ისტორია>გასული წლების ტესტები
(ყველა ქვეკატეგორიის კითხვები)

სულ კითხვა: 618
უფასო: 618
ფასიანი: 0
გვერდი 2 / 31
# 582 რომელი მსჯელობაა მართებული ოსმალეთის სახელმწიფოს წარმატების შესახებ XIV საუკუნეში?
ოსმალებმა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე გაილაშქრეს, აიღეს ქალაქი თესალონიკი და იგი თავიანთ დედაქალაქად გამოაცხადეს;
ოსმალებმა ბიზანტიის იმპერიას მცირე აზიური ტერიტორიები წაართვეს და დედაქალაქი ბურსაში გადაიტანეს;
მუავიას მეთაურობით ოსმალები ბოსფორზე გადავიდნენ, ადრიანოპოლი უბრძოლველად აიღეს და დედაქალაქად აქციეს;
სულთან სანჯარმა ჯარი კონსტანტინოპოლისაკენ დაძრა, ქალაქი ხანგრძლივი ალყის შედეგად აიღო და ისტამბული უწოდა.
# 583 რომელი ინფორმაციაა მართებული შაჰ-აბას I-ის მოღვაწეობის შესახებ?
გაატარა რელიგიური და საგანმანათლებლო რეფორმები;
საბოლოოდ გააუქმა მეფობა ქართლსა და კახეთში;
ხანგრძლივი და წარმატებული ომი აწარმოა ოსმალეთთან;
სასტიკად დაამარცხა აჯანყებული ავღანელები და ბაქტრიელები.
# 584 რომელი მოვლენა უკავშირდება ინგლისში რესპუბლიკური მმართველობის პერიოდს?
ანგლიკანური ეკლესიის ჩამოყალიბება;
სამხედრო დაპირისპირება პორტუგალიასთან;
ჩრდილოეთ ამერიკული კოლონიების აჯანყება;
რეპრესიები კათოლიკე ირლანდიელების მიმართ.
# 585 რომელი გამოჩენილი ევროპელი მოაზროვნე არ მოღვაწეობდა განმანათლებლობის ეპოქაში?
თომა აკვინელი;
შარლ ლუი მონტესკიე;
დენი დიდრო;
ჟან-ჟაკ რუსო
# 586 სხვა მიზეზებთან ერთად, რამ გამოიწვია რუსეთის იმპერიის გამოსვლა შვიდწლიანი ომიდან?
ემელიანე პუგაჩოვის მეთაურობით რუსეთში დაწყებულმა გლეხთა დიდმა აჯანყებამ;
რუსეთის ტახტზე პეტრე III-ის ასვლამ, რომელიც პრუსიის მეფისადმი სიმპათიებით გამოირჩეოდა;
იტალიისა და ავსტრიის უარმა, დაეკმაყოფილებინათ ნიკოლოზ I-ის პრეტენზიები პოლონეთში;
ინგლისელთა წაქეზებით შვედეთისა და ოსმალეთის მიერ რუსეთისათვის ომის გამოცხადებამ.
# 587 რომელი მოსაზრებაა მართებული ვენის კონგრესის შესახებ?
განიხილავდნენ საფრანგეთის პირველი იმპერიის ომების შემდგომი ევროპის მოწყობის საკითხებს;
მსჯელობდნენ საფრანგეთში დაწყებული რევოლუციის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზე;
ცდილობდნენ, შეემუშავებინათ ერთიანი კოლონიალური პოლიტიკა აფრიკაში;
ადგენდნენ კონტინენტური ბლოკადის მოქმედების აუცილებელ პრინციპებს.
# 588 რომელი სახელმწიფო ხელმძღვანელობდა იტალიის გაერთიანებისათვის ბრძოლას XIX საუკუნეში?
ნეაპოლის სამთავრო;
პაპის ოლქი;
ტოსკანის რესპუბლიკა;
პიემონტ-სარდინიის სამეფო.
# 589 სხვა მიზეზებთან ერთად, რა მოვლენამ განაპირობა საერთაშორისო ორგანიზაცია, ერთა ლიგის შექმნა?
მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა;
რუსეთის რევოლუციამ;
პირველმა მსოფლიო ომმა;
დეკოლონიზაციის პროცესმა
# 590 რომელი ინფორმაციაა მართებული 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების შესახებ?
საბჭოთა რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა;
რუსეთის იმპერიამ აღიარა საქართველოს ავტონომია;
საქართველო გახდა ამიერკავკასიის ფედერაციის წევრი;
საქართველო შეუერთდა საბჭოთა რესპუბლიკების კავშირს.
# 591 რომელმა სახელისუფლებო ორგანომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს?
საკონსტიტუციო კომისიამ;
სახალხო ყრილობამ;
უზენაესმა საბჭომ;
მინისტრთა კაბინეტმა.
# 592 სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა ფინიკიაში ქალაქ-სახელმწიფოების ჩამოყალიბება ძვ.წ. III ათასწლეულის შუა ხანებში?
