ისტორია>გასული წლების ტესტები
(ყველა ქვეკატეგორიის კითხვები)

სულ კითხვა: 618
უფასო: 618
ფასიანი: 0
გვერდი 1 / 31
# 562 ვის სახელს უკავშირდება ბაბილონის სამეფოს აღზევება ძვ.წ. XVIII საუკუნეში?
აშურბანიფალის;
არგიშთი II-ის;
სარგონ I-ის;
ხამურაბის
# 563 ვისი მოკავშირეობით დაამარცხა ფარნავაზმა აზო (აზონი)?
ადერკის;
არტაგის;
საურმაგის;
ქუჯის.
# 564 რომელი ინფორმაცია არ არის მართებული ქრისტიანობის ისტორიის შესახებ I-III საუკუნეებში?
ქრისტიანობა წარმოიშვა რომის იმპერიის ერთ-ერთ აღმოსავლურ პროვინციაში;
პირველი ქრისტიანები კატაკომბებში აღასრულებდნენ რელიგიურ წეს-ჩვეულებებს;
ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი შედეგი ვეტერანთა გახშირებული აჯანყებები იყო;
რომის იმპერატორები, უმთავრესად, ქრისტიანული რელიგიის მიმდევრებს დევნიდნენ.
# 565 რომელი ფაქტია მართებული ვანდალთა სამეფოს შესახებ?
რომის პაპმა ხლოდვიგი გაქრისტიანების შემდეგ ვანდალთა პირველ მეფედ აკურთხა;
ვანდალებმა თავიანთი სამეფო ჩრდილოეთ აფრიკაში ჩამოაყალიბეს;
ვანდალების სამეფო მეროვინგების დინასტიამ დააარსა;
თებე ახლადჩამოყალიბებული ვანდალთა სახელმწიფოს დედაქალაქად გამოცხადდა.
# 566 რომელი მსჯელობაა მართებული VII ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ?
ლუი IX-ის მეთაურობით ჯვაროსნები ეგვიპტეში შეიჭრნენ, მაგრამ მეფე ტყვედ ჩავარდა და დიდი გამოსასყიდის ფასად გათავისუფლდა;
ჯვაროსნებმა სირია-პალესტინის ციხეები დაიბრუნეს, მაგრამ დამასკოსთან დამარცხდნენ და იძულებულნი გახდნენ, ზავი დაედოთ;
იმპერატორ კონრად III-ის ხელმძღვანელობით ჯვაროსნებმა იერუსალიმს ალყა შემოარტყეს და მოწინააღმდეგე აიძულეს, ქალაქი დაეთმო;
ჯვაროსანთა ჯარი კვიპროსზე გაერთიანდა და იქიდან მიიტანა იერიში ანტიოქიაზე, თუმცა ქალაქის დამცველებმა შეტევა მოიგერიეს.
# 567 რომელი მსჯელობაა მართებული ოსმალეთის სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ?
ჩობანიანთა დინასტიის წარმომადგენელმა მცირე აზიაში ძლიერი სახელმწიფო ჩამოაყალიბა და ახალ დინასტიას დაუდო სათავე;
რუმის სასულთნოს დაშლის შედეგად წარმოშობილი ერთ-ერთი სამთავროს მეთაურმა დაიმორჩილა მეზობელი სამთავროები და ბიზანტიის იმპერიას შეუტია;
ოქროს ურდოს ერთ-ერთმა სარდალმა საყაენოს დაშლის შემდგომ ბიზანტიისათვის წართმეულ მიწა-წყალზე ახალ სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი;
არაბთა სახალიფოს დაცემის შემდგომ ანატოლიის ამირამ თავი სულთნად გამოაცხადა და რამდენიმე წელიწადში კონსტანტინოპოლს ალყა შემოარტყა.
# 568 რომელი მოსაზრებაა მართებული სეფიანთა ირანის შესახებ?
სეფიანთა ირანის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ყიზილბაშთა ტომებმა შეასრულეს;
სეფიანთა ირანში სუნიტური ისლამი იყო გაბატონებული, რაც რუმის სასულთნოსთან მუდმივ დაპირისპირებას იწვევდა;
აბასიანთა სახელმწიფოს დაპყრობის შემდეგ სეფიანთა ირანის შაჰებმა ხალიფას ტიტული მიიღეს;
სეფიანთა ირანი მცირე აზიის, სირიისა და პალესტინის დასაუფლებლად განუწყვეტელ ომებს აწარმოებდა მამლუქთა სახელმწიფოსთან.
