ისტორია>გასული წლების ტესტები>2016 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 58
უფასო: 58
ფასიანი: 0
გვერდი 1 / 3
# 930 ძველი აღმოსავლეთის რომელი სახელმწიფო წარმოიქმნა მცირე აზიაში?
ფინიკიის
ირანის
ურარტუს
ხეთების
# 931 სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა დარიოს I-ის გადაწყვეტილება, გაელაშქრა ათენზე?
ათენმა დახმარება აღმოუჩინა სპარსელთა ბატონობის წინააღმდეგ აჯანყებულ მცირეაზიურბერძნულ პოლისებს
ათენის, როგორც საბერძნეთის დედაქალაქის, დაპყრობა მთელი საბერძნეთის დამორჩილებასნიშნავდა
ათენის სტრატეგიული მდებარეობის გამო მხოლოდ მისი აღების შემთხვევაში შეძლებდალაშქრობას ევროპისაკენ
ათენის მეთაურობით შექმნილი ბერძნული პოლისების საზღვაო კავშირი აბრკოლებდასპარსული სავაჭრო გემების მიმოსვლას
# 932 რა იყო სოლონის მიერ ათენში განხორციელებული რეფორმების ერთ-ერთი შედეგი?
სენატის არჩევნების გაუქმება
დემოკრატიის დასაცავად კონსულობის შემოღება
სახელმწიფო თანამდებობაზე მყოფი მოქალაქისათვის ხელფასის დანიშვნა
თავისუფალ მოქალაქეთა უფლებების გაზრდა და პირადი თავისუფლების ხელშეუხებლობა
# 933 რომელ ბრძოლაში დაიღუპა გმირულად მეფე ლეონიდასის მეთაურობით მებრძოლი 300სპარტელი?
მარათონის
თერმოპილეს
სალამინის
პლატეას
# 934 რომელი ისტორიული ფაქტი არ უკავშირდება ფარნავაზ მეფის სახელს?
სახელმწიფოს დაყოფა საერისთავოებად
ქართული მწიგნობრობის შექმნა
არმაზის კერპის შემოღება
მცხეთის დაარსება
# 935 სამოქალაქო ომის დროს ვის წინააღმდეგ იბრძოდა იულიუს კეისარი?
პიროსის
მითრიდატეს
პომპეუსის
სპარტაკის
# 936 რით გამოიჩინა თავი ოქტავიანე ავგუსტუსმა?
დაამარცხა კრასუსი, რითაც რომში დასრულდა რესპუბლიკური მმართველობა
რომაული ლეგიონების მანევრირებით აიძულა ჰანიბალი, დაეტოვებინა იტალია
დაამარცხა მარკუს ანტონიუსი და გახდა რომის პირველი იმპერატორი
მისი სარდლობით რომის ჯარმა გაანადგურა აჯანყებულ მონათა ლაშქარი
# 937 რა იყო განხილვის მთავარი საკითხი IV მსოფლიო საეკლესიო კრებაზე?
რომის პაპის უპირატესობა
არიოზის მოძღვრება
წმ. სამების ერთარსებობა
ქრისტეს ბუნებოვნება
# 938 რომელი ფაქტია მართებული ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობასთან დაკავშირებით?
შეუწყვიტა ხარკი არაბებს
დაამარცხა აჯანყებული ლაზები
განახორციელა ეკლესიის რეორგანიზაცია
საბოლოოდ განდევნა ხაზარები საქართველოდან
# 939 რომელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის დროს ილაშქრა ჰერაკლე კეისარმა კავკასიაში?
პართიის
ტრაპიზონის
ირანის
სახალიფოს
# 940 რა დამსახურების გამო უბოძა იმპერატორმა ბასილი II-მ დავით III კურაპალატს ახალი მიწაწყალი?
დავით კურაპალატმა სამხედრო დახმარება აღმოუჩინა იმპერატორს აჯანყებული ბარდა ფოკასწინააღმდეგ
