ისტორია>გასული წლების ტესტები>2011 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)

სულ კითხვა: 40
უფასო: 40
ფასიანი: 0
გვერდი 1 / 2
# 1140 რას უწოდეს მეცნიერებმა „ნეოლითური რევოლუცია“?
უძველესი სახელმწიფოების წარმოშობას
მწარმოებლური მეურნეობის ჩასახვას
უძველესი მეტალურგიის წარმოშობას
საირიგაციო ცივილიზაციის ჩასახვას
# 1141 რომელი სახელმწიფოს მეფე იყო მენუა?
ასურეთის
ურარტუს
მითანის
ბაბილონის
# 1142 რას ეწოდებოდა პოლისი?
ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოს
ეგვიპტურ სავაჭრო კოლონიას
ურარტულ ციხე-სიმაგრეს
რომაულ საკულტო ნაგებობას
# 1143 რომელი ისტორიული თხზულება გვაწვდის ცნობას ქართლში აზოს მმართველადდადგინების შესახებ?
ძეგლი ერისთავთა
ქართლის ცხოვრება
ძეგლის დადება
ამბავნი ქართლისანი
# 1144 რომელი სამეფო იყო პონტოს მოკავშირე რომის წინააღმდეგ ბრძოლაში?
სომხეთი
ლიდია
ირანი
ასურეთი
# 1145 რა ენებზეა შესრულებული არმაზის ბილინგვა?
არამეულ და ლათინურ
ლათინურ და ელამურ
ელამურ და ბერძნულ
ბერძნულ და არამეულ
# 1146 რომელი ხალხის მბრძანებელი ატარებდა ხაკანის ტიტულს?
პაჭანიკების
ჰუნების
ყივჩაღების
ხაზარების
# 1147 რომელი ქართული სამეფო/სამთავროს მმართველს ეწოდებოდა ქორეპისკოპოსი?
აფხაზთა
ქართველთა
ჰერეთის
კახეთის
# 1148 რა იყო XI საუკუნეში შუა აზიიდან თურქული ტომების მიგრაციის ძირითადი მიზეზი?
საქარავნო გზების ხელში ჩაგდება
ისლამის გავრცელება
ახალი საძოვრების ძიება
ბიზანტიის დაპყრობა
# 1149 რა შედეგით დასრულდა ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა?
გაიზარდა დარბაზის უფლებები
შეიქმნა სავაზირო
ჩამოყალიბდა „სააჯო კარი“
შეიქმნა მონასპა
# 1150 მონღოლთა რომელი სახელმწიფო მოიცავდა სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიისნაწილს?
ილხანთა საყაენო
ჩაღატაის სახანო
ოქროს ურდო
იუანთა საყაენო
# 1151 რომელი დინასტიის წარმომადგენელი იყო ირანის შაჰი ისმაილი, რომელიც XVI საუკუნის დასაწყისში გამეფდა?
ომაიადების ანუ ომაიანთა
აბასიდების ანუ აბასიანთა
აქემენიანების ანუ აქემენიდთა
სეფევიდების ანუ სეფიანთა
# 1152 რომელ ორგანოს გადასცა ხელისუფლება საფრანგეთის კონვენტმა თერმიდორულიგადატრიალების შემდეგ?
დირექტორიას
კონგრესს
პარლამენტს
კორტესებს
# 1153 ვინ სარდლობდა ფრანგებს ლაიფციგის ბრძოლაში 1813 წელს?
ბონაპარტე
რობესპიერი
დანტონი
მირაბო
# 1154 რომელი ქართული სამთავრო გააუქმა რუსეთმა XIX საუკუნეში?
კახეთის
იმერეთის
აჭარის
აფხაზეთის
# 1155 რომელ სახელმწიფოს წარმოადგენდა კლემანსო ვერსალის საზავო კონფერენციაზე?
აშშ-ს
საფრანგეთს
დიდ ბრიტანეთს
იტალიას
# 1156 რომელი მოვლენა შევიდა ისტორიაში „უოლ-სტრიტის კრახის“ სახელით?
ნიუ-იორკის ბირჟაზე აქციათა ფასების დაცემა
გაფიცვები ვაშინგტონში
ბოსტონის დემონსტრაცია
ჩიკაგოს დიდი ხანძარი
# 1157 რომელ კუნძულებზე მდებარეობდა პერლ-ჰარბორის სამხედრო საზღვაო ბაზა?
ჰავაის
ფილიპინების
ფიჯის
სოლომონის
# 1158 რა ეწოდება II მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ქვეყნების ფინანსურ-ეკონომიკურიდახმარების გეგმას?
ტრუმენის დოქტრინა
ჩერჩილის კონცეფცია
ახალი კურსი
მარშალის გეგმა
# 1159 რომელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო არ მიეკუთვნება სახელმწიფოხელისუფლების არცერთ შტოს?
საკონსტიტუციო სასამართლო
სახალხო დამცველი
ფინანსთა სამინისტრო
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
გვერდი 1 / 2