# 569 რომელი ისტორიული მოვლენა უკავშირდება ინგლისში ოლივერ კრომველის მმართველობას?
„უფლებათა ბილის“ შემუშავება და დამტკიცება;
ესპანელთა „უძლეველი არმადის“ განადგურება;
ჰოლანდიასთან ომში გამარჯვება;
ანგლიკანური ეკლესიის რომის პაპისადმი დაქვემდებარება.
# 570 რა შედეგით დასრულდა შვიდწლიანი ომი საფრანგეთისათვის?
ჩრდილოეთ ამერიკასა და ინდოეთში სამფლობელოების დაკარგვით;
გერმანიაზე ჰეგემონიის მოპოვებითა და რაინის კავშირის ჩამოყალიბებით;
სიცილიის, სარდინიის და კორსიკის კუნძულების შემოერთებით;
ესპანეთში საფრანგეთის მმართველი ვალუების დინასტიის გამეფებით.
# 571 სხვა მიზეზებთან ერთად, რატომ გადაწყვიტა ერეკლე II-მ 1768-1774 წლებში მიმდინარე რუსეთოსმალეთის ომში ჩაბმა?
ქართლ-კახეთის ოსმალთა მოხარკეობისაგან გათავისუფლება უნდოდა;
თბილისის ციხეებიდან ოსმალთა განდევნა და ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვა სურდა;
სამცხიდან ოსმალების განდევნას და ამ რეგიონის შემოერთებას აპირებდა;
იმერეთის სამეფოს შემოერთებაზე ფიქრობდა, რომელიც ოსმალეთის ვასალი იყო.
# 572 რომელი მოსაზრებაა მართებული ამერიკის დამოუკიდებლობის ომის შესახებ?
სამხედრო და ფინანსური დახმარების სანაცვლოდ ამერიკელმა კოლონისტებმა რუსეთს ალასკა მიჰყიდეს;
საფრანგეთმა მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება აღმოუჩინა ჩრდილოეთ ამერიკელ კოლონისტებს;
ამერიკელმა კოლონისტებმა დაამარცხეს დიდი ბრიტანეთი და აიძულეს, კანადა მთლიანად მათთვის დაეთმო;
ომში დამატებითი ძალების მობილიზაციისათვის კოლონისტებმა ამერიკის ტერიტორიაზე მონობა გააუქმეს.
# 573 რომელი მსჯელობაა მართებული ნაპოლეონის ხელისუფლებაში მოსვლის შესახებ?
ესპანეთში წარმატებული ლაშქრობის შემდეგ ჯარში და მოსახლეობაში საკუთარი ავტორიტეტით ისარგებლა და რომის პაპს თავი იმპერატორად აკურთხებინა;
როიალისტების აჯანყების ჩახშობის შემდეგ საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ მას პირველი კონსულის თანამდებობა შესთავაზა, რასაც ის დაეთანხმა;
გამოიყენა მის დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო შენაერთები, დაამხო იაკობინელთა დიქტატურა და შექმნა კოლეგია, რომლის ერთ-ერთი წევრიც თავად გახდა;
ეგვიპტიდან დაბრუნებულმა სამხედრო გადატრიალება მოაწყო, გარეკა დირექტორია, ხოლო სახელმწიფოს მართვა სამ კონსულს დაევალა, რომელთაგან ერთ-ერთი თავად იყო.
# 574 სხვა მიზეზებთან ერთად, რატომ დაარღვია გერმანიამ პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ბელგიის ნეიტრალიტეტი?
ბელგიის დაკავებით ამერიკელებს დესანტის გადმოსხმის საშუალება მოესპოთ;
ბელგიის ტერიტორიის გავლით გერმანიის ჯარი აპირებდა საფრანგეთში შეჭრას;
ბელგია შეიძლება სამთა კავშირს მიმხრობოდა და გერმანიის ჯარისთვის ზურგიდან შეეტია;
ბელგიაში არსებულმა გერმანულმა სათვისტომოებმა გერმანიის იმპერატორს დახმარება სთხოვეს.
# 575 რომელი ინფორმაციაა მართებული ერთა ლიგის შექმნის შესახებ?
ორგანიზაციის შექმნის იდეა აშშ-ს პრეზიდენტმა წამოაყენა, თუმცა, როდესაც საბოლოოდ ეს ორგანიზაცია შეიქმნა, აშშ მასში არ გაწევრიანდა;
ორგანიზაციის ჩამოყალიბება საფრანგეთის პრეზიდენტმა მოითხოვა, მაგრამ მასში გერმანიის გაწევრიანების წინააღმდეგი იყო;
ორგანიზაციის შექმნის ინიციატივა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ეკუთვნოდა, თუმცა ეწინააღმდეგებოდა პატარა სახელმწიფოების მიღებას;
ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ყველაზე მეტად იტალიის პრემიერ-მინისტრი ითხოვდა, და მასში მხოლოდ ევროპის სახელმწიფოები უნდა გაერთიანებულიყო.
