სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა სამი კონსულის მმართველობის დაწესება საფრანგეთშიXVIII საუკუნის ბოლოს?
# 953
საქართველოს რომელი მხარეები შევიდა პირველად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში XIXსაუკუნის დასაწყისში?
# 954
ვისი დახმარებით დაამარცხეს ავსტრიელებმა აჯანყებული უნგრელები 1849 წელს?
# 955
რა იყო პირველი მსოფლიო ომის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი?
# 956
რას ისახავდა მიზნად აშშ-ს პრეზიდენტი პარიზის კონფერენციაზე „14 პუნქტის“ წამოყენებით?
# 957
რა მიზანს ისახავდა პრეზიდენტ რუზველტის „ახალი კურსი“?
# 958
რა მოიმოქმედა საბჭოთა კავშირმა გერმანიის პოლონეთზე თავდასხმის შემდეგ?
# 959
რომელი ქალაქი აიღეს ხეთებმა ერთ-ერთი ლაშქრობისას შუამდინარეთში?
# 960
რა იყო დარიოს I-ის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული რეფორმის შედეგი?
# 961
რამ განაპირობა სპარტელთათვის დამახასიათებელი ლაკონური საუბრის სტილის ანუ„ლაკონიზმის“ ჩამოყალიბება?
# 962
რომელია მართებული მსჯელობა კუნძულ სალამინთან გამართული ბრძოლის შედეგის შესახებ?
# 963
რომელი საისტორიო წყარო მოგვითხრობს ფარნავაზ მეფის შესახებ?
# 964
რომელი კულტურების შერწყმა მოხდა ელინისტურ ხანაში?
# 965
როგორ დაიწყო პირველი ტრიუმვირატის დაშლა, რამაც შემდგომში სამოქალაქო ომის განახლებაგამოიწვია?
# 966
რა მიიჩნევა I მსოფლიო საეკლესიო კრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებად?
# 967
რომელი ფაქტია მართებული ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობასთან დაკავშირებით?
# 968
რომელი ტომები არ მონაწილეობდნენ „ხალხთა დიდ გადასახლებაში“?
# 969
ბაგრატ III-სთან დაკავშირებულ რა მოვლენას უკავშირდება დავით კურაპალატის სიტყვები: „ესეარს მკვიდრი ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი ... ამას დაემორჩილენითყოველნი“?