ისტორია>გასული წლების ტესტები>2015 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 48
უფასო: 48
ფასიანი: 0
გვერდი 1 / 3
# 988 რა გახდა დიაოხის განადგურების მიზეზი?
მეზობელ სახელმწიფოებთან დაპირისპირება
სტიქიური მოვლენით გამოწვეული ნგრევა
მომთაბარეთა სისტემატური შემოსევები
მრავალწლიანი მოუსავლიანობა
# 989 როგორ განაპირობებდა პოლისებში არსებული დემოგრაფიული ვითარება ბერძნულიკოლონიზაციის განვითარებას?
პოლისებში არსებული ეთნიკური სიჭრელით გამოწვეული ეკონომიკური წინსვლა ხელსუწყობდა კოლონიზაციას
პოლისის მოსახლეობის ჭარბი რაოდენობა საარსებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ახალადგილებზე მიდიოდა საცხოვრებლად
პოლისებს შორის არსებული დემოგრაფიული დისბალანსი ერთი პოლისიდან მეორეშიმოსახლეობის გადასვლას იწვევდა
ადგილობრივი მოსახლეობის სიმცირე პოლისებში კოლონისტთა სახით დამატებითი მუშახელისმოსვლას უწყობდა ხელს
# 990 რა წარმოადგენდა სოლონის რეფორმების ერთ-ერთ შედეგს?
ტრიტიის ანუ არხონტთა კოლეგიის ჩამოყალიბება
სახალხო კრების ანუ ეკლესიის შექმნა
არეოპაგის ანუ ბასილევსთა საბჭოს დაფუძნება
ოთხასთა საბჭოს ანუ ბულეს დაარსება
# 991 რომელი სამხედრო სიახლის გამოყენებამ შეუწყო ხელი ალექსანდრე დიდის წარმატებას ძვ.წ.IV საუკუნეში?
რომაული ლეგიონის
მაკედონური ფალანგის
ფინიკიური აბჯრის
ბერძნული საბრძოლო ეტლის
# 992 რა უმთავრესმა მიზეზმა განაპირობა პუნიკური ომები?
ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის აღდგენის მცდელობამ
დიდი აბრეშუმის გზის ხელში ჩაგდების სურვილმა
ბერძნულ პოლისებს შორის პირველობის მოპოვების მცდელობამ
ხმელთაშუა ზღვის აუზში გაბატონების სურვილმა
# 993 რომის იმპერიის მმართველობის ერთ-ერთ ფორმას ეწოდება პრინციპატი, რადგან პრინცეპსიერქვა:
იმპერიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს
იმპერიაში მოქმედ კანონთა კრებულს
იმპერიის უმაღლეს მმართველს
იმპერიის პოლიტიკურ ელიტას
# 994 ვინ იყვნენ მოწინააღმდეგეები კატალაუნის ველზე გამართულ ბრძოლაში?
საქსები და ნორმანები
რომაელები და ჰუნები
ალანები და გერმანელები
ბიზანტიელები და სლავები
# 995 რა ტიტული მიიღო ადარნასე ბაგრატიონმა IX საუკუნის ბოლოს?
„საქართველოს მეფე“
„ქართლის მეფე“
„ქართველთა მეფე“
„ქართველთა და აფხაზთა მეფე“
# 996 რომელ სახელმწიფოსთან დაეძაბა ურთიერთობა კარლოს დიდს მის იმპერატორადკურთხევის გამო?
არაბთა სახალიფოსთან
ბიზანტიის იმპერიასთან
ვესტგოთების სამეფოსთან
ლათინთა იმპერიასთან
# 997 რა გავლენა ჰქონდა ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყებას დავით აღმაშენებლისპოლიტიკაზე?
დავითს მოკავშირეობა შესთავაზეს სომხეთის მეფე-მთავრებმა და ერთიანი ლაშქრისმთავარსარდლობა სთხოვეს
თურქებმა მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ სამხედრო ბეგარა დაუწესეს დავითს და მისყმადნაფიც სამეფოებს
დავითმა ისარგებლა თურქებისთვის შექმნილი სირთულეებით და მათ ხარკის გადახდაშეუწყვიტა
განძის ათაბაგმა დაკარგა თურქთა დახმარების იმედი და ყმადნაფიცობის პირობითდაუზავდა დავითს