# 576 რომელი ინფორმაციაა მართებული 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში გამართული არჩევნების შედეგის შესახებ?
პირველად საქართველოს ისტორიაში უმრავლესობა მოიპოვა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ და ჩამოაყალიბა ერთპარტიული მთავრობა;
შეიქმნა საქართველოში პირველი კოალიციური მთავრობა, რომელშიც კომუნისტური პარტიის წევრებთან ერთად ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებიც შედიოდნენ;
გაიმარჯვეს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლებმა და საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების მმართველობა დასრულდა;
წარმატებას მიაღწიეს საერთო კავკასიურ ანტისაოკუპაციო მოძრაობაში გაერთიანებულმა პარტიებმა და შეწყდა საოკუპაციო რეჟიმის მოქმედება.
# 577 რომელი მსჯელობაა მართებული ბერძნული კოლონიზაციის შესახებ?
კოლონიის მოსახლეობის საქმიანობას მეტროპოლიის უხუცესთა საბჭო წარმართავდა, რადგან საკუთარ ინტერესებს ითვალისწინებდა;
კოლონიის ადგილის შერჩევისას ზღვასთან სიახლოვეს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან მათი ეკონომიკური კეთილდღეობა ძირითადად ვაჭრობას უკავშირდებოდა;
ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასახლებული კოლონისტები მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის კულტების თაყვანისცემას იწყებდნენ მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად;
კოლონიებში გადასახლებული ვეტერანები სამხედრო შენაერთებს ქმნიდნენ, რომლებსაც ადგილობრივი მეფეები ქირაობდნენ.
# 578 რა პირობის საფუძველზე მოწესრიგდა ურთიერთობა ქართლის სამეფოსა და რომის იმპერიას შორის II საუკუნის I ნახევარში?
ფარსმან II-მ იკისრა ხარკის სახით ასი ქალ-ვაჟის გაგზავნა რომში;
იმპერატორი დათანხმდა ფარსმან II-ის მემკვიდრის სომხეთში გამეფებას;
ფარსმან II-მ მორჩილების ნიშნად მონაწილეობა მიიღო დაკების წინააღმდეგ ომში;
იმპერატორმა აღიარა ფარსმან II-ის მიერ შავიზღვისპირა მიწების შეერთება.
# 579 რომელი ფაქტია მართებული რომის იმპერიის ისტორიის შესახებ?
ალარიხმა რომის აღების შემდეგ თავი დასავლეთ რომის იმპერიის მმართველად გამოაცხადა;
რომის იმპერატორმა ანდერძით იმპერია თავის ორ ვაჟს - არკადიუსსა და ჰონორიუსს - გაუყო;
იმპერატორის დაცვის მეთაური ოდოაკრი აღმოსავლეთ პროვინციებს დაეპატრონა;
იმპერატორ იუსტინიანეს გაქრისტიანებით რომის იმპერიის დაცემა დაიწყო.
# 580 რომელი მოსაზრებაა მართებული სელჩუკთა ტომის სახელწოდების წარმომავლობის შესახებ?
სელჩუკი ერქვა ერთ-ერთ მეთაურს, რომელმაც თურქული ტომების ნაწილი გააერთიანა;
სელჩუკი ეწოდებოდა იმ ველს, რომელზედაც ისინი თავდაპირველად ცხოვრობდნენ;
სელჩუკი ეწოდებოდა თურქული დამწერლობის ერთ-ერთ სახეობას;
სელჩუკი ერქვა ამ თურქული ტომის მთავარ ღვთაებას.
# 581 რომელი მსჯელობაა მართებული VI ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ?
ჯვაროსნები ალჟირში შეიჭრნენ და დედაქალაქი აიღეს, თუმცა მალე მისი დატოვება მოუხდათ;
ჯვაროსნებმა ბაღდადი და დამასკო აიღეს, მაგრამ ვერ შეძლეს იერუსალიმის დაბრუნება;
საფრანგეთის მეფე შარლ IX-ის მეთაურობით ჯვაროსნებმა აკრის ციხის გარნიზონი ალყისაგან იხსნეს;
იმპერატორმა ფრიდრიხ II-მ ეგვიპტის მმართველთან შეთანხმებით იერუსალიმი დროებით დაიბრუნა.
გვერდი 1 / 31