მდიდარი ბუნებრივი რესურსების არსებობამ და ვაჭრობის განვითარებამ;
საირიგაციო მიწათმოქმედების მძლავრმა განვითარებამ და მოსავლიანობის ზრდამ;
ჰიქსოსების თავდასხმების მოგერიებისა და თავდაცვის აუცილებლობამ;
ლათინთა პოლისების მხრიდან კონკურენციის გაზრდამ.
# 593 რომელი მსჯელობაა მართებული აქემენიანთა იმპერიის ჩამოყალიბების შესახებ?
აქემენიანთა დინასტიის დამაარსებელმა დარიოს I-მა ახალი რელიგია გაავრცელა ირანულ ტომებში და ახალი იმპერია შექმნა;
კავადმა ეგვიპტის დაპყრობით ირანის სახელმწიფოში ახალ პოლიტიკასა და იმპერიის ჩამოყალიბებას ჩაუყარა საფუძველი;
აქემენიანთა დინასტიის წარმომადგენელმა კიროს II-მ დაამარცხა მიდიის მეფე და ახალი იმპერიის მმართველი გახდა;
ელიტური სამხედრო შენაერთის მეთაურმა ქსერქსემ სამხედრო გადატრიალება მოაწყო და ირანში ახალ საიმპერატორო დინასტიას მისცა დასაბამი.
# 594 რა მოიმოქმედა ვახტანგ გორგასალმა ანტიირანული აჯანყების დაწყების წინ?
შეწყვიტა მძევლების გაგზავნა;
მოაკვლევინა ვარსქენ პიტიახში;
ილაშქრა ვაჰან მამიკონიანის წინააღმდეგ;
ჩრდილოეთ კავკასიიდან პაჭანიკთა ჯარი გადმოიყვანა
# 595 რომელი ინფორმაციაა მართებული ფრანკთა სამეფოს შესახებ?
ფრანკებმა ჩრდილო აფრიკის სანაპიროზე ძლიერი სამეფო ჩამოაყალიბეს;
რომის პაპმა პიპინ მოკლე გაქრისტიანების შემდეგ ფრანკთა პირველ იმპერატორად აკურთხა;
ფრანკთა სამეფოს პირველი მეფეები მეროვინგთა დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ;
რავენა ახლადჩამოყალიბებული ფრანკთა სახელმწიფოს დედაქალაქად გამოცხადდა
# 596 რომელი მოვლენა არ უკავშირდება თოღრულ-ბეგის სახელს?
ირანის პროვინციების დაპყრობა;
ბაღდადის აღება;
სულთნის ტიტულის მიღება;
სელჩუკებში მაზდეანობის გავრცელება.
# 597 რომელი მსჯელობაა მართებული XIV საუკუნეში გამართული ნიკოპოლის ბრძოლის შესახებ?
ადრიანოპოლის დაუფლების შემდეგ ოსმალებს სერბები და ბერძნები დაუპირისპირდნენ, მაგრამ დამარცხდნენ;
კონსტანტინოპოლის აღების შემდგომ ოსმალებს სლავების კოალიციური ლაშქარი დაუპირისპირდა და მათი წინსვლა შეაჩერა;
კოსოვოს ველზე ოსმალების გამარჯვებიდან რამდენიმე წელიწადში ევროპულ სახელმწიფოთა ჯარი ოსმალებს შეებრძოლა, მაგრამ დამარცხდა;
ოსმალები უნგრეთში შეიჭრნენ, მაგრამ უნგრელებს პოლონელები დაეხმარნენ და მტერი დაამარცხეს.
# 598 რა უკავშირდება სეფიანთა ირანის შაჰის, თამაზ I-ის მოღვაწეობას?
კონსტანტინოპოლის შეთანხმების დარღვევა და კასპიისპირეთის დაკავება;
ქართლის მეფის ტყვეობიდან გათავისუფლება და თბილისში დაბრუნება;
წარმატებული ლაშქრობა ინდოეთში და დედაქალაქ კალკუტის აღება;
ოსმალეთთან ხანგრძლივი ომის დასრულება და ამასიის ზავის დადება.
# 599 ვინ იყო ინგლისის უკანასკნელი მონარქი ტიუდორების დინასტიიდან?
ჰენრი VIII;
ელიზაბეთ I;
მერი I;
ჩარლზ I.
# 600 რა უკავშირდება ვახტანგ VI-ის მოღვაწეობას?
კანონთა კრებულის შემუშავება;
პირველი ქართულენოვანი გაზეთის გამოცემა;
თბილისში თეატრის დაარსება;
ბერძენი მაღაროელების ჩამოსახლება.
# 601 რომელი მოვლენა უკავშირდება პრუსიის მეფის ფრიდრიხ II-ის სახელს?
სამხრეთ ამერიკელი კოლონისტების სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა;
ავსტრია-უნგრეთის დამარცხება და ჩრდილოეთ გერმანიის კავშირის ჩამოყალიბება;
რუსეთთან და შვედეთთან ერთად ლიტვის დიდი სამთავროს დანაწილება;
შვიდწლიან ომში მონაწილეობა და ევროპაში პოზიციების გამტკიცება.
გვერდი 2 / 31