# 998 რომელ ქართულ სამონასტრო კოპლექსში არსებობდა უმაღლესი საგანმანათლებლოდაწესებულება - აკადემია?
ალავერდში
სვეტიცხოველში
ოპიზაში
გელათში
# 999 რას მოითხოვდა დიდებულთა ნაწილი თამარის მეფობის დასაწყისში?
კანონიერი მემკვიდრის, დემნა უფლისწულის გამეფებას
ტახტის მემკვიდრეობის ახალი წესის შემუშავებას
დავით სოსლანის თამარის თანამოსაყდრედ კურთხევას
დაბალი წარმომავლობის მოხელეთა თანამდებობებიდან გადაყენებას
# 1000 სხვა მიზეზებთან ერთად, რამ მისცა ბიძგი დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დაწყებას?
ასწლიანი ომის დამთავრების შემდეგ დაუსაქმებელი მეომრების დიდმა რაოდენობამ
კონსტანტინოპოლის დაცემამ და აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო გზის ჩაკეტვამ
საღვთო რომის იმპერიის მიერ იტალიის დაპყრობის შემდეგ ვენეციისა და გენუის დაცემამ
კათოლიკური ეკლესიის მოწოდებამ მთელ მსოფლიოში ქრისტიანობის გავრცელების შესახებ
# 1001 რა იყო რეფორმაციის ერთ-ერთი შედეგი?
ბიბლიის გერმანულად თარგმნა
იეზუიტთა ორდენის აკრძალვა
სასულიერო ორდენების დარბევა
არაიტალიელი პაპის არჩევა
# 1002 რაში გამოიხატა პეტრე I-ის მიერ რუსეთის ეკლესიაში განხორციელებული რეფორმა?
კათოლიკოსობის გაუქმებასა და პატრიარქობის დაარსებაში
მიტროპოლიტობის გაუქმებასა და კონკლავის შემოღებაში
ეგზარქოსობის გაუქმებასა და საკათოლიკოსო საბჭოს დაფუძნებაში
პატრიარქობის გაუქმებასა და სინოდის შექმნაში
# 1003 რომელმა პოლიტიკურმა ორგანომ მიიღო აშშ-ის „დამოუკიდებლობის დეკლარაცია“?
ამერიკის სენატმა
დაუმორჩილებლობის საბჭომ
წარმომადგენლობითმა პალატამ
კონტინენტურმა კონგრესმა
# 1004 რა იყო ვენის კონგრესის მოწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი?
დამარცხებული ნაპოლეონის ელბაზე გადასახლება და გერმანიის გაერთიანება
ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ ევროპის ტერიტორიის ახალი გადანაწილება
ინგლისსა და საფრანგეთს შორის ჩრდილოამერიკული კოლონიების გაყოფა
ოსმალეთის იმპერიის დაშლა და პოლონეთის სახელმწიფოს აღდგენა
# 1005 რომელი საზოგადოების პირველი თავმჯდომარე იყო დიმიტრი ყიფიანი?
ქართველ მეწარმეთა საზოგადოების
ქართული დრამატული საზოგადოების
ქართული საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების
# 1006 რა ეწოდებოდა აშშ-დან გამოყოფილი სამხრეთის შტატების მიერ შექმნილ გაერთიანებას?
ამერიკის თავისუფალი შტატები
ამერიკის დამოუკიდებელი შტატები
ამერიკის დემოკრატიული შტატები
ამერიკის კონფედერაციული შტატები
# 1007 რამ განაპირობა რუსეთის გამოსვლა პირველი მსოფლიო ომიდან?
კავკასიის ფრონტზე რუსეთის ჯარების მუდმივმა წარუმატებლობამ
ავსტრია-უნგრეთის ჯარებთან ბრძოლაში განცდილმა მძიმე მარცხმა
ამერიკის შეერთებული შტატების ომში ჩაბმამ
რუსეთის ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლამ
გვერდი 1 / 3