ისტორია>გასული წლების ტესტები>2015 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 48
უფასო: 48
ფასიანი: 0
გვერდი 3 / 3
# 1028 რა იქცა აშშ-ის სამოქალაქო ომის მთავარ მიზეზად?
ბრიტანეთისაგან განთავისუფლება
მონათმფლობელობის არსებობა
ინდიელთა რეზერვაციების ჩამოყალიბება
დასავლეთში მიწების ათვისება
# 1029 რას უწყობდა ხელს თერგდალეულთა მოღვაწეობა?
სოციალისტური იდეების გავრცელებას საქართველოში
ქართველთა შორის ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას
ეროვნული რეფორმების სწრაფ და უკეთ განხორციელებას
საზოგადოების მომავალი რევოლუციისათვის მომზადებას
# 1030 რა იყო რუსეთის პირველ მსოფლიო ომში ჩაბმის ერთ-ერთი მიზანი?
ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდება
პოლონეთის დაუფლება
ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოპოვება
შუა აზიის დაპყრობით ინდოეთისაკენ გაჭრა
# 1031 რა იყო საფრანგეთის დელეგაციის მთავარი მიზანი ვერსალის კონფერენციაზე?
გერმანიის უკიდურესი დასუსტება
ავსტრია-უნგრეთისაგან ელზასისა და ლოტარინგიის დაბრუნება
გერმანიასა და საფრანგეთს შორის ახალი ბუფერული სახელმწიფოების შექმნა
ერთა ლიგის შექმნის გზით ახალი პოლიტიკური ალიანსის ჩამოყალიბება
# 1032 რა მიზეზით არ დაკმაყოფილდა საქართველოს მოთხოვნა, მიეღოთ ერთა ლიგაში?
საქართველო-სომხეთს შორის ომის გამო
აზერბაიჯანთან არსებული სადაო ტერიტორიების გამო
თურქეთთან არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო
საბჭოთა რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის გამო
# 1033 საბჭოთა კავშირის რა ქმედება იქცა ერთა ლიგიდან მისი გარიცხვის მიზეზად?
ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა ოკუპაცია
პოლონეთში შეჭრა
ფინეთზე თავდასხმა
რუმინეთის ტერიტორიის ანექსია
# 1034 რამ აიძულა იტალიის მეფე, მუსოლინი მთავრობის მეთაურად დაენიშნა?
შავხალათიანთა რაზმების მიერ მოწყობილმა სამხედრო პუტჩმა
ფაშისტთა მიერ მოწყობილმა მარშმა რომზე
საპარლამენტო არჩევნებში ფაშისტური პარტიის გამარჯვებამ
გერმანიის მხრიდან სამხედრო აგრესიის მუქარამ
# 1035 რა შედეგით დასრულდა კარიბის კრიზისი?
კუბაში დემოკრატიული მმართველობა დამყარდა
გაუქმდა საბჭოთა კავშირის სამხედრო ბაზები კუბაში
კუბა გამოცხადდა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად
კუბაში განთავსდა საბჭოთა კავშირის ატომური რაკეტები
გვერდი 3 / 3