ისტორია>გასული წლების ტესტები>2012 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 48
უფასო: 48
ფასიანი: 0
გვერდი 1 / 3
# 1092 ვინ დაყო სპარსეთის სამეფო სატრაპიებად?
კიროსმა
დარიოსმა
ქსერქსემ
კამბიზმა
# 1093 რა მოიმოქმედა მირიან მეფის ერისთავმა, როდესაც მთიელებმა ქრისტიანობის მიღებაზეუარი თქვეს?
ჩამოასახლა ისინი ბარში
სიკვდილით დასაჯა მძევლები
დაატყვევა მათი ხევისბერები
დალეწა მათი კერპები
# 1094 რომელ საუკუნეში ებრძოდნენ ერთმანეთს ბიზანტია და ირანი ეგრისის ტერიტორიაზე?
IV
V
VI
VII
# 1095 ვინ იყო ბუღა თურქის მიერ სიკვდილით დასჯილი საჰაკი?
ქართლის ერისმთავარი
კახეთის ქორეპისკოპოსი
ქართლის პიტიახში
თბილისის ამირა
# 1096 ვის ჩაუვარდა ტყვედ მანასკერტის ბრძოლაში ბიზანტიის იმპერატორი?
არაბებს
ოსმალებს
სელჩუკებს
მონღოლებს
# 1097 რა უწოდეს მონღოლებმა დავით რუსუდანის ძეს?
ულუ
ემირი
ნოინი
ნარინი
# 1098 რომელ საუკუნეში გამოვიდა ინგლისის ეკლესია რომის პაპის დაქვემდებარებიდან?
XIV
XV
XVI
XVII
# 1099 რომელი სახელმწიფოს ძლიერების მწვერვალს წარმოადგენდა სულეიმან I ბრწყინვალისმმართველობის ხანა?
სელჩუკიანთა სასულთნოს
ირანის
ეგვიპტის სასულთნოს
ოსმალეთის
# 1100 რომელ სახელმწიფოს განაგებდა მეფე ჯეიმს I?
ინგლისს
გერმანიას
ესპანეთს
საფრანგეთს
# 1101 ვინ იყო ერაზმუს როტერდამელი?
ნიდერლანდელი ჰუმანისტი
ბელგიელი ფერმწერი
იტალიელი მისიონერი
ფრანგი მოქანდაკე
# 1102 რა ეწოდება XIX საუკუნის 50-იან წლებში მიმდინარე რუსეთ-თურქეთის ომს?
ბოსფორის ომი
ყირიმის ომი
ბალკანეთის ომი
ქერჩის ომი
# 1103 რომელი მეფისნაცვლის მოღვაწეობის დროს გაიხსნა თბილისში საჯარო ბიბლიოთეკა?
ბარონ როზენის
ალექსანდრე ბარიატინსკის
დონდუკოვ-კორსაკოვის
მიხეილ ვორონცოვის
# 1104 რომელი სახელმწიფოს ტახტის მემკვიდრე იყო ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი?
იტალიის
დიდი ბრიტანეთის
ავსტრია-უნგრეთის
გერმანიის
# 1105 რომელი დამოუკიდებელი სახელმწიფოები წარმოიქმნა ევროპაში I მსოფლიო ომისშემდეგ?
შვედეთი, დანია, ბულგარეთი
ნიდერლანდები, ბელგია, პორტუგალია
პოლონეთი, ფინეთი, ავსტრია
ნორვეგია, რუმინეთი, ალბანეთი
# 1106 რა საკითხი განიხილებოდა 1918 წელს ბათუმში მიმდინარე საზავო კონფერენციაზე?
რუსეთის დროებით მთავრობასთან გასაფორმებელი ხელშეკრულება
ამიერკავკასიაში ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა
ფრონტის ხაზიდან რუსეთის საჯარისო შენაერთების გამოყვანა
თურქეთის მიერ წამოყენებული ტერიტორიული პრეტენზიები
# 1107 რამ განაპირობა „ნეპ“-ის შემოღება საბჭოთა კავშირში?
საგადასახადო სისტემის რეფორმის აუცილებლობამ
ეკონომიკურმა მიღწევებმა კოლექტივიზაციის შემდეგ
სამოქალაქო ომის შემდეგ არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა
ინდუსტრიალიზაციის აუცილებლობამ
# 1108 რომელმა პოლიტიკურმა ლიდერმა გამოიყენა პირველად ტერმინი „ფაშიზმი“?
ჩერჩილმა
მუსოლინიმ
ჰიტლერმა
ფრანკომ
# 1109 რას წარმოადგენდა „გეტო“?
ბანაკს სამხედრო ტყვეთათვის
ემიგრანტთა დროებით საცხოვრებელს
დასახლებას ებრაელთა იზოლაციისათვის
საგანგებო რეზერვაციას ლტოლვილთათვის
# 1110 საფრანგეთის რომელ პროვინციაში გადასხეს მოკავშირეებმა დესანტი 1944 წელს?
ლოტარინგიაში
აკვიტანიაში
ბრეტანში
ნორმანდიაში
# 1111 რა ტიპის ომის აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი „ბლიცკრიგი“?
ტოტალური
თავდაცვითი
პარტიზანული
ელვისებური
გვერდი 1 / 3