ბიოლოგიაგასული წლების ტესტები2022 წლის ტესტი
(კითხვები ამ კატეგორიიდან)
სულ კითხვა: 80
უფასო: 80
ფასიანი: 0
# 1200
რომელი ორგანოები გამოყოფს ამილაზას შემცველ სეკრეტს?
# 1201
ორ სახეობას შორის დამყარებული ბიოტური კავშირიდან რომელია საზიანო ორივე სახეობისთვის?
# 1202
მელიებში X-ქრომოსომასთან შეჭიდული b ალელი იწვევს ჩანასახის დაღუპვას. როგორი სქესთა თანაფარდობა ჩამოყალიბდება F1-ში ჰეტეროზიგოტი მდედრისა და ჯანმრთელი მამრის შეჯვარების შედეგად?
# 1203
სმენის რეცეპტორები უშუალოდ ღიზიანდება:
# 1204
რომელი ორგანიზმი ვითარდება მეტამორფოზის გარეშე?
# 1205
რომელ ნივთიერებად შეიძლება გარდაიქმნას ქოლესტერინი?
# 1206
ილუსტრაციაზე მოცემულ კვებით ქსელში რომელი ორგანიზმია ერთდროულად როგორც მეორე, ისე მესამე რიგის კონსუმენტი?
# 1207
ადამიანში სტრესის დროს:
# 1208
ჩამოთვლილთაგან რომელია ჰომეოსტაზის მაგალითი?
# 1209
რომელი პროცესი მიმდინარეობს როგორც მიტოზში, ასევე მეიოზში?
# 1210
ამოსუნთქვისას ადამიანის ორგანიზმში:
# 1211
რომელი ჰორმონი მოქმედებს მოზარდებში ჩონჩხის განვითარებაზე?
# 1212
იხელმძღვანელეთ ილუსტრაციით და განსაზღვრეთ, რომელი ლათინური ასოთი აღნიშნულ სტრუქტურაში მიმდინარეობს სინათლისა (I) და სიბნელის (II) ფაზები:
# 1213
რომელ ორგანოში წარმოქმნიან არტერიოლები კაპილარებს ორჯერ?
# 1214
ძუძუმწოვრებში ალოგენეზის შედეგია:
# 1215
უშუალოდ უჯრედული სუნთქვის პროცესში წარმოიქმნება:
# 1216
რომელ პროცესს არ არეგულირებს მოგრძო ტვინი?
# 1217
შიდასახეობრივი ბრძოლის გამწვავებას იწვევს:
# 1218
როგორც მიტოქონდრიას, ასევე ლიზოსომას ახასიათებს:
# 1219
რომელი ქსოვილის უჯრედებს შეუძლია როგორც ფერმენტის, ისე ჰორმონის გამოყოფა?