დავით კურაპალატის ჯარის დახმარებით მოხერხდა იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყებული ბარდასკლიაროსის დამარცხება
დავით კურაპალატმა ბიზანტიის იმპერატორის უზენაესობა აღიარა და მორჩილება გამოუცხადა
დავით კურაპალატმა დაამარცხა და გაფანტა ბიზანტიის წინააღმდეგ სალაშქროდ მიმავალი თურქსელჩუკთაჯარი
# 941 რომელი იყო ჯვაროსანთა მიერ შექმნილი სამეფოს დედაქალაქი?
ანტიოქია
ედესა
იერუსალიმი
ტრიპოლი
# 942 რაზე შეიძლება მიუთითებდეს ის ფაქტი, რომ დავით IV-მ ყივჩაღები საზღვრისპირა რეგიონებშიდაასახლა?
საუკეთესო მიწათმოქმედები იყვნენ და გავერანებულ მხარეებს ააყვავებდნენ
კარგი ოსტატები იყვნენ და ვაჭრობა-ხელოსნობას ააღორძინებდნენ
გამორჩეული მშენებლები იყვნენ და ციხე-სიმაგრეებს ააგებდნენ
კარგი მეომრები იყვნენ და საზღვრებსაც დაიცავდნენ
# 943 რომელი მონარქი არ მონაწილეობდა III ჯვაროსნულ ლაშქრობაში?
რიჩარდ ლომგული
კარლოს დიდი
ფრიდრიხ ბარბაროსა
ფილიპე II ავგუსტი
# 944 სხვა მიზეზებთან ერთად, რამ შეუწყო ხელი გიორგი ბრწყინვალეს, გაეერთიანებინა საქართველო?
ილხანთა სახელმწიფოს დასუსტებამ
ერთდროულად რამდენიმე ტახტის მემკვიდრედ აღიარებამ
სეფიანთა ირანის მხრიდან საქართველოს დაპყრობის საფრთხემ
ერისთავთა მიერ ხელისუფლების ნებაყოფლობით გადაცემამ
# 945 რომელი სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდა თემურ-ლენგი?
ეგვიპტის სასულთნოს
ხაზართა სახაკანოს
არაბთა სახალიფოს
ოქროს ურდოს
# 946 რატომ ჩაიშალა ანტიოსმალური კოალიციის შექმნის მცდელობა XV საუკუნის II ნახევარში?
ევროპელმა მონარქებმა მხარი არ დაუჭირეს ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლას
ოსმალეთის მოწინააღმდეგეები ვერ შეთანხმდნენ ტერიტორიების განაწილებაზე
ოსმალებმა სასტიკად დაამარცხეს კოალიციის ლიდერობის მოსურნე გერმანიის სამეფო
ოსმალეთის მეზობელთათვის დაუძლეველი აღმოჩნდა რელიგიური წინააღმდეგობანი
# 947 რა ისტორიული მოვლენის დაწყება განაპირობა კონსტანტინოპოლის დაცემამ 1453 წელს?
რეფორმაციის
რელიგიური ომების
რეკონკისტის
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების
# 948 რამ შეუწყო ხელი ივანე IV მრისხანეს დროს სამეფო ხელისუფლების გაძლიერებას რუსეთში?
ტამპლიერთა ორდენის დამარცხებამ
დედაქალაქის პეტერბურგში გადატანამ
მეფის მიერ გატარებულმა რეფორმებმა
მონღოლების წინააღმდეგ ჯვაროსანთა ლაშქრობებმა
# 949 რომელ სახელმწიფოთა შორის მიმდინარე ომის ასპარეზად იქცა საქართველო XVI-XVIIსაუკუნეებში?
სელჩუკთა სასულთნოსა და სეფიანთა სახელმწიფოს
სეფიანთა სახელმწიფოსა და ოსმალეთს
ოსმალეთსა და სასანიანთა სამეფოს
სასანიანთა სამეფოსა და სელჩუკთა სასულთნოს
გვერდი 1